ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2014


მდადე და ძველი წერილები

                                       
                                        ძველი წერილები:


გამომყევი
მესიასავით სულ უბრალო სიტყვებით გიმხელ.... სხვის დალალებში კალმახივით რომ არ გავება და ვიდრე მოვალ მე შენამდე შენ თვითონ მიხმე, რომ ჩემი მოსვლა ან არმოსვლა გავდეს ხარებას...


                  გაქცევა
........
ცრის. ცრაგადაცმულ სველ სივრცეებს ცრეცენ სიტყვები, ცაგაცრეცილზე ცისფერ გუბის აფეთქდა ნაღმი. თვალებს ნუ დახრი: სად გარბიხარ, რატომ ფითრდები ტყუილი ცრემლი მითუმეტეს საერთოდ არ ღირს.

            ხიბლში...
შენი სახლიდან გამოვრეკე მამაო არვე, პატრიარქებო, მომილოცეთ ეს დავანება სრული სიჩუმე ასკეტივით როცა გადამრევს როცა იქნება მამაჩემო ეს შენი ნება. შეგროვდებიან ჩემი მუნჯი მოტაეპები და მწყემსის ჩრდილი დაეცემა ლოდებს, სენაკებს.... ....................................................................................... რა ვერაგი ვარ მამაჩემო ვეღარ ვეტევი შენში და შენი სახლის გზასაც ვერა, ვერ ვაგნებ...

დაბრუნება    (1წერილი საძმოს )
ნოტრდამთან ახლოს უკანასკნელი რაკეტა ქრება. მანდ კი სმარაგდისფერი ცადაისი ჩამდგარა ბოდეს, ქალის სურნელი დაძრწის ტყეში თორმეტი ხდება: ვიღაც ლაზურად შეკივლებულ თეთრ ღრუბლებს მოსდევს... ცივი ხმაური წვდება გონების უხილავ ბჭეებს, უკანასკნელი სამხრეთელის გამოჩნდა ლანდი. ურთხმელისფერი დაკრავთ ძმებო, ბულონში ხეებს, სულში შეირხა ოჩოკოჩის ჭანური გონგი. საფირონისფერ ორაკულთა უებრო მხსნელი, უკვდავკაცობის ძველ ლეგენდას მღერის ბრძოლის წინ... ნოემბრისტყისფერი საკინძის მხელა, ტალახისფერი დარდების გზნება ახელებს რაინდს, ცისფერმა ფრთებმა, ქართველობამ, სიამაყემ მამის წყევლამ, გაორებამ ჯვარს აცვეს ლამის. ქარაფისფერი როს მოვიდა ბინდი ნისლების გამეძავებულ სულს წყევლიდა ღამე ქმრიანი, ავი ძახილი მოდიოდა ტყეში მისნების და და მთვარე იყო ღამის ტახტი სმარაგდიანი.

დაბრუნება(მე 2 წერილი საძმოს)
ტაბაკონისას ფერხულს უვლის როკაპის ლანდი, გამოეღვიძა წაიწია და გააცია მრავალ ახალ წელს შეხვდა ძმებო პაპის კალანდით ათასი ჯურის ალქაჯს შეხვდა ათას მაქციას.  სუჯუნის ხატი ელანდება დაბორკილ სხეულს და კვლავ ნოტრდამის სულგაძარცვულ უბირებს ხატავს. სურვილს ლომისას მილანელი ქალისგან ძლეულს, სამეგრელოში სმარაგდისფერ ზურმუხტებს ატანს. სკდება ფატუმი იაკობის და გუმარეშზე ზღვისფერ ტაიჭებს მოაგელვებს ლაზური ჩქერი და მოჩქეფს ღმერთიც უჯებირო დროის გუმანში მუხლზე ეცემა ჯადოქარი გრიგალისფერი. შეხედეთ ძმებო ამ ლექსებში ჩაკირულ ალიზს აენთე კვარო სანუკვარო ბნელეთის კვარად გშორდება ბერლინს, ლონდონს რომს და უცილოდ პარიზს და ამის შემდეგ აღარ ივლის კარიდან კარად.


                                                        მდადე!
                              (სულისცვალება)

დღეები გადნენ...
ბოლო დღეები გადავუთვალე
ჩემს აზრაილს და უეცრად მოვტყდი
მღვრიე დალალზე როგორც უფალი
მტრედის ბარტყივით იჯდა ბოროტი
და ბნელ ნისკარტში ვეჭირე მდადე!
გამომეღვიძა...
ავიხირე რომ წყაროს მომიტან
აგვისტოს წყაროს მდადე, ავშარდი
როცა გამოვალ გზათა ომიდან
როცა შეწყდებათ ლექსებს ავჟანდი
ვინ აგროვებდა სისხლში ღვთის აგნებს?
ვინ აწურებდა ლექსებს ღვთის მტევანს?
მდადე, სიკვდილიც ვიდრე მოგვაგნებს
თვითონ სიკვდილიც  სიცოცხლის ტყვეა...
მაშ სხვა ბორკილებს ნუღარ დაადებ
ჩემს მარადიულ გარდაცვალებას.
ნუ წახვალ...
მდადე... უმყარო, ცივი, მდუმარე:
დღეები გადნენ მეც უცებ მოვტყდი
მღვრიე დალალზე მგონი უფალი
იჯდა კლანჭებში მათრახის ტოტით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები