ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2014


სურნელი ბავშვობიდან

მიტოვებულ სახლში და - ძმანი შეიკრიბნენ.
სოფლის ბოლოს კი
მშობლების საფლავს
ღიმილად მოეფინენ ენძელები.

    ...
ობლის წუხილი

ნუ მისურვებთ დღეგრძელობას!
მინდა დედა იქამდე ვნახო,
სანამ მასზე დიდი გავხდები,
რომ მოფერება გაუადვილდეს.
   
          ...

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,
რა საამოა მაზუთის სუნი,
თუ მას ხანმოკლე, ბედნიერი ბავშვობიდან
მოაქვს წამები-მოგონებები?
ან რაოდენ ძვირფასია
ოფლის სუნი მამის ძველ ქუდზე,
როცა თვითონ ქუდის პატრონი
ლანდად შემორჩა მეხსიერებას.


6 მარტი 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს