ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


„მარინა“–ზღვის პეიზაჟი




მარინა,
ნუ ენდობი ბრიუსს.
ბრიუსი მხატვარია,
ის  შენს "ნიუს" გამოფენაზე გაიტანს,
სიცისფრეს ააფარებს,
შენ კი, ma cherie,
როგორ გინდა დააჯერო პატარა ბიჭი,
რომ მამა მისი
ზეცაში ცხოვრობს
და შენ ბრიუსთან  მხოლოდ მუშაობ.
ის უკვე ოცნებობს გახდეს მხატვარი
და ტალღაზე უფრო ლურჯი,
და ტალღაზე უფრო ქაფიანი,
ბრიუსის პეიზაჟი
სანაპიროს გასწვრივ გამოკიდოს,
კიდეზე წითელი წარწერით:
"მარინა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები