ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2014


04.04.2014 - 06.04.2014


ერთი დღის 3 მინიმა (ქალაქგარეთ)

                * * *

მარტის მიწურულს სუსხები ალაგდა...
კვირტები ტოტებზე
ნოტებად დალაგდა.


緑 – (იაპ. midori) მწვანე

ჯეჯილიანი ღელავს მინდორი.
მეღიღინება...
იაპონურად მწვანეს ჰქვია თურმე „მიდორი“!


              * * *

აპრილი უკვე ძალაში შედის...
მწვანეშეპარულ მინდვრებიდან
თბილი ნიავი...

04.04.2014


  თანანა

            (თამარის პორტრეტი, პოეზიის
            საღამოზე,  კლუბ „ზაზანოვაში“.)

ერთი შეხედვით
ცოტა თამამი,
ცოტა ამაყი...
მაგრამ სათვალის
მიღმა თვალებში,
სევდის თარეში...

იგრძნობა ჩუმი
პროტესტი სულის,
და ხმაში ბზარი...
ნაშთი ნაზამთრალ,
გამყინავი,
ქარების ზარის...

და მაინც ლაღი,
მაინც ამაყი,
როგორც ყამარი...
თვალებში სევდით...
ჯადოსნური სიტყვის ქამანდით...

თამარი!

05.04.2014

(როდესაც კვირა იმედიანად იწყება)

მზიანი დილა...
აპრილია და უკვე მერცხლებსაც ველოდები.
აივანს ვალაგებ.

06.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები