| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 21 მარტი, 2014 |
მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან, იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი, სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.
მიდიხარ - საზღვრები კი ისევ პირობითი ცნებებია, ადრე გადაფრინდნენ სხვა თბილ ქვეყანაში იმედები, შენიანები რომ სხვისიანებივით გექცევიან, მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ.
წლებმა გაიყოლა, რაც კი გულუბრყვილოდ გყვარებია, ეს მხოლოდ მიწაა, დაუფასებელი სისხლით სავსე, შენსა და მათ შორის ახლა ჩაკეტილი საზღვრებია, უკვე შეეჩვიე, განდგომილის როლი შეითავსე.
ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია, ბევრისთვის უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის, და ფიქრობ, რომ სიყვარულს ალბათ ამ მიწისთვის არ სცალია.
მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან, იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი, სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. +5 აღმოვაჩინე, რომ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემელი ვყოფილვარ :) +5 აღმოვაჩინე, რომ თქვენი პოეზიის თაყვანისმცემელი ვყოფილვარ :)
46. "ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია"- ამაში გეთანხმები! ;) "ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია"- ამაში გეთანხმები! ;)
45. მე მინდა, მჯეროდეს... ვისაც გვჯერა... კარგია, რომ გჯერა, თუნდაც, უსასრულობამდე...იქაური გოგოს დაწერილია და იმიტომ არის ბუნებრივი + მე მინდა, მჯეროდეს... ვისაც გვჯერა... კარგია, რომ გჯერა, თუნდაც, უსასრულობამდე...იქაური გოგოს დაწერილია და იმიტომ არის ბუნებრივი +
44. გაიხარე. :) გაიხარე. :)
43. ბევრისთვის უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის, :)
5. ბევრისთვის უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის, :)
5.
41. ჰო, ასეა...
მიზეზთა გამო ეს ლექსი ჩემთვის რიგითი ლექსი არ არის, ბევრად მეტია... ამიტომ კიდევ ერთხელ გმადლობთ... ჰო, ასეა...
მიზეზთა გამო ეს ლექსი ჩემთვის რიგითი ლექსი არ არის, ბევრად მეტია... ამიტომ კიდევ ერთხელ გმადლობთ...
40. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში,ლუტეცია,როცა ეს დავწერე; თუ ლექსმა პოლემიკა არ გამოიწვია,არც ღირს წაკითხვად... გუშინ საწყალ ოთო გურგენიძის ამბავმა ისე შემძრა,რომ სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება მის გვერდზე...რა ადვილად ვტკენთ ადამიანები გულს ერთმანეტს...ამქვეყყნად ყველაფერს ეკარგება ფასი,ადამიანის გარდა...ბევრს ვურჩევ წაიკითხონ კიდევ ერთხელ უბადლო პროზაიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის ,,დადიანის ქალი და მათხოვარი"...და ბევრ რამეზე პასუხს იქ იპოვნიან; ვინ იცის ვის რა მოგველის თუნდაც ერთ საათში...მერე ვნანობთ ხოლმე...და ვეღარაფერს ვშველით. ,,ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონია,მივეფეროთ,მოვეფეროთ ერთმანეთს"-რა კარგი სიტყვებია; სწორედ ეს მქონდა მხედველობაში,ლუტეცია,როცა ეს დავწერე; თუ ლექსმა პოლემიკა არ გამოიწვია,არც ღირს წაკითხვად... გუშინ საწყალ ოთო გურგენიძის ამბავმა ისე შემძრა,რომ სწორედ ამ საკითხზე გავამახვილე ყურადღება მის გვერდზე...რა ადვილად ვტკენთ ადამიანები გულს ერთმანეტს...ამქვეყყნად ყველაფერს ეკარგება ფასი,ადამიანის გარდა...ბევრს ვურჩევ წაიკითხონ კიდევ ერთხელ უბადლო პროზაიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის ,,დადიანის ქალი და მათხოვარი"...და ბევრ რამეზე პასუხს იქ იპოვნიან; ვინ იცის ვის რა მოგველის თუნდაც ერთ საათში...მერე ვნანობთ ხოლმე...და ვეღარაფერს ვშველით. ,,ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონია,მივეფეროთ,მოვეფეროთ ერთმანეთს"-რა კარგი სიტყვებია;
39. გმადლობთ ნემეზიდა. პოლემიკას რა სჯობს, მთავარია პოლემიკისას გული არავის ეტკინოს, რადგან ადამიანები დღეს ვართ, ხვალ აღარ. მხოლოდ ლექსები რჩება სამუდამოდ. გმადლობთ ნემეზიდა. პოლემიკას რა სჯობს, მთავარია პოლემიკისას გული არავის ეტკინოს, რადგან ადამიანები დღეს ვართ, ხვალ აღარ. მხოლოდ ლექსები რჩება სამუდამოდ.
38. კი შემიფასებია ეს ლექსი თავის დროზე,მაგრამ ახლა კომენტარს შემოვყევი.კიდევ ერთხელ წავიკითხე და...მართლაც მშვენიერი ლექსია. მერე კომენტარებს გადავხედე და პოლემიკაც არ გამკვირვებია-კარგი ლექსი ყოველთვის იწვევს აზრთა სხვადასხვაობს. კი შემიფასებია ეს ლექსი თავის დროზე,მაგრამ ახლა კომენტარს შემოვყევი.კიდევ ერთხელ წავიკითხე და...მართლაც მშვენიერი ლექსია. მერე კომენტარებს გადავხედე და პოლემიკაც არ გამკვირვებია-კარგი ლექსი ყოველთვის იწვევს აზრთა სხვადასხვაობს.
37. ჰო, მგონი არც დამიწერია მაგაზე უკეთესი. მადლობა ბექა. ჰო, მგონი არც დამიწერია მაგაზე უკეთესი. მადლობა ბექა.
36. ეს მომეწონა ყველაზე მეტად ++ ეს მომეწონა ყველაზე მეტად ++
35. ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს. მადლობელი. :) ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს. მადლობელი. :)
34. Aqac +2
good luck Aqac +2
good luck
33. როცა შენი სოციუმი დაგიპირსპირდება ვინც გიცნობს და იცნობ, რა აზრი აქვს მერე უცნობ ადამიანებში მეგობრის ძებნას?
ეხლა იმ მასწავლებელს ნუ დაემგვანები კონკრეტული პასუხი რომ არ აქვს და ზოგადი აზრებით რომ აბეზრებს ადამიანებს თავს...
მე სააკაძე უფრო მეტი მამულიშვილი მგონია ვიდრე უნდილაძეები შაჰის კარი რომ ააყვავეს. ერთი ქალი ქეთევან დედოფალი ებარათ და ისიც ვერ გამოიხსნეს შაჰის ხელიდან.
შალვა ახალციხელი ქვეყნიდან არ გაუძევებიათ გიორგი სააკაძესავით. სამაგიეროდ არც მხარგრძელები გამოუცხადებიათ ქვეყნის მოღალატეებად.
ისე, ვინმე კონკრეტული ნიკი ხომ არ გყავს ამოჩემებული სამიზნედ, - სამარეში რომ ჩამყევი.. თუ ასეა არ გეკადრება და მინდა ვცდებოდე. ისე მაგარი სარკოფაგი კი მაქვს მეფეთა ველზე ნილოსის მარცხენა მხარეს. :D
როცა შენი სოციუმი დაგიპირსპირდება ვინც გიცნობს და იცნობ, რა აზრი აქვს მერე უცნობ ადამიანებში მეგობრის ძებნას?
ეხლა იმ მასწავლებელს ნუ დაემგვანები კონკრეტული პასუხი რომ არ აქვს და ზოგადი აზრებით რომ აბეზრებს ადამიანებს თავს...
მე სააკაძე უფრო მეტი მამულიშვილი მგონია ვიდრე უნდილაძეები შაჰის კარი რომ ააყვავეს. ერთი ქალი ქეთევან დედოფალი ებარათ და ისიც ვერ გამოიხსნეს შაჰის ხელიდან.
შალვა ახალციხელი ქვეყნიდან არ გაუძევებიათ გიორგი სააკაძესავით. სამაგიეროდ არც მხარგრძელები გამოუცხადებიათ ქვეყნის მოღალატეებად.
ისე, ვინმე კონკრეტული ნიკი ხომ არ გყავს ამოჩემებული სამიზნედ, - სამარეში რომ ჩამყევი.. თუ ასეა არ გეკადრება და მინდა ვცდებოდე. ისე მაგარი სარკოფაგი კი მაქვს მეფეთა ველზე ნილოსის მარცხენა მხარეს. :D
32. ყველას დიდი მადლობა. დავით, ნეფერტარ, საინტერესო პოლემიკა გაგიმართავთ. :) აქ გადმოცემული ტკივილი ის ტკივილია, არა მარტო ამ ლექსის ადრესატს, მეც რომ არაერთხელ მიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი არ ვარ. ჰოდა, კარგები ვართ თუ ცუდები, ეს უკვე სხვამ განსაჯოს. :) ყველას დიდი მადლობა. დავით, ნეფერტარ, საინტერესო პოლემიკა გაგიმართავთ. :) აქ გადმოცემული ტკივილი ის ტკივილია, არა მარტო ამ ლექსის ადრესატს, მეც რომ არაერთხელ მიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი არ ვარ. ჰოდა, კარგები ვართ თუ ცუდები, ეს უკვე სხვამ განსაჯოს. :)
31. რა კარგი ლექსია, გაიხარე ავტორო ++ რა კარგი ლექსია, გაიხარე ავტორო ++
30. მესმის შენი. კი, უამრავი მაგალითია, როდესაც გავაქციეთ ხალხი.
მე მაინც ვფიქრობ, სამშობლო ხალხია, თითოეული ჩვენგანი და ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველი ჩვენგანი უპირისპირდება ერთ კონკრეტულ ადამიანს. შეიძლება გარკვეული ჯგუფი დაგიპირისპირდეს, მაგრამ ამ ერთი მუჭა ხალხის გამო, ხომ არ შეიძლება ყველა მოიძულო? დავიჯერო, სამშობლოში აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ღირსეულია? მასთან იმეგობრე, მასთან გამონახე საერთო ენა.
სააკაძე რომ შაჰის ჯარებს მოყვებოდა, უნდილაძეები განზე გადგნენ და საქართველოზე ხმალი არ აღმართეს.
წმ. შალვა ახალციხელს, მხარგრძელებმა რომ ოთხიათასი კაცით შეატოვეს ორასიათას ხორაზმელს, არ აუცრუვებია გული სამშბლოზე და სანამ ჯაშუშობა არ გაუგო ჯალალედინმა, მანამდე ეხმარებოდა თანამემამულეებს.
კარგი და ცუდი ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია შენ რომელი ხარ. ასე ვფიქრობ მე და მემგონი არ ვცდები :)) მესმის შენი. კი, უამრავი მაგალითია, როდესაც გავაქციეთ ხალხი.
მე მაინც ვფიქრობ, სამშობლო ხალხია, თითოეული ჩვენგანი და ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველი ჩვენგანი უპირისპირდება ერთ კონკრეტულ ადამიანს. შეიძლება გარკვეული ჯგუფი დაგიპირისპირდეს, მაგრამ ამ ერთი მუჭა ხალხის გამო, ხომ არ შეიძლება ყველა მოიძულო? დავიჯერო, სამშობლოში აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ღირსეულია? მასთან იმეგობრე, მასთან გამონახე საერთო ენა.
სააკაძე რომ შაჰის ჯარებს მოყვებოდა, უნდილაძეები განზე გადგნენ და საქართველოზე ხმალი არ აღმართეს.
წმ. შალვა ახალციხელს, მხარგრძელებმა რომ ოთხიათასი კაცით შეატოვეს ორასიათას ხორაზმელს, არ აუცრუვებია გული სამშბლოზე და სანამ ჯაშუშობა არ გაუგო ჯალალედინმა, მანამდე ეხმარებოდა თანამემამულეებს.
კარგი და ცუდი ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია შენ რომელი ხარ. ასე ვფიქრობ მე და მემგონი არ ვცდები :))
29. დავით,
ეგარ ნიშნავს რომ ოცდამეერთე საუკუნის ელიტას არ შეუძლია მსჯელობა იგივე თემაზე, ან მაგალითად - ამ ამბის შეხსენება შენთვის. ამიტომ პირველი პრეზიდენტის ამბავსაც აქვე შეგახსენებ უახლესი ისტორიიდან.
ხან შვილი ცდება ხან მშობელი. მაგრამ შვილს აქვს შეცდომის უფლება, - მშობელს კი არ აქვს. ანალოგიას გამოვიყენებ და გეტყვი,საინტერესოა ისიც, რომ შვილობის უფლების ჩამორთმევას - კანონი არ ითვალისწინებს, მშობლის უფლება-ჩამორთმეული კი იცოცხლე ბევრი მინახავს. ასევე კანონში წერია რომ საქართველოს მოქალაქისთვის - მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია, მაგრამ მოქალაქეობიდან გასვლა-შესაძლებელი.
თუ შვილს მტრულად ექცევა მშობელი, - მას უფლება აქვს არ მიხედოს მშობელს გასაჭირის ჟამს. ეს ისეთი საქმეა ცალ ყბაში რომ გაგარტყამენ მეორე რომ არ უნდა მიუშვირო...
დავით,

28. ნეფერტარ, სააკაძეზე, (მე რამდენადაც ვიცი) იმსჯელეს მეცხრამეტე საუკუნის ელიტამ, (ჭავჭავაძე და სხვანი.)
იმსჯელეს მის პიროვნებაზე და საქმე გადადწონა ერთმა ფაქტმა. გიორგის შაჰისთვის ურჩევია, ზამთარში დასხმოდა კახეთს, რადგან მთაში გასაქცევი გზები იკეტებოდა. ამ ლაშქრობას მოჰყოლია ყველაზე დიდი მსხვერპლი.
მე არ ვადიდებ მაშინდელ თავად-აზნაურობას და ზოგადად, ეს ერთმანეთის ჭამა გვჩვევია ისტორიულად, მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც გზა, რომელიც საზოგადოებამდე მიიყვანს ადამიანს. ნეფერტარ, სააკაძეზე, (მე რამდენადაც ვიცი) იმსჯელეს მეცხრამეტე საუკუნის ელიტამ, (ჭავჭავაძე და სხვანი.)
იმსჯელეს მის პიროვნებაზე და საქმე გადადწონა ერთმა ფაქტმა. გიორგის შაჰისთვის ურჩევია, ზამთარში დასხმოდა კახეთს, რადგან მთაში გასაქცევი გზები იკეტებოდა. ამ ლაშქრობას მოჰყოლია ყველაზე დიდი მსხვერპლი.
მე არ ვადიდებ მაშინდელ თავად-აზნაურობას და ზოგადად, ეს ერთმანეთის ჭამა გვჩვევია ისტორიულად, მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც გზა, რომელიც საზოგადოებამდე მიიყვანს ადამიანს.
27. ლუტეცია, ლექსი მომეწონა...
დავით,
ცდები მეგობარო. რუსები არავითარ ნოსტალგიას არ განიცდიან. მთელ მსოფლიოს მოდებულები არიან და ყველგან კარგად გრძნობენ თავს. მექსიკელებიც კარგად გრძნობენ თავს აშშ-შიც და კანადაშიც. ვენესუელაში ვერ იყვნენ მაინც და მაინც... მაგრამ ახლა იქაც კარგად იქნებიან. ქართველებს კი სრულიად სხვა სენი სჭირთ.
სააკაძე გიორგი გახსოვს ხომ ? - სხვისიანივით რომ მოექცნენ ქართველები, მის დას ქართლის დედოფალს და მის ოჯახს რა ჯავრი აჭამეს. ეს არ იყო თავადთა ელიტის ბრძოლა ნიჭიერი "უგვარო" აზნაურის მიმართ? შვილის მოკვეთილი თავი არცერთი თავადისთვის არ გამოუგზავნია მაშინ სპარსეთის შაჰს...მხოლოდ სააკაძეს გამოუგზავნა.
"ცალკერძ შენა ხარ და შენს პირისპირ მეორე სახე მე მეხატება შენის ქვეყნისა საქართველოსი, რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება: თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილ მშობელსა ეს ეკადრება? ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ, კარგის დაღუპვა რად გვენატრება, ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?! ვეღარას ვიტყვით, ვთრთი, მეხათრება, ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!.."
ვაჟა ფშაველას ეს ლექსი ხომ იცი? რატომ დაწერდა ის სულმნათი ქართული საზოგადოების მოქცევით სულშეძრული რომ არ ყოფილიყო?
შენ ახლა, ისე ლაპარაკობ დავით, თითქოს უკეთესი ფაქტები მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში...
ლუტეცია, ლექსი მომეწონა...

26. ვახ, საინტერესო რაღაც დამხვდა აქ, გამაკვირვე :))
რამდენადაც ვიცი, (დაუზუსტებელი ინფორმაციაა) სამი ხალხს აქვთ ნოსტალგია, მწვავე ფორმებში. მექსიკელებს, რუსებს და ქართველებს, მაგრამ ეს უკანასკნელნი ვკვდებით ამ "სენით" (ლორთქიფანიძის "გული" გამახსენდა ახლა :)) ) მე მაინც ვფიქრობ, "შენიანები რომ სხვისიანებივით გექცევიან," ეს სიტყვები იმ ხალხს ეკუთვნის, თავისიანებთან რომ უჭირთ საერთო ენის გამონახვა და თავს გარიყულებად წარმოაჩენენ, თითქოს საზოგადობეა ებრძვის :)) მაგრამ ასე არაა....
მოკლედ, ლექსი კარგია, ემოცია მოაქვს, მხოლოდ ამ სტრიქონმა დამაფიქრა და ამრია ცოთა :)) ადრესატი ნოსტალგიას არ განიცდის ასე გავიდე და "თავისიანები" ანუ ხალხი, არ უყვარს. ისე, სამშობლო მხოლოდ მთები არასდროს ყოფილა :))
ჩემი მოწონება შესრულებას, აზრზე რა გითხრა :)) ხომ იცი, მიუხედავათ ყველაფრისა, როგორ მიყვარს ჩემი ხალხი :))
ვახ, საინტერესო რაღაც დამხვდა აქ, გამაკვირვე :))

25. დიდი მადლობა. :) დიდი მადლობა. :)
24. ჰო, მაგრამ არ მომწონს მაინც =) ჰო, მაგრამ არ მომწონს მაინც =)
23. რაღაცნაირი მუსიკალურობის ლექსია და თანაც ისეთი სევდის დამტევი,... :) რაღაცნაირი მუსიკალურობის ლექსია და თანაც ისეთი სევდის დამტევი,... :)
22. არაზუსტი რითმებია.სხვა მხრივ მომეწონა+ არაზუსტი რითმებია.სხვა მხრივ მომეწონა+
21. სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია,.... მეტკინა მეც ,++ სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია,.... მეტკინა მეც ,++
20. ბუდულა, მადლობა. და რა იფიქრე? ბუდულა, მადლობა. და რა იფიქრე?
19. მიდიხარ - საზღვრები კი ისევ პირობითი ცნებებია, ადრე გადაფრინდნენ სხვა თბილ ქვეყანაში იმედები, შენიანები რომ სხვისიანებივით გექცევიან, მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ.
ძალიან რომ მეტკინა, ეს ისაა, ნეტავ რაც მე ვიფიქრე ? მიდიხარ - საზღვრები კი ისევ პირობითი ცნებებია, ადრე გადაფრინდნენ სხვა თბილ ქვეყანაში იმედები, შენიანები რომ სხვისიანებივით გექცევიან, მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ.
ძალიან რომ მეტკინა, ეს ისაა, ნეტავ რაც მე ვიფიქრე ?
18. დიდი მადლობა ჭაო. :) დიდი მადლობა ჭაო. :)
17. ლამაზი სევდაა...მონოტონური...მშვიდი...და სასიამოვნოდ იკითხება...:-* ლამაზი სევდაა...მონოტონური...მშვიდი...და სასიამოვნოდ იკითხება...:-*
16. უღრმესი მადლობა ჯონათან. :) უღრმესი მადლობა ჯონათან. :)
15. კარგად დაგიწერია გადამფრენების სევდაზე...
კარგად დაგიწერია გადამფრენების სევდაზე...
14. ყველას ერთად და სათითაოდ დიდი მადლობა. ლუ, მეც. :* ყველას ერთად და სათითაოდ დიდი მადლობა. ლუ, მეც. :*
13. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
12. "ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია"
სადღაა სამართალი, გაგიჟდა მსოფლიო და ხალხი გამოთაყვანდა მასიურად, ფარისევლებისაა სცენა. ++
"ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია"
სადღაა სამართალი, გაგიჟდა მსოფლიო და ხალხი გამოთაყვანდა მასიურად, ფარისევლებისაა სცენა. ++
11. "მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ". ნაცნობი და ტკივილიანი განცდა. მაინც მგონია, დედის გარდა არავინ მაპატია გალაქტიკელობა.
"მთები გაცილებენ, წასვლას დიდსულოვნად გიტევებენ". ნაცნობი და ტკივილიანი განცდა. მაინც მგონია, დედის გარდა არავინ მაპატია გალაქტიკელობა.
10. ძალიან კარგია, მეჩემა <3 :* 5+++ ძალიან კარგია, მეჩემა <3 :* 5+++
9. ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია, ბევრისთვის უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის, და ფიქრობ, რომ სიყვარულს ალბათ ამ მიწისთვის არ სცალია.
სამწუხაროა :( ახლა ფარისეველს ყოველ დღე ხვდები და აღარ გიკვირს, სამარიტელი კი - უბრალოდ კეთილი ზღაპარია, ბევრისთვის უცხო ხარ და ახლობელი - თითქმის არავისთვის, და ფიქრობ, რომ სიყვარულს ალბათ ამ მიწისთვის არ სცალია.
სამწუხაროა :(
8. მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან, იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი, სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია...
უფ, როგორი სევდიანია ....:) მიდიხარ, ფიქრები კი - გადამფრენი ჩიტები - მოგყვებიან, იხსენებ უთქმელ სიტყვებს, თუმცა რაღას იტყვი, გვიან არი, სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია...
უფ, როგორი სევდიანია ....:)
7. სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი... +2 სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი... +2
6. მოგიკითხე და გაკოცე მე შენ..)) მოგიკითხე და გაკოცე მე შენ..))
5. დიდი მადლობა. :) დიდი მადლობა. :)
3. სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.--ძალიან ლამაზია სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.--ძალიან ლამაზია
1. სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.
++ კარგია! სამშობლო სევდაა და სამშობლო ჩახშობილი ლოცვებია, უკვე რა ხანია, შენ ხარ გალაქტიკის ბინადარი.
++ კარგია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|