 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2014 |
კაფეში დილით
პირველი სტუმრის მომლოდინე მიმტანი გოგო, ცხელ-ორთქლ-ამდინარ ყავის ფინჯანზე, ცივ თითებს ითბობს.
04.02.2014
თბილისი
აქ, გაზაფხულის პირველი მაცნეა - თურმე სუფსარქისი. ქარი ცივი და გამთოშავი, არაფრის მაქნისი.
07.02.2014
წიგნის ფურცლებიდან გამოვარდნილი ძველი ფოტოსურათის გამო
რომ არ ველოდი, გაიელვა ეულმა ფიქრმა - სადღაც სულს მიღმა - აიშალნენ არვედ ლანდები.
14.02.2014
***
„ეს გაზაფხულიც ჩაივლის ეგრე“... ტრადიციულად, - როგორც ყოველთვის, მწვანე შემოსავს მინდორში ნერგებს, ხანაც იწვიმებს, ხან გადაიღებს. მიწა თავისას საბოძვარს იღებს... ჩვენ კი ვზივართ და ტრადიციულად, სახეზე ვირგებთ სხვადასხვა ნიღბებს. „ეს გაზაფხულიც ჩაივლის ეგრე“...
15.02.2014
ერთმა მწერალმა ქალბატონმა მკითხა, როდის და რატომ წერო? - ასე ვუპასუხე:
როდის? - რა გითხრათ... როცა მქრქალი მთვარით ვიხარი, როცა მიღმიერს არ მაცილებს ყოფის ტიხარი. რატომ? - არ ვიცი, ალბათ სულში "მე" ვერ ვიცანი.
16.02.2014
*** „...იქ, სველ ქვიშაზე, „მარადისი“ დავწერე ასჯერ და ზღვას მივანდე, ყორნისფერი ფიქრი სიკვდილზე...“ ტაკუბოკუ
თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა... და წავიშალე, როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით.
18.02.2014
*** "მა...მე აღარ მაქვს ნატკენი მუხლი"...
მოგონებების მწარე ბურუსი სულში გაჯირჯვდა. კივილი უხმო - "მა...მე აღარ მაქვს ნატკენი მუხლი"... სადღაც, სულ შიგნით, შეიკუმშა თითქოს ტკივილი.
20.02.2014
ფუჯივარა-ნო კინცუნეს გავლენით
თოვს. ფიფქების ქორო მდუმარედ მღერის - და ცისკენ მიხმობს.
21.02.2014
დღეს დილით (23 თებერვალს) წამოთოვა. არა ისე კი არა, როგორც ამ ორიოდე კვირის წინ, მაგრამ მაინც... წვრილად ფერფლავდა. შორს მთაწმინდა ილანდებოდა, თეთრ, მოცისფრო ბურუსში გახვეული...
გათოვდა! მთაწმინდის ფერდებზე გრძნეული ბურუსი, ხეებთან კამათით ნელ-ნელა თვრებოდა.
23.02.2014
***
გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
02.03.2014
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. იყო აქ რაღაცები რაც მომეწონა, თან ძალიან..
წარმატებები :) იყო აქ რაღაცები რაც მომეწონა, თან ძალიან..
წარმატებები :)
11. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
10. მადლობა კეთილო ხალხო!!!
ალბათ აქ ყველას გიფიქრიათ... არა უფრო კი მოგნდომებიათ ყველას გასაგონად გეყვირათ, აი, ასე, როგორც ეგზიუპერიმ თქვა -
"ახედეთ ზეცას. და თავს ჰკითხეთ: ცოცხალია თუ არა ის ვარდი, თუ აღარ არსებობს? ვაითუ ბატკანმა შეჭამა? და თქვენ დაინახავთ: ყველაფერი სხვანაირი გახდება..."
მიხარია, რომ თქვენც ზემოთ იყურებით და ყველაფერს სხვანაირად ხედავთ. ამას ხომ "ვერასდროს ვერც ერთი უფროსი ვერ გაიგებს...." ))))))))))))
მადლობა კეთილო ხალხო!!!

9. თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა... და წავიშალე, როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით. ... გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
როგორც ყოველთვის ემოციები მოდიან გულამდე :))++ თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა... და წავიშალე, როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით. ... გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
როგორც ყოველთვის ემოციები მოდიან გულამდე :))++
8. ძალიან კარგებია! ძალიან კარგებია!
7. როგორი სისადავეა აქ, სულ...
როგორი სისადავეა აქ, სულ...
6. პირველი სტუმრის მომლოდინე მიმტანი გოგო, ცხელ-ორთქლ-ამდინარ ყავის ფინჯანზე, ცივ თითებს ითბობს.
აქ, გაზაფხულის პირველი მაცნეა - თურმე სუფსარქისი. ქარი ცივი და გამთოშავი, არაფრის მაქნისი.
გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
+5 პირველი სტუმრის მომლოდინე მიმტანი გოგო, ცხელ-ორთქლ-ამდინარ ყავის ფინჯანზე, ცივ თითებს ითბობს.
აქ, გაზაფხულის პირველი მაცნეა - თურმე სუფსარქისი. ქარი ცივი და გამთოშავი, არაფრის მაქნისი.
გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
+5
5. გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
კარგებია მირიან! :) ++ გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა.
კარგებია მირიან! :) ++
4. კარგი რამეებია.++ კარგი რამეებია.++
3. რა კარგი ავტორია ^_^ ხშირად უნდა ვესტუმრო ხოლმე რა კარგი ავტორია ^_^ ხშირად უნდა ვესტუმრო ხოლმე
2. სულაც არ ყოფილა "არაფნისმაქნისი" თქვენთან სუფსარქისი! სულაც არ ყოფილა "არაფნისმაქნისი" თქვენთან სუფსარქისი!
1. გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა......
მომწონს მე ეს გვერდი.ხშირად გესტუმრებით წარმატებები + +
გუშინ ბაღიდან მომიტანეს პირველი კვირტი... ღამე გაშლილა! აღარ მეგონა, ზამთრის სევდას თუ რამ წაშლიდა......
მომწონს მე ეს გვერდი.ხშირად გესტუმრებით წარმატებები + +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|