 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2014 |
მე მოგიყვებით ამბავს, სადაც პერსონაჟები – პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ, მოდიან ჩემთან, შეწამლული ძილიდან, დილით - და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.
დეიდა ლილი. ის ხატავდა თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა, ახლა ყვება, ვითომ წუხელ ესტუმრა შვილი. ხვდები – საწოლთან მიბნეული სურათები გაგიფერადეს…
ბატონი კოტე! (ერთი თვის წინ მოუკვდა ცოლი) “ეჰ, თქვენ რა იცით...” მერამდენედ იწყებს თავიდან ამბავს, რომელიც დამთავრდება: “…...როცა მიდის მეუღლე.” ვამბობ: -ასეა! ნუ, მე - საიდან?... ვფიქრობ: “მე და თქვენ ალბათ იმათ - ცაში შევხვდებით”…
დეიდა ნატა, ნატალია, ის მთელ დღეს ქარგავს – სოხუმის პალმებს, ზღვას, თოლიებს ხოლო დროდადრო ხედავ - როგორ სველდება კანვა...
ძია აკაკი, მხიარული, ღაჟღაჟა კაცი. (გვითხრეს – წლების წინ ამოეწვა სახლში ცოლ-შვილი) ის - დღეს დავკრძალეთ... ეს ამბავი არასოდეს, არავისთვის მოუყოლია...
ზინაიდა ზის სავარძელში, ხმას სულ არ იღებს, (ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან) ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
თავშესაფრის ექიმი ვარ სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ ვუსმენ რა მძიმედ - ჩაიფიქრეს... ამოიფიქრეს... და მე მაქვს აბი „თანაგრძნობა“- ნაღდი პლაცებო! ყველაფერს არჩენს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მომეწონა! შესანიშნავი შესრულება! ბოლო კუპლეტამდე მივხვდი თავშესაფრის "თანაგრძნობა", რომ იყო. მომეწონა! შესანიშნავი შესრულება! ბოლო კუპლეტამდე მივხვდი თავშესაფრის "თანაგრძნობა", რომ იყო.
17. "ვუსმენ, რა მძიმედ- ჩაიფიქრეს..."
გმადლობთ, ჩვენც რომ მოგვასმენინეთ და სულ ცოტა ხნით ექიმებად გვაგრძნობინეთ თავი. "ვუსმენ, რა მძიმედ- ჩაიფიქრეს..."
გმადლობთ, ჩვენც რომ მოგვასმენინეთ და სულ ცოტა ხნით ექიმებად გვაგრძნობინეთ თავი.
16. კარგია. ძალიან. კარგია. ძალიან.
15. აბი "თანაგრძნობა" ყველაფერს არჩენს...:-* კარგი იყო...ადამიანების სევდიანი ისტორიები...5 აბი "თანაგრძნობა" ყველაფერს არჩენს...:-* კარგი იყო...ადამიანების სევდიანი ისტორიები...5
13. მიყვარხართ!!! მიყვარხართ!!!
12. რა მაგარია! რა მაგარია!
11. ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
:( მგონია, რომ ხშირად წერას დიდი ტკივილის შემდეგ იწყებენ.
ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
:( მგონია, რომ ხშირად წერას დიდი ტკივილის შემდეგ იწყებენ.
10. ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
მე მაქვს ჩემი პლაცებო.
++ ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
მე მაქვს ჩემი პლაცებო.
++
9. თავშესაფრის ექიმი ვარ სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ ვუსმენ რა მძიმედ - ჩაიფიქრეს... ამოიფიქრეს... და მე მაქვს აბი „თანაგრძნობა“- ნაღდი პლაცებო! ყველაფერს არჩენს.
მე მახსოვდა ეს ლექსი, ასეთი ლექსი არ ავიწყდება ადამიანს ! თავშესაფრის ექიმი ვარ სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ ვუსმენ რა მძიმედ - ჩაიფიქრეს... ამოიფიქრეს... და მე მაქვს აბი „თანაგრძნობა“- ნაღდი პლაცებო! ყველაფერს არჩენს.
მე მახსოვდა ეს ლექსი, ასეთი ლექსი არ ავიწყდება ადამიანს !
8. რა კარგია,ძალიან მომეწონა... ,,და მე მაქვს აბი „თანაგრძნობა“- ნაღდი პლაცებო! ყველაფერს არჩენს.”_ეს ყველაზე მართალი სიტყვებია! ++ რა კარგია,ძალიან მომეწონა... ,,და მე მაქვს აბი „თანაგრძნობა“- ნაღდი პლაცებო! ყველაფერს არჩენს.”_ეს ყველაზე მართალი სიტყვებია! ++
7. კარგი ლექსი, შესანიშნავი ფინალით. კარგი ლექსი, შესანიშნავი ფინალით.
6. ახლაც ექიმი არ ხარ? ლექსებით კურნავ :) ახლაც ექიმი არ ხარ? ლექსებით კურნავ :)
5. მიყვარს ეს ლექსი.
ზინაიდა..... და შიში. :(
მაინც, ტყუილად, შეგეშინდათ. მიყვარს ეს ლექსი.
ზინაიდა..... და შიში. :(
მაინც, ტყუილად, შეგეშინდათ.
4. ჩემი ექიმობისდროინდელია:) ჩემი ექიმობისდროინდელია:)
3. ძველია რენ? ნამდვილად არ მქონდა წაკითხული... რა მნიშვნელობა აქვს :) ჰო... :* ძველია რენ? ნამდვილად არ მქონდა წაკითხული... რა მნიშვნელობა აქვს :) ჰო... :*
2. ჯონათან, დიდი მადლობა:* ურაკზე ბევრი ახალი მკითხველია და მე ვამოწმებ ამ ლექსებს გამძლეობაზე:) მიხარია, როცა ძველებსაც ახსოვთ:* ჯონათან, დიდი მადლობა:* ურაკზე ბევრი ახალი მკითხველია და მე ვამოწმებ ამ ლექსებს გამძლეობაზე:) მიხარია, როცა ძველებსაც ახსოვთ:*
1. თქვენი ყველა ლექსი ისე ამახსოვრებს თავს მკითხველს...
პლაცებოს აბი "თანაგრძნობა"..
თქვენი ყველა ლექსი ისე ამახსოვრებს თავს მკითხველს...
პლაცებოს აბი "თანაგრძნობა"..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|