ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2014


ჩემი იმერეთიდან გამოყოლილი სააღდგომო სურათები ...

(ბაშოს)

გუგულო, სევდა მომაძალა შენმა ძახილმა...
ტყეს ვაყურადებ...
საღამოს პირზე, ნელა-ნელა ისევ გაწვიმდა...

20.04.2014


წყალზე  მავალო ...


ვფიქრობდი შენზე,
                    და გაზაფხულზე,
"აღდომის" ღამით სევდებს რომ იწვევს ...
ღომეეთიდან გადმოსულ ნისლზე,
ყორნალის მთისკენ ნელა რომ იწევს ...

ვზივარ,
          ვეწევი, და ვუსმენ შაშვებს...
მერე რიდებით ვაღვიძებ ბავშვებს -
ათისთვის უკვე გავცდებით შავშვებს -
დილას ვეშური და ვეძებ საშველს ...

კიდევ როდემდე მომიწევს ასე?
რომ ჩავალ ჩუმად გავხედავ ქაშუეთს ...

21.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები