ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 მარტი, 2014


ამონარიდი გიორგი გურჯიევის ლექციებიდან (წიგნი: სიყვარულის ორი სახე)

მაგალითად გაქვთ ბევრი ფული. ცხოვრობთ ფუფუნებასა და კმაყოფილებაში –სხვათაგან დაფასებული და კმაყოფილი ადამიანები, რომლებიც უძღვებიან თქვენს კარგად აწყობილ საქმეს, არიან სრულებით პატიოსანები და თქვენი ერთგულები. ერთი სიტყვით ცხოვრობთ შესანიშნავი ცხოვრებით.
  შესაძლებელია თქვენ ასე ფიქრობთ თქვენს თავზე და სრულიად თავისუფალ ადამიანად თვლით თავს.  თვლით რომ მთელი თქვენი დრო იმყოფება თქვენს განკარგულებაში. თქვენ ხართ ხელოვნების მფარველი და არჩევთ მსოფლიო პრობლემებს ფინჯანი ყავით ხელში.
  ზოგჯერ დაფარულ სულიერ ძალებითაც ხართ დაინტერესებული. თქვენ არ გავიწყდებათ სულიერი პრობლემები და ფილოსოფიური იდეებით ხართ გარემოცული. ხართ ნკითხი, განათლებული. გაგაჩნიათ ერუდიცია მრავალ სფეროებში, გაქვთ ჭკვიანი კაცის სახელი. თქვენ ადვილად მიგესვლებათ ყველგან და ცნობილი ხართ როგორც კულტურული ადამიანი განსახიერება თქვენს გარემოცვაში.ერთი სიტვით ყველა თქვენ შემოგნატრით.
დილით გაიღვიძეთ და შეწუხებული ხართ უსიამოვნო სიზმრის შთაბეჭდილებით. თანდათან ეს განწყობა გადაივლის, მაგრამ მაგრამ მისი ნაკვალევი რჩება მოქანცულობის და უხალისო მოძრაობების სახით. მიდიხართ სარკესთან და შემთხვევით ხელიდან გივარდებათ სავარცხელი; აღებული ძლივს გქონდათ, რომ ისევ გივარდებათ და უკვე გაღიზიანებულს ახლა მესამედაც მოგეცარათ ხელი.; ამჯერად ცდილობთ ჰაერივე დაიჭიროთ იგი, მაგრამ იგი მიფრინავს სარკის მიმართულებით. უცებ ჯახან! … . და ამ ძველებურ სარკეზე, რომლითაც ასე ამაყობდით ჩნდება ვარსკვლავისებრი ბზარები . დაწყევლოს ეშმაკმა! უკმაყოფილების ჩანაწერები მოდიან მოქმედებაში.  ახლა თქვენთვის სუცილებელის ვინმეკენ მიმართოთ თქვენი უკმაყოფილება.  აღმოაჩენთ, რომ მსახურს დავიწყნია ფინჯან ყავასთან ერთად დაედო დილის გაზეთი. მოთმინების ფიალა ავსებულია და გადაწყვეტილებას იღებთ, რომ სახლიდან მოიშოროთ ეს უვარგისი ადამიანი.
   
    ამასობაში სახლიდან გასვლის დოც მოდის. გარეთ კარგი ამინდია, თქვენ კი შორს არა ხართ წასასვლელი. ამიტომ გადაწყვიტეთ ფეხით გაიაროთ, თქვენი ავტომობილი კი უკან მოგყვებათ ნელი სვლით. მზის ნათელი შუქი დამამშვიდებლად მოქმედებს. თქვენს ყურადღებას იქცევს ბრბო, რომელიც ტროტუარზე უგრძნობლად მწოლიარე ადამიანს არის გარსშემოხვეული.  პოლიციელი და სხვები ამ ადამიანს შეასვენებენ ტაქსში და წაიყვანენ საავადმყოფოში. თქვენ ამჩნევთ , რომ მძღოლის სახე იჭრება თქვენს ასოციაციებში და გახსენდებათ შარშანდელი ინციდენტი, როდესაც სუფრიდან ბრუნდებოდით, რომელიც ვიღაცის დაბადების გამო იყო გაშლილი. რა მშვენიერი იყო იქაური ტორტი.!  ამ თქვენმა მსახურმა დილის გაზეთი, რომ დაავიწყდა, გაგიფუჭათ საუზმე, მაგრამ რატომ ახლავე არ გამოვასწოროთ იგი? ბოლოს და ბოლოს ტორტიც და და ყავაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. აი, მოდური კაფე, სადაც მეგობრებთან ერთად შედიოდით.  და რატომ გაგახსენდათ ინციდენტი? თქვენ უკვე თითქმის დაგავიწყდათ დილანდელი უსიამოვნება …… ახლა კი ნამცხვარიც და ყავაც არიან ისეთი გემრიელნი..
 
    ხედავთ ორ ქალბატონს მეზობელ მაგიდასთან.  ო; ეს ქერა რა მომხიბლავია, რა მშვენიერია! მან მზერა გესროლათ და რაღაცას ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს; “მე მიყვარს ასეთი მამაკაცები”.
  რასაკვირველია, არც ერთი წუხილი წუხილად არ ღირს. ადვილი შესამჩნევია როგორ შეიცვალა თქვენი განწყობილება იმის შემდეგ, რაც იმ ქერა ქალბატონს შეხვდით. სახლში ბრუნდებით მხიარული სიმღერის ღიღინით და თვით ის გაბზარული სარკეც მხოლოდ გაღიმებასღა იწვევს თქვენში.  მაგრამ რა ვუყოთ იმს საქმეს რისთვისაც თქვენ გამოხვედით სახლიდან? ახლაღა გახსენდებათ იგი… აი გამოშტერებული თავი! მაგრამ ამასაც არაუშავს ტელეფონით დაელაპარაკებით. თქვენ ირებთ ყურმილს  და ტელეფონისტი ქალი არასწორად გაერთებთ არასწორი ნომრით. ახლა ხელახლა რეკავთ და ისევ იმ არასწორ ნომერზე ხვდებით. ვიღაც კაცი გპასუხობთ, რომ უკვე შეაწყინეთ თავი. თქვენ ეუბნებით, რომ ეს არ არის თქვენი ბრალი; სიტყვასიტყვით თქვენდა მოულოდნელად შეგაფასებენ.. ახლა აღმოაჩენთ, რომ თქვენ ყოფილხართ იდიოტი და კრეტინი. Dა რომ თუ კი ისევ დარეკავთ …….  ძალზედ გაღიზიანებთ ფეხქვეშ მოსრიალე ნოხი და ნეტავ გაგაგონათ რა ტონით ელაპარაკებით მსახურს, რომელმაც წერილი შემოიტანა. ეს აღმოჩნდება თქვენთვის პატივცემული ადამიანის წერილი, ვის კეთილ აზრებსაც ყოველთვის აფასებდით. ჭერილის შინაარსი ისეთი სასიამოვნოა, რომ გაღიზიანება თანდათან გადადის სასიამოვნო განცდებში. თქვენ ამთავრებთ წერილის კითხვას ბედნიერი განწყობილებით.
 
    მე შემიძლო გამეგრძელებინა თქვენი ერთი დღის სურათები. თქვენი თავისუფალი ადამიანის …  იქნებ ფიქრობთ რომ მე გავაზვიადე ჩემი მონაყოლი? არა. ეს არის რეალური ცხოვრებიდან ამოღებული რეალური სცენარი.
  ეს იყო ერთი კარგად ცნობილი ადამიანის ჩვეულებრივი დღე, რომელიც აღდგენილი იქნა დილიდან საღამომდე, როგორც ასოციაციური აზროვნების და გრძნობების თვალსაცინო მაგალითი. მითხარით სად არის თავისუფლება, თუკი გარეშე ადამიანები და საგნები ისე მოიცავენ ადამიანს, რომ მას ავიწყდება თავისი განწყობილება, თავისი საქმეები და თვით საკუთარი თავი? შესაძლებელია ასეთ ადამიანს გააჩნდეს სერიოზული მიდგომა ჭეშმარიტი ძიებისადმი?

  როგორც უკვე ავღნიშნე არაინ ადმიანები რომლებიც შეპყრობილნი არიან ჭეშმარიტების გაგების წყურვილით. თუ ისინი იკვლევენ სიცოცხლის პრობლემებს და გულწრფელნი არიან საკუთარ თავთან, მაშინ მალევე დარწმუნდებიან, რომ შეუძლებელია ცხოვრება ისე როგორც აქამდე ცხოვრობდნენ და დარჩენა იმად რანიც იყვნენ აქამდე; რომ საჭიროა ამ სიტუაციიდან გამოსვლა და რომ ადამიანს შეუძლია განავითაროს თავისი დაფარული უნარები და ძალები მხოლოდ მაშინ, თუ თავის მექანიკურ მანქანას გაწმენდს იმ ტალახისგან, რომელმაც მოგუდა იგი თვისი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ იმისთვის, რომ ამ გაწმენდას გონივრულად მიჰყო ხელი, მან უნდა იცოდეს რა როგორ და სად არის გასაწმენდი. მაგრამ ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, რომ თვითონვე, დამოუკიდებლად დაინახოს ეს ყველაფერი. ამისთვის საჭიროა ადამიანმა გარეგანი სამყაროდან დაინახოს თავისთავი. ამ შემთხვევაში კი ურთირთ დახმარების საჭიროება იჩენს თავს.
 
  თუ გახსოვთ ის მაგალითი, რომელიც გაიგივების შესახებ მოვიყვანე, თქვენ დაინახეთ, როგორი ბრმაა ადამიანი როდესაც იგი თავის განწყობილებებთან, გრძნობებთან და აზრებთან არის გაიგივებული. მაგრამ შეწყდება კი ჩვენი დამოკიდებულება იმით, რასაც ჩვენ შევძლებთ დავნახავთ პირველი შეხედვით? ეს საგნები ისე გაიბერნენ ჩვენში, არ შეიძლება არ დავინახოთ ისინი. გახსოვთ, როგორ ვლაპარაკობდით ადამიანთა ხასიათებზე, რომლებიც  უხეშებად, ცუდებად და კარგებად დავყავით? როდესაც ადამიანი იწყებს თავისითავის შეცნობას იგი თანდათან აღმოაჩენს  ახალ და ახალ  სფეროებს თავის მექანიკურობაში, თავის ავტომატიზმში, დაინახავს სფეროებს სადაც თავის ნებას, თავის “სურვილებს” არ გააჩნიათ არავითარი ძალები; სფეროებს რომლებიც სრულიად არ არიან მის მორჩილებაში და ისინი იმდენად დახლართულნი და მოუხელთებელნი არიან, რომ ადამიანი უძლურია მონახოს მათკენ რაიმე გზები ავტორიტეტული ხელმძღვანელობის გარეშე, იმის დახმარების გარეშე ვინც იცის ამ გზაზე დაფარული უფსკრულების შესახებ.
  ასეთია მოკლედ საგანთა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის შეცნობისკენ მიდის.
იმისათვის, რომ აკეთოთ, თქვენ უნდა იცოდეთ; მაგრამ იმისათვის, რომ იცოდეთ, თქვენ უნდა გაიგოთ ის, თუ როგორ უნდა იცოდეთ.

  გამოდით უღრუბლო, ვარსკვლავიან ღამით გარეთ და შეხედეთ ზეცას, შეხედეთ იმ მილიონობით სამყაროებს, რომლებიც თქვენს ზევით, ცაზე გაიხსენეთ, რომ ყველა მათგანზე შესაძლებელია მილიონობით თქვენნაირი ან თქვენზე აღმატებული არსებები ირეოდნენ. შეხედეთ ირმის ნახტომს. შეუძლებელია დედამიწას ამ უსასრულობაში ქვიშის მარცვალიც კი ეწოდოს. იგი დნება და იკარგება ამ უსასრულობაში, მათ შორის თითოეული ჩვენთაგანიც.  დაფიქრდით სად ხართ? ან უგონობა ხომ არ არის ის სურვილები რაც თითოეულ თქვენგანში არსებობენ?
ამ სამყაროთა წინაშე შეეკითხეთ საკუთარ თავს რას წარმოადგენენ თქვენი მიზნები და იმედები, თქვენი ზრახვები და მიზნები რითაც აპირებთ ამის განხორციელებას. , ის მოთხოვნილებები რომლებიც შეიძლება წამოგიყენონ და თქვენი მზადყოფნა ამ მოთხოვნილებათა მისაღებად.
თქვენს წინაშე ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობაა..  მოგზაურობის მიზანია თქვენთვის უჩვეულო, უცნობი მიწა. გზა უძნელესი და უსასრულოა. თქვენ არ იცით შესაძლებელია თუ არა ამ გზაზე დასვენება, სულის მოთქმა, ანდა სად რა ადგილას გექნებათ ამის საშუალება? საჭიროა მზად იყოთ ყველაზე უარესისთვის. თან იქონიეთ ყველაფერი რაც საჭიროა ამ მოგზაურობისთვის.

  ეცადეთ არ დაგრჩეთ არაფერი. შემდეგ იქნება ძალიან გვიან. შემდეგ ვეღარ დაბრუნდებით დარჩენილის წამოსაღებად. მერე დროც არ გექნებათ შეცდომების გამოსასწორებლად. გაზომეთ თქვენი ძალები გაწვდებიან კი ისინი მთელ მოგზაურობას? ღოდის შეძლებთ გამგზავრებას?
გახსოვდეთ, რომ წინ დიდი გზა გიდევთ, ეს თქვენგან მოითხოვს პროპორციულად დიდ მარაგს, ეს მარაგი კი წინააღმდეგობაა როგორც მოგზურობის დროს ისე მოგზაურობის მზადებისთვის მზადებისას. მაგრამ თითოეული წუთი ძვირფასია. თუ გადაწყვეტილება მიღებულია უკვე აღარ ღირს დროის დაკარგვა.
  ნუ გექნებათ უკან დაბრუნების იმედი ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, რადგან ხელმძღვანელი თავის თავზე იღებს თქვენს იქ წაყვანას მაგრამ თუ თქვენ უკან დაბრუნება მოგინდებათ იგი ვალდებული არ არის დაბრუნდეს თქვენთან ერთად.  თქვენ დაურჩებით საკუთარ თავს და ვაი თქვენ თუ დასუსტდით და სახლის გზა დაგავიწყდათ. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ დაბრუნებას!  და თუნდაც გახსოვდეთ სახლის გზა, შეძლებთ კი უკან უხიფათოდ დაბრუნებას? მრავალი უსიამოვნება და ხიფათი ელოდება მარტოხელა მგზარვს, რომელმაც არ იცის გზა და ის მოულოდნელობები, რაც ამ გზას ახლავს თან. გახსოვდეთ რომ თქვენს ხედვას გააჩნია თვისება, ისე წარმოიდგინოს შორეული საგნები თითქოს ისინი ახლოს იმყოფებიან. მოტყუებულნი თქვენს მიზანთა ცრუ სიახლოვით, მათი სილამაზით დაბრმავებულნი და ისევე თქვენს ძალთა შეუფასებლობით გათამამებულნი, ვერ შეამჩნევთ იმ წინააღმდეგობებს, რაც ამ გზაზე გელოდებიან. მწვანე, მყვავილებით მორთულ ხშირ ბალახით მოსილ მინდორში უღრმესი უფსკრულები იმალებიან.ძალზე ადვილია წაბორძიკება და ამ უფსკრულში ჩავარდნა თუ თქვენი თვალები ვერ შეძლებენ თითოეული ნაბიჯის გაკნტროლებას.
  გზის უახლოეს მონაკვეთში მოუყარეთ თავი მთელ თქვენს ყურადღებას . ნუ წუხართ სიშორეებზე თუ არ გინდათ უფსკრულებში დაინთქათ.
მაგრამ ნუ დაივიწყებთ მიზანს. გახსოვდეთ იგი მუდმივად და აღაგზნეთ თქვენი აქტიური მისწრაფება მისკენ, რათა არ დაკარგოთ სწორი მიმართულება.  და რადგან გაემგზავრეთ იყავით ყურადღებიანი; ის რაც განვლილია უკან რჩება, იგი აღარ განმეორდება. ამიტომ, თუ ეს ვერ დაინახეთ დროულად ამას ვერასოდეს დაინახავთ.
  ნუ იქნებით ზედმეტად ცნობისმოყვარენი და ნუ კარგავთ დროს საგნებზე ყურადღების მიქცევით რადგან ისინი არ ღირან ამ ყურადღებად. დრო ძვირფასია და ნუ დაკარგავთ დროს იმ საგნებზე, რომლეთაც არაფერი აკავშირებთ თქვენს მიზანთან.
გაიხსენეთ რატომ და რისთვის ხართ აქ.
  და გახსოვდეთ რომ არც ერთი მცდელობა არ იკარგება უქმად.

  ახლა კი გზას გაუდექით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები