ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2014


რწმენა

მე ბეწვის ხიდზეც
ვიარე შენით,
ცეცხლმა ვერ დამწვა,
ზღვამ ვერ დამახრჩო,
და დავეფინე ზეცის თაღს
მშვენი
სამას არაგვლის სამას
ყაყაჩოდ.

*  *  *
ჩაქრება ფიქრი,
წაერთმევა დუმილი ღამეს,
უკრავს მუსიკა გარდასული,
ბაღში ქრის სიო..
თორმეტი თასით
დგას ცხოვრების ყველა სიამე
და შენ არ იცი
თუ რომელი ამოირჩიო.

შუშანიკ
დაჰქროდა ქარი მზვაობარი,
თრთოდა ალმური,
არსაცნაური..დროთა მიღმა,
ჟამთა უკვალთა,
შენ შეჰყურებდი
შებურულ ცას
ზღვა სიყვარულით...
და ვერ გავბედე
მივმთხვეოდი ფერხთა უფალთა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები