 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2014 |
...
თებერვალმა ხომ შეასახელა, თავბრუ ახვია და გაახელა, მერე მარტის მზემ ჩამოუარა და გულისპირში ყველას ჩახედა.
ო, ატყდა ერთი დავიდარაბა, ხეზე ნაგრამი ტოტმა დარაზმა, იპკურა წვიმა ვით აიაზმა და ერთად გახსნა ყველა დარაბა.
კვირტი იქიდან, კვირტი აქედან... მოკლედ ტყემლის რტომ გამოიტანა... აღარ იშალა და სულ ქათქათა სურნელყვავილად გადაიშალა.
14.03.2014
1984 . . .
მთელ დღეს ვსეირნობდი იდუმალ ფერიასთან, მან კი სახსოვრად, მკლავს ვნებით აკრული თმის ღერი დამიტოვა.
. . .
მისი შემოხედვა, გრძნობათ აფეთქება, მზერა დაბინდული, ნისლიანი, თვალებში ჩაღვრილი, ლეგა-მეწამული, რაღაც უცხო და ხიბლიანი.
. . .
ვეფერები ჩემს პატარა ნიუს, შევეკითხე: - თუ გიყვარვარ? - კიო. სუროვაზად მომეხვიენ თმები, თმები – თითებსშუა, სიოდ.
1987 . . .
ვინ რა იცის, სიყვარული რისთვის გაჩნდა, რა ოცნებამ და რა ფიქრმა გასარჯა. მოდიოდა, ალბათ გზაზე მოდიოდა, მერე უცებ, დედამიწა დალანდა, შეჩერდა და თვალი ჰკიდა ედემის ბაღს, დაეშვა და გაზაფხულად დავანდა, ყვავილებად, იებად და ენძელებად, გვირილებად, გვირილებად გამრავლდა.
. . .
ოი, მარგარიტა, მარგარიტა, ასე სარო და სულთწამარი აქ რამ გაგაჩინა, პოეტმა ვინც კი მოგიხილა, უმალ გიმღერა და უსიყვარულოდ გადაეგო, ჩემო თვალრონინა.
ჩვენი ნიკალას ცოდო-ბრალი რატომ დაიდევი, რად არ ინდომე, მოერთმია, შენთვის ვარდების ზღვა?
ოი, მარგარიტა, მარგარიტა, უცხო ფეერია, ასე სარო და სულთწამარი, აქ რამ გაგაჩინა.
ნ. ვ.-ს
“Я искал в этой женщине счастья, А нечаянно гибель нашел.” С. Есенин ვისმე რექვიემს. ფოთოლცვენისას, ქალაქში ღამით, სიყვარული გარდაიცვალა. თავი მოიკლა მთვარემ ცაზე, ღრუბლების ტევრში. ვისმენ რექვიემს. სიყვარული გარდაიცვალა.
1988 . . .
გავყურებ თბილისს, ჩვენებური ცათამბჯენიიდან, კარგი ამინდია. მზემ შუბისწვერზე, სამოსელი შემოიხია, ქალაქს ეწვია, როგორც მზეწვია და დედამიწა, საცეკვაოდ გამოიწვია. დიდი თუ მცირე, “დაჩნიკები”, კიკეთს მიდიან. გავყურებ თბილისს, ჩვენებური ცათამბჯენიიდან, კარგი ამინდია.
. . .
იყო სერაფიტი, ასული ზევახისა, ქალწული ვინმე, მშვენიერი, მორჩილი ღვთისა, სახე ნათელი და მწყაზარი, სადარი ცისა, კეთილი, სათნო, არვინ იყო ბადალი მისა.
. . .
მთვარის ღიმილში, ვხედავ არის რაღაც ირონია, ღრუბლების ცაზე, ქარავნები ისე მიმოდიან, ასე მგონია, ეს ცხოვრება მხოლოდ მირაჟია, ზღვაურს მიმოზების, შორით მოაქვს წყნარი სიმფონია, მთვარის ღიმილში, ვხედავ არის რაღაც ირონია.
1989
დათო თაყაიშვილს
ცის გასაყართან, კიდეზე მიჯრილთ, ნისლების ქეჩას გავარღვევ მიწყივ, გავხედავ უშბას, შხარას და შხელდას, მერე ყივილიც მეწევა მიწის.
იტყვიან ალბათ, – რა სიმუხთლეა, რა დროს დაუცდა ფეხიო საწყალს, რა იცხოვრაო, ან რა მოჭამა, ამისი ფასი, - იტყვიან ალბათ.
ცის გასაყართან, კიდეზე მიწის, ხელებგაშლილი, შევხვდები სიკვდილს.
თუ როგორ შეეცვალა აზრები მარკუსს კარნუნტუმში რომ დათვრა
“... არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ...” მარკუს ავრელიუსი
- რა დრო დავკარგე აფსუს, რამდენს გადავყე საცდურს, - ფიქრობდა მისთვის მარკუს და აბრალებდა ბახუსს. . . .
ფერად თეთრი, მანანი, ფრთოსანთ ტრფობის საგანი, საოცარი, ლამაზი, როგორც დილის ნამაზი, გაიშალა სარკმელთან, სიყვარულის სამანი, პაწაწინა, ნარნარი, ტურფა იასამანი.
. . .
შემოდგომაზე, მიფრინავენ ჩიტები სადღაც და გულით მიაქვთ, უსაზომო სევდა თუ ნატვრა.
და ჰქროდა სიო . . .
ისე, ოცნებით, მდუმარედ, ჩემთვის, უხმოდ გიგონებ, უჩუმრად გნატრობ. მელამუნება სიო მიმწუხრის და მოაქვს ჩემთან ჰანგები ამო.
ხმა თუა შენი, ვფიქრობ და ჩემთვის, გიღიმი გულში, გესაუბრები. არ მიბრაზდები? პატარა ქალო? სიო მიმწუხრის, ასე რომ მართობს?
მხოლოდ თვალებთან შევიგრძნობ ტკივილს, მათ დღემდე ახსოვთ შეხება შენი. ღაწვს აყოლილი, პატარა თითი, თვალის უპესთან, ნაოჭს რომ ითვლის.
ხმა თუა შენი, ვფიქრობ და ჩემთვის, ისე, ოცნებით, უჩუმრად გნატრობ. და ჰქროდა სიო, სიო მიმწუხრის, როგორც ალერსი, ალერსი შენი.
(აღმოსავლური ვარიაცია)
გნატრობ, ნეტა გამაგონა შენი ხმა, რომ ვიარო ქვეყნად როგორც შეიხმა, ჩემი ფიქრი მოდის ისევ შენიდან, მაგ თვალების, წამწამების შქერიდან.
უშენობა გაუსაძლის შეიქმნა, თითქოს ერთად ცა და მიწა შეითქვა, ოცნებებმა ფრთები ვეღარ შეისხა და სასმისიც ყველა ერთად შეისვა.
მხოლოდ მინდა, გამაგონა შენი ხმა, მკლავს მეფინოს, როგორც ტევრი, შენი თმა, დღეცისმარე გადაიქცეს ზეიმად, მერე მომკლა, თუ წერილ არს ზეიდან.
სხვა სადარი, მე, შენი, არ მინახავს და არც მინდა, სხვას არც ვეძებ Mმირანდა.
. . .
ჩემო პრინცესა, ჩემო ნიმფა, ჩემო ფერია, თოვლის ფიფქია, თუ ჭაღარა შემოგერია?
ჩემი ცხოვრება, სასაცილო, რამ მისტერია, ასე მგონია, შენს გარეშე არაფერია.
დითირამბები და სიტყვები შემომელია, ეს ოცნებებიც, გულში სევდით დანაფერია.
ჩემო პრინცესა, ჩემო ნიმფა, ჩემო ფერია, წლები გადიან, სიკვდილამდეც განა ბევრია.
. . .
ვარსკვლავების, ცაზე არის მარულა, მიეფარა მთვარე სადღაც, ფარულად, ერთი გოგოს სარკმელს ვუმზერ მალულად, სად წავიდა? მთვარე სად გაპარულა?
ტარიელისეული
მიყვარს? არ მიყვარს, მიყვარს? არ მიყვარს, მიყვარს? არ მიყვარს, ვუყვარვარ მას. რა ვქნა, რა ვუყო? მე მიყვარს სხვა. იმას კი? იმ სხვას? არ ვიცი, ვსვამ.
“ჩემი ოთახი დაემსგავსა ნოეს კიდობანს” მორის ფოცხიშვილი
“შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს და მას ყორანნი თავს ევლებიან. . .” ანა კალანდაძე
“ჩემი ოთახი დაემსგავსა ნოეს კიდობანს”, გამოირიყა, მარტოობის მეჩეჩზე დადგა. აღარასოდეს, ის რაც იყო არ დაბრუნდება, სიცარიელემ დაივანა, ვნებები დაცხრა.
ცარიელ კედელს, უსასრულო, უსაზღვრო წარსულს, ერთი სურათი, ერთადერთი აჩნია კვალად, სხვა ყველაფერი, ყოველივე აბსურდმა დანთქა, ჭირისუფალიც მხოლოდ მე ვარ, სხვა არვინ არ ჩანს. კიდევ ერთ ღამეს, ერთ გრძელ ღამეს გავათევ ალბათ, არ მოვბრუნდები, არასოდეს არ მოვბრუნდები. გავუშვებ მტრედად ჩემს სურვილებს, ჩემს ყველა ნატვრას, თან გავაყოლებ შენს ხატებას და გარეთ გავალ.
ჩემი ოთახი დაემსგავსა მეათე ტალღას.
მოდილიანი
კოშკი ეიფელის. საღამოს პარიზი. კაფე “მულენ რუჟი”. ათასი უიღბლო, კახპა, ჩარჩი, თაღლითი, ფლიდი, იაფ განცდების მოყვარული, ფრანტების ზრინი. ტორტმანებს კვამლი, ეფინება მაგიდებს ლიბრი. შემოდის იგი, მძიმედ ჯდება, თვალს ავლებს ირგვლივ. – მაესტრო “მოდი”, რას მიირთმევთ? ორმაგი ვისკი? – უკვეთავს აბსენტს, უხმოდ ცლის და უხმოდვე მიდის. მონპარნასისკენ, სუსტი მხრებით, კაცს მიაქვს ფიქრი.
დიალოგი ტაქსში
– ტაქსი! – დავუძახე. გააჩერა. – გლდანში. – ვუთხარი. გააგელვა. – დღეს რაღაც აცივდა, – ჩაილაპარაკა, – ალბათ გაავდრდება. – ჰო, მართლა ალბათ, ჩამოთოვს კიდეც, სულ მალე მთაში, – არ დავამადლე ორი სიტყვა, ცოდოა კაცი. – ეჰ, დღეა ნავსი – ამოიოხრა თამბაქოს კვამლში. ცარიელ გზაზე, კისრისტეხვით მიჰქროდა ტაქსი.
1990 . . .
მე მინდოდა შენთვის მხოლოდ ერთი, ერთი სიტყვა, გამორჩევით მეთქვა და ველოდი გაზაფხულის მოსვლას, ვაგროვებდი ნამცეც-ნამცეც სევდას და ველოდი გაღიმებას შენსას, რომ როგორმე გამებედა მეთქვა, მიყვარხარ-თქო, სოცოცხლეო ჩემო! სხვა კი რაი? სხვა რა უნდა მექნა? მოველოდი გაზაფხულის მოსვლას, მოველოდი გაღიმებას შენსას. დათო კრაწაშვილს
- გარდავიცვლები წვიმიან დღეს, - დაწერა ბიჭმა. - ხეთა ტოტები დამილბობენ ცრემლებით მიწას და მერე მალე, ისევ მოვალ, მე როგორც ია, საღამოობით ყურს მივუგდებ მოქროლილ ნიავს. პატარა ია, ამოსული სამარის პირთან, ის მე ვიქნები გარდაცვლილი, - დაწერა ბიჭმა.
. . .
თეთრი მანანა, ციდა ფიფქი, კრთომით, ფარფატით, როგორც ეული, დაკოდილი, თეთრი ყარყატი, ნაცრისფერ ცაზე, ნელა-ნელა, წერს ზამთრის სონეტს.
. . .
ამ გაზაფხულმა, ეს ატმები სულ გადარია, ხელი მოჰხვია და უმღერა წვიმის არია, ხან მზე იცინის, ხან დარია, ხან ავდარია, სულ ყველაფერი უცაბედად არივ-დარია.
2008
მამას
მე დავინახე, შენს თვალებში სიკვდილის კალო და წამიერი, გასაყარი ყოფიერების. მე დავინახე, სიყვარული და შიში მარტო და უშურველად, თუ სიკვდილი როგორა მკალობს. ............................................................. მადლობა ზენარსს, არ იყავი ეული, მარტო.
დედას
როგორ გამეპარე ასე უჩუმრად, სიტყვაც არ მითხარი, ალბათ არ გინდოდა მენახე უძლურად . . . ................................................................................. სულ მარტო დავრჩი . . .
2011
კიდრაჭა ნიას
პატარა დედოფალავ, პატარა ჭინკა, თვალებში ციალი გაქვს ისეთი წმინდა, რომ ვფიქრობ, უფალო, სხვა მზე რად გვინდა?
2012 . . .
Да, близок смерть и могилы смерд, с себя не можем стереть, ибо мы тленны и быт наш бренный, так сковал, все наши члены. Просим о милости в пошлой дикости: дай нам спасенья и нега, мы хотим хлеба, мы хотим хлеба - и не слышим голоса с неба. Пред нами, Демон, душ наш Игемон, предстанет в последний вех, и не будет у нас, время узнать и искупить великий грех.
ცოლს
შენ მითხარი - ამიშენე, ბაღი სემირამიდის, კი ბატონო, ასეც იყოს, აბა ჩემი რა მიდის, მაგრამ, თუ კი დრო არ მეყო, საქმეც ისე არ მიდის, აგიშენებ კოხტა ოდას, სახურავით კრამიტის. . . .
ძილში ვნახე ლანდიშები, მომაგონა ლანდი შენი.
. . .
ცოლი დილიდან ოხვრაშია, – “რაში გადავყარე ფული, ოხ, რაში”. დასცქერის სუფრას მოჩითულს, მოსვრილს, “ოხრაში” და ასე გადის დრო ოხრად ოხვრაში.
. . .
ვიყიდე ფართო მანტო, დავდივარ მარტო. ასეთი ამინდები მართობს, როდესაც ციდან ცვივა და ცივა... და როცა მხრებზე მათოვს.
. . .
გამოვცვალე კარები და ცოლი ამბობს: “კარი?! ბის!”, - ეჰ, - ფიქრები ყარიბის - - ამ ფულით ხომ წავიდოდით “კრუიზებში” კარიბის.
. . . მთელი დღეა დავდივარ, როგორც გზირი, მოვიარე პლეხანოვის გამზირი..
. . .
განახლებული პროსპექტები, თბილისი „სითი“, ნათება ცივი, ნეონები ლამპიონების. განათებული ვიტრინები, რიგი და რიგი, კაფედან ფართო, მომღიმარი, სიფათი „სიტი“. ქუჩები ხალხით გაჭედილი, კაზინო- ბინგო, კაზინო-ბისტრო, კაზინო-ბისტრო, ლომბარდი-ბინგო. გადავსებული, გამჭვირვალე, დახლები ვიწრო, ფერად-ფერადი წარწერები, „სეილი“ გიხმობს. ჩაყვები ქუჩებს, გადაივლი „სუხოი მოსტებს“, აქ თავი ერთად მოუყრიათ სხვადასხვა „მასტებს“. ასფალტზე მტვერში, ტროტუარზე, ყიდიან შექსპირს, ........................................ გადაღებილი ფასადების სუნი დგას „ნიტრო“, განახლებული პროსპექტები- რაღაცა „ნი-ტო“.
2013 . . .
რაა სიკვდილი? გზაგასაყარზე რომ დგეხარ სულის, ხელებგაწვდილი, და არც ცისა ხარ, აღარც მიწის, სასომიხდილი... ნატვრა ხარ მხოლოდ, სურვილების გამოძახილი, გზაგასაყარზე, მარტომდგომი, როგორც აჩრდილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ... სუროვაზად მომეხვიენ თმები, თმები – თითებსშუა, სიოდ.............
++ ... სუროვაზად მომეხვიენ თმები, თმები – თითებსშუა, სიოდ.............
++
10. "ნატვრა ხარ მხოლოდ, სურვილების გამოძახილი"_ეს გამოვარჩიე რატომღაც. "ნატვრა ხარ მხოლოდ, სურვილების გამოძახილი"_ეს გამოვარჩიე რატომღაც.
9. კალეიდოსკოპივით ჩავათვალიერე ეს ლექსები :)
ხან საინტერესო სურათი გაკრთა, ხან- ულამაზესი, ხან - არაფრით გამორჩეული, ხანაც- უცხო და უცნაური...
კალეიდოსკოპივით ჩავათვალიერე ეს ლექსები :)
ხან საინტერესო სურათი გაკრთა, ხან- ულამაზესი, ხან - არაფრით გამორჩეული, ხანაც- უცხო და უცნაური...
8. მადლობა ყველას, დრო რომ არ დაზოგეთ და წაიკითხეთ )))
თამარ, .... მეტს აღარ ვიზამ ))) მარტო ახლებს დავდებ ხოლმე და თითოოროლა ძველს შევაპარებ, ხანდახან...
პ.ს.
(ვიფიქრე, აქ "უცხო" ვარ ჯერ და, გაცნობისთვის ასე აჯობებსთქო ... პირველად ვასაჯაროვებ ... ისე რამოდენიმე მეგობარმა იცოდა "ფეისბუკიდან" ... და კიდევ ოჯახის წევრებმა...) მადლობა ყველას, დრო რომ არ დაზოგეთ და წაიკითხეთ )))
თამარ, .... მეტს აღარ ვიზამ ))) მარტო ახლებს დავდებ ხოლმე და თითოოროლა ძველს შევაპარებ, ხანდახან...
პ.ს.
(ვიფიქრე, აქ "უცხო" ვარ ჯერ და, გაცნობისთვის ასე აჯობებსთქო ... პირველად ვასაჯაროვებ ... ისე რამოდენიმე მეგობარმა იცოდა "ფეისბუკიდან" ... და კიდევ ოჯახის წევრებმა...)
7. კარგებია.+5 კარგებია.+5
6. ნინო ქადაგიძეს:
დათო კრაწაშვილი სიღნაღის რ-ნის სოფ, ნუკრიანიდან იყო. იმ ადგილს, სადაც მისი სახლი დგას, ჭოტორს ეძახიან. ჭოტორი ყველაზე მაღალი ადგილია სიღნაღში, ზღ.დ.-დან 1200 მ-ია.
17 წლისა იყო, როცა გარდაიოცვალა. საოცარი ნახატები და ლექსები დატოვა.
ნაირიმ, არ იშლი, ხომ, შენსას? ამდენ ლექსს ერთად ნუ გამოაქვეყნებ-მეთქი, გითხარი. წასაკითხადაც ძნელია (ლექსის თაობაზე ვამბობ!) და შესაფასებლადაც. 5555555555 ნინო ქადაგიძეს:
დათო კრაწაშვილი სიღნაღის რ-ნის სოფ, ნუკრიანიდან იყო. იმ ადგილს, სადაც მისი სახლი დგას, ჭოტორს ეძახიან. ჭოტორი ყველაზე მაღალი ადგილია სიღნაღში, ზღ.დ.-დან 1200 მ-ია.
17 წლისა იყო, როცა გარდაიოცვალა. საოცარი ნახატები და ლექსები დატოვა.
ნაირიმ, არ იშლი, ხომ, შენსას? ამდენ ლექსს ერთად ნუ გამოაქვეყნებ-მეთქი, გითხარი. წასაკითხადაც ძნელია (ლექსის თაობაზე ვამბობ!) და შესაფასებლადაც. 5555555555
4. განსაკუთრებით მომეწონა მოდილიანზე, ჩემი აზრით კარგად არის გადმოცემული მისი სულიერი სამყარო. ++ განსაკუთრებით მომეწონა მოდილიანზე, ჩემი აზრით კარგად არის გადმოცემული მისი სულიერი სამყარო. ++
3. "თითებსშუა სიო" - როგორ მომეწონა ეს შედარებააააააააა ჩავიკითხე,ჩავიკითხე და გონებაში მაინც ეა სიტყვები მიტრიალებდა++ "თითებსშუა სიო" - როგორ მომეწონა ეს შედარებააააააააა ჩავიკითხე,ჩავიკითხე და გონებაში მაინც ეა სიტყვები მიტრიალებდა++
2. . . .
თეთრი მანანა, ციდა ფიფქი, კრთომით, ფარფატით, როგორც ეული, დაკოდილი, თეთრი ყარყატი, ნაცრისფერ ცაზე, ნელა-ნელა, წერს ზამთრის სონეტს.
ეს განსაკუთრებით ....:)
დათო კრაწაშვილი კახეთიდან იყო თუ არ ვცდები ხო ? ქიზიყიდან უფრო სწორად, მაქანით რომ გამივლია იქ შემიმჩნევია დათო კრაწაშვილის სახელობის ქუჩა.... . . .
თეთრი მანანა, ციდა ფიფქი, კრთომით, ფარფატით, როგორც ეული, დაკოდილი, თეთრი ყარყატი, ნაცრისფერ ცაზე, ნელა-ნელა, წერს ზამთრის სონეტს.
ეს განსაკუთრებით ....:)
დათო კრაწაშვილი კახეთიდან იყო თუ არ ვცდები ხო ? ქიზიყიდან უფრო სწორად, მაქანით რომ გამივლია იქ შემიმჩნევია დათო კრაწაშვილის სახელობის ქუჩა....
1. კარგსა და საგულისხმოს საკმაოდ ბევრგან წავაწყდი. წარმატებები + + კარგსა და საგულისხმოს საკმაოდ ბევრგან წავაწყდი. წარმატებები + +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|