 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2014 |
. . .
გამოჩნდი როგორც ცისკრის სუნთქვა განთიადისას, მაგრამ შენ სხვა ხარ, შენ სულ სხვა ხარ, ზღვა ხარ უძირო... მე მუეძინი, ვარ ეული როგორც შიძინი და მიხმობ მოგყვე, როგორც პეტრეს უხმო უფალმა. დავაგდებ კენტად მარტოობას და გამოგყვები...
ზოგიერთები
ჩირად არ უღირთ წინაპართა დანატოვარი, უცხო ჯურია, გაუგებარ შტოზე ნაჯვარი, ერთი ფიქრი აქვთ: საპოხელი და საშოვარი, დღეს, როცა ქვეყნის ნახევარი-ა მათხოვარი.
ნაკაფ ტყეებში აღარ ხარობს ხე, უთხოვარი, ველებს, სანახებს, მოსდებია უცხო მძოვარი… ვერ მოერგები, ვერ იქნები იმათი გვარი, თუ დაბადებით, შინაგანად არ ხარ მსტოვარი.
ხალხი ბეჩავი, დადის როგორც, ბერწი ცხოვარი, მეორედ მათთვის ეწამაო, აქ მაცხოვარი… აღარ აწუხებთ თავის გარდა, სხვათ სათხოვარი და არ იციან, ვით იცილონ ბედი მწევარი.
აღარ ბოინებს ხევ-ხუვებში ქორი მყივარი, დგას გარინდული, ჩამოშლილი, ბერი მყინვარი, მიწაში ლპება ძველთა ჯაჭვი და სატევარი... კაცი მიჰყვება მტვრიან შარას ფუჭად “მგზოვარი”.
ჩირად არ უღირთ წინაპართა მონაპოვარი და რომ ქვეყანა და ხალხია აქ უპოვარი... დღეს მოდაში აქვთ, თუ გინახავს ალმადოვარი... ფარავს “ყოვლიარს”, ღვარი ფიქრის ციდან “მთოვარი”...
ეკლესიასტე
რა მწარე გახდა თურმე თაფლუჭი, როგორ გაცივდა მზიანი დილა, გაშავდა ცაზე ფთილა ღრუბელი და გულმა სევდა „შემოიწყვილა“.
თავის სულზე ზოგჯერ ფიქრობს ყვავიც კი...
არ ვუმადლი მშობლებს დანატოვარს, არც ქონებას, არც სხვა რამ საშოვარს, მონატრება დამრჩა მხოლოდ მათი, სხვა არც მინდა სარჩო და საბადი.
ყველაფერი, რაც კი მერგო მათგან, ამ სულის და ამ სხეულის გარდა, წაუღია ერთად წყალს და ავდარს, მხოლოდ ერთხელ მომაფერა მათთან.
დანარჩენი ყველა არის აბსურდი, ამ სოფელზე ჩვენი აზრის ლაფსუსი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ერთიანობაში საინტერესო იყო...:-* თუმცა საკმაოდ დასახვეწია ჩემი აზრით... +2 ერთიანობაში საინტერესო იყო...:-* თუმცა საკმაოდ დასახვეწია ჩემი აზრით... +2
14. მოგიკითხეთ, ბატონო მირიან. სცადეთ მაინც ილუსტრაციებში:) მოგიკითხეთ, ბატონო მირიან. სცადეთ მაინც ილუსტრაციებში:)
13. თეა თაბაგარს - მადლობა სავსებით სწორი შენიშვნაა მეორესთან დაკავშირებით
ბუდულა.-ს - 1. ილუსტრაციების განყოფილება ძალიან ეკლექტურია. აქ ვერ შეინარჩუნებ სტილს, განწყობას და ა.შ. მას უბრალოდ სურათების კოლექტორის ფუნქცია უფრო აქვს ამჟამად ვიდრე "ილუსტრაციების" ... სასურველია შესაძლებელი იყოს ავტორმა დადოს ნამუშევარი და მნახველის ავტორის ნიკზე შესვლის დროს მისი (ავტორის ნამუშევრები გაეხსნას მხოლოდ და არა ყველაფერი ერთად). 2. ასევე კარგი იქნება თუ ნაწარმოებში ილუსტრაციის ჩასმას შევძლებთ (თორემ ცალკე დადებული ტექსტის გარეშე რა ბედენაა.) თეა თაბაგარს - მადლობა სავსებით სწორი შენიშვნაა მეორესთან დაკავშირებით
ბუდულა.-ს - 1. ილუსტრაციების განყოფილება ძალიან ეკლექტურია. აქ ვერ შეინარჩუნებ სტილს, განწყობას და ა.შ. მას უბრალოდ სურათების კოლექტორის ფუნქცია უფრო აქვს ამჟამად ვიდრე "ილუსტრაციების" ... სასურველია შესაძლებელი იყოს ავტორმა დადოს ნამუშევარი და მნახველის ავტორის ნიკზე შესვლის დროს მისი (ავტორის ნამუშევრები გაეხსნას მხოლოდ და არა ყველაფერი ერთად). 2. ასევე კარგი იქნება თუ ნაწარმოებში ილუსტრაციის ჩასმას შევძლებთ (თორემ ცალკე დადებული ტექსტის გარეშე რა ბედენაა.)
12. მეორე გამოვარჩიე..წარმატებები + + მეორე გამოვარჩიე..წარმატებები + +
11. პირველი მომეწონა მეც. მეორე კარგია შინაარსობრივად და მელოდიით, მაგრამ რითმა სუსტი აქვს. დანარჩენიდან ეს სტროფი გამოვარჩიე: "ყველაფერი, რაც კი მერგო მათგან, ამ სულის და ამ სხეულის გარდა, წაუღია ერთად წყალს და ავდარს, მხოლოდ ერთხელ მომაფერა მათთან." პირველი მომეწონა მეც. მეორე კარგია შინაარსობრივად და მელოდიით, მაგრამ რითმა სუსტი აქვს. დანარჩენიდან ეს სტროფი გამოვარჩიე: "ყველაფერი, რაც კი მერგო მათგან, ამ სულის და ამ სხეულის გარდა, წაუღია ერთად წყალს და ავდარს, მხოლოდ ერთხელ მომაფერა მათთან."
10. პირველი ყველაზე მეტად. პირველი ყველაზე მეტად.
9. ილუსტრაციებში დადეთ, ბატონო მირიან:) ილუსტრაციებში დადეთ, ბატონო მირიან:)
8. მადლობა, რომ წაიკითხეთ და თქვენს შეხედულებებს მიზიარებთ ... თორემ ისე ეჩვევია ადამიანი საკუთარ (თანაც ძველ) რამეებს, როგორც "ყვავი თავის ბახალას" და ნამეტანი სუბიექტური ხდება ... უფრო მეტადაც თუ გამაკრიტიკებთ კიდევ უფრო გამეხარდება ... )))
jonatan livingstoni.-ს - კი, ავატარზე ყოველთვის ჩემი ნახატებია ... (ცუდი არ იქნებოდა აქ გალერიის საშუალებაც რომ იყოს...და აგრეთვე ტექსტში ილუსტრაციის ჩასმის შესაძლებლობა - ჰაიბუნებს გამოვაქვეყნებდით მაშინ ჰაიგას სტილში) მადლობა, რომ წაიკითხეთ და თქვენს შეხედულებებს მიზიარებთ ... თორემ ისე ეჩვევია ადამიანი საკუთარ (თანაც ძველ) რამეებს, როგორც "ყვავი თავის ბახალას" და ნამეტანი სუბიექტური ხდება ... უფრო მეტადაც თუ გამაკრიტიკებთ კიდევ უფრო გამეხარდება ... )))
jonatan livingstoni.-ს - კი, ავატარზე ყოველთვის ჩემი ნახატებია ... (ცუდი არ იქნებოდა აქ გალერიის საშუალებაც რომ იყოს...და აგრეთვე ტექსტში ილუსტრაციის ჩასმის შესაძლებლობა - ჰაიბუნებს გამოვაქვეყნებდით მაშინ ჰაიგას სტილში)
7. სათქმელი გასაგებია, საბოლოო ჯამში არაუშავს ჩემის მოკრძალებული აზრით. ++ სათქმელი გასაგებია, საბოლოო ჯამში არაუშავს ჩემის მოკრძალებული აზრით. ++
6. ვალი მოგიხდიათ უთარიღო ლექსებთან :)
ავატარზე თქვენი ნახატებია ხოლმე?
ვალი მოგიხდიათ უთარიღო ლექსებთან :)
ავატარზე თქვენი ნახატებია ხოლმე?
5. პირველი უფრო :) პირველი უფრო :)
4. "დავაგდებ კენტად მარტოობას და გამოგყვები..." ეს ფრაზა როგორ მომეწონაა :)) "დავაგდებ კენტად მარტოობას და გამოგყვები..." ეს ფრაზა როგორ მომეწონაა :))
3. საულისხმო ლექსებია,განსაკუთრებით ,,ზოგიერთები” გამოვარჩიე + + საულისხმო ლექსებია,განსაკუთრებით ,,ზოგიერთები” გამოვარჩიე + +
2. თავის სულზე ზოგჯერ ფიქრობს ყვავიც კი...
კარგია.წარმატება. თავის სულზე ზოგჯერ ფიქრობს ყვავიც კი...
კარგია.წარმატება.
1. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|