ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2014


რწმენა

მე ბეწვის ხიდზეც
ვიარე შენით,
ცეცხლმა ვერ დამწვა,
ზღვამ ვერ დამახრჩო,
და დავეფინე
ზეცის თაღს  მშვენი
სამას არაგვლის
      სამას  ყაყაჩოდ.


            * * *
ჩაქრება ფიქრი,
წაერთმევა დუმილი ღამეს,
უკრავს მუსიკა გარდასული,
ბაღში ქრის სიო..
თორმეტი თასით
დგას ცხოვრების ყველა სიამე
და შენ არ იცი
თუ რომელი ამოირჩიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები