| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 27 აპრილი, 2008 |
დედასთან მინდა, დედასთან, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მაკლდა. დედასთან მინდა იმ დედასთან, რომლის გამოც ძალიან ბევრჯერ მიტირია. დედასთან მინდა, უბრალოდ უბედურ და ნერვიულ ქალთან მინდა. ყოველთვის ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ვიყავი, მშიშარა და მტირალა, ყველაფრის მეშინოდა ამ ცხოვრებაში გარდა სიკვდილისა, ყოველთვის მინდოდა, რომ დამესვენა, რადგან აღარ მტკენოდა გული, აღარ ვმჯდარიყავი და აღარ მეტირა ჩემში შემოპარული სიყვარულის გამო. წლები ისე გავიდა და ისე გავიზარდე, რომ წარსულისთვის ხელი არ გამიშვია, ხელჩაკიდებული მომყავდა ყოველთვის, რადგან სიყვარული წარსულში მქონდა დატოვებული, წარსულში მყავდა დატოვებული მისი საყვარელი სახე და ცრემლიანი თვალები, წარსულში იყო ჩემი ყველა ტკივილი, შემეძლო მიმეტოვებინა იქ შორს მარტო, მაგრამ ვერ გავწირე, ის ხომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ჩემი სიყვარულით და ემოციებით სავსე ბავშვობა. წარსულში ხომ ჩემი ოცნებების კორიანტელი იყო, იმ ოცნებების, რომლებიც სულ პატარამ დავაარსე. სიყვარულით სავსე ოცნებები, იმ ადამიანით სავსე ოცნებები. ყველაზე მეტად მარტოობის მეშინოდა, მარტოობის რომელიც მუდამ თან დამყვებოდა, ირგვლივ მყავდა ყველა, მაგრამ ყოველთვის მარტო ვიყავი, რადგან არ მყავდა ის. არასოდეს შევხებივარ მის თმებს, არასოდეს ამისრულებია ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და არ ჩავხუტებივარ, არასოდეს მითქვამს მისთვის, რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, ჩემთვის დავდიოდი დამძიმებული და დავატარებდი უთქმელ გრძნობებს. არ ვყოფილვარ მაგის გამო უბედური, უბრალოდ შეყვარებული ვიყავი, წლების ანგარიში მქონდა არეული.
სარკის წინ გავატარე ძალიან ბევრი წელი, ბევრი წელი გავატარე იმის დაკვირვებაში თუ როგორ იზრდებოდა ჩემში სიყვარული და როგორ ემალებოდა ცხოვრებისეულ ტკივილებს.
ბევრჯერ გამჩენია სურვილი აღარ მეცოცხლა, მაგრამ მეშინოდა იმის, რომ ჩემს დასაფლავებაზე არ მოვიდოდა, ისე არ დამიტირებდა როგორც მე მინდოდა, არ იტირებდა იმის გამო, რომ მისი ერთადერთი სიყვარული მოკვდა. ეს მხდიდა ყველაზე უბედურ ადამიანად, არ მქონდა უფლება გავშორებოდი ამ ტანჯვას, არ მქონდა საშუალება მეგრძნობინებინა ადამიანებისთვის როგორ ძლიერ მიყვარდა.
ეხლა ვზივარ, როგორც ორი წლის წინ ვიჯექი სექტემბერში, როგორც ერთი წლის წინ ვიჯექი სექტემბერში, ცარიელ ოთახში, მიტოვებულ სკამზე და ვაკვირდებოდი როგორ კვდებოდა ჩემი ცხოვრება. სიცოცხლე არ მინდოდა, უბრალოდ მენატრებოდა ჩემი მოგონებები, რომლებიც უკვე ძალიან ძალიან შორს იყო. ასე უძლურად თავი არასოდეს მიგრძვნია, თანდათან ხელი მეშვებოდა, წარსული მშორდებოდა და ვრჩებოდი ძლიერი მაგრამ სუსტი ადამიანი.
ხელში სარკე მეჭირა და ვუყურებდი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ სახეს, ვგრძნობდი როგორ მიდიოდა შორს ჩემი ცხოვრების აზრი სიყვარული. თვალებს ცრემლი დაეტყო, ისევ ის მწვანე თვალები, ისევ მწვანე თვალებზე ცრემლი და ახლა უკვე უიმედო გამოხედვა,
ამ ოთახში ჩემი ბავშვობის მეგობარი შემოდის. მისთვის გამაოგნებელ და მძიმე კითხვას ვსვავ: - ჩემს დასაფლავებაზე მარტო ხო არ დამტოვებ? ჩემს წინ გაყინული, გაშეშებული სახე დგას. მისი თვალები მთხოვს, რომ ამ სიყვარულს არ შევეწირო.
თვალები მისაცოდავდება, ისეთი უძლური გამომეტყველება მაქვს როგორიც ახალ დაბადებულ ბავშვს. გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს: ვინმე მოხვალთ ჩემს დასაფლავებაზე?
არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვრჩი ყველაფერი დავამთავრე. თვალებიდან ცრმლები აღარ მომდიოდა, მხოლოდ ტკივილი.
ერთი სათხოვარი დავტოვე ამ ქვეყანაზე, მოვიდეს ჩემს დასაფლავებაზე ისევ მარტო ნუ დამტოვებს უთხარით. . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მეც მაქვს წარმოდგენილი :)
ჰო, ფოტო მართლაც ისეთს ხდის ნაწერს :) მეც მაქვს წარმოდგენილი :)
ჰო, ფოტო მართლაც ისეთს ხდის ნაწერს :)
16. :(:(:( მეტკინა
:(:(:( მეტკინა
15. თიკუნა რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემი დღიური გქონდა წაკითხული.....
ჩემი წერილი ნიკასთვის მიწერილი ასე მთავრდებოდა ზუსტად.......... მერე დამამშვიდა : მოვალოოოოოოოო თიკუნა რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემი დღიური გქონდა წაკითხული.....
ჩემი წერილი ნიკასთვის მიწერილი ასე მთავრდებოდა ზუსტად.......... მერე დამამშვიდა : მოვალოოოოოოოო
12. დარდიანია ძალიან 5 დარდიანია ძალიან 5
11. შეცდომა ჩავასწორე. მე ეხლა დიდ მოთხრობას ვწერ და იქ ძალიან მძიმე სიტუაციაა (დღიურში ვილაპარაკოთ :D) შეცდომა ჩავასწორე. მე ეხლა დიდ მოთხრობას ვწერ და იქ ძალიან მძიმე სიტუაციაა (დღიურში ვილაპარაკოთ :D)
10. ჰო თიკო :) უფალი მარტოს არავის ტოვებს, უნარშეზღუდული ადამიანების დიდი უმეტესობა რაღაც ნიჭით არის დაჯილდოებული - ხატავენ, წერენ, უკრავენ... ალბათ საკომპენსაციოდ :) ჰო თიკო :) უფალი მარტოს არავის ტოვებს, უნარშეზღუდული ადამიანების დიდი უმეტესობა რაღაც ნიჭით არის დაჯილდოებული - ხატავენ, წერენ, უკრავენ... ალბათ საკომპენსაციოდ :)
9. წელს ჩემი დაქალი კონკურსზე გავიდა სიმღერის და იქ ორი უნარშეზღუდული გოგონა მღერის, ეგეთი სასიამოვნო მოსასმენი ძალიან იშვიათია ვინმეს ნამღერი წელს ჩემი დაქალი კონკურსზე გავიდა სიმღერის და იქ ორი უნარშეზღუდული გოგონა მღერის, ეგეთი სასიამოვნო მოსასმენი ძალიან იშვიათია ვინმეს ნამღერი
8. წელს ჩემი დაქალი კონკურსზე გავიდა სიმღერის და იქ ორი უნარშეზღუდული გოგონა მღერის, ეგეთი სასიამოვნო მოსასმენი ძალიან იშვიათია ვინმეს ნამღერი წელს ჩემი დაქალი კონკურსზე გავიდა სიმღერის და იქ ორი უნარშეზღუდული გოგონა მღერის, ეგეთი სასიამოვნო მოსასმენი ძალიან იშვიათია ვინმეს ნამღერი
7. უიიი თან სექტემბერში ყოფილხარ დაბადებული :) შემიყვარდი რა :x უიიი თან სექტემბერში ყოფილხარ დაბადებული :) შემიყვარდი რა :x
6. თიკუნა კარგია... ოღონდ "ინვალიდთან" არა! ყველაზე მეტად მაგ ადამიანებს ეგ სიტყვა სწყინთ და თუ ურთიერთობა გქონია მით უმეტეს არ უნდა გამოიყენო ეგ სიტყვა :) უნდა გამოიყენო - უნარშეზღუდული! და მე ვიცნობ ადამიანს რომელიც უნარშეზღუდულია მაგრამ ჩემზე მეტს აკეთებს ამ ცხოვრებაში, უნიჭიერესი ადამიანია. :) ამიტომ ეგ დაიმახსოვრე ჩემო კარგო :)
თიკუნა კარგია... ოღონდ "ინვალიდთან" არა! ყველაზე მეტად მაგ ადამიანებს ეგ სიტყვა სწყინთ და თუ ურთიერთობა გქონია მით უმეტეს არ უნდა გამოიყენო ეგ სიტყვა :) უნდა გამოიყენო - უნარშეზღუდული! და მე ვიცნობ ადამიანს რომელიც უნარშეზღუდულია მაგრამ ჩემზე მეტს აკეთებს ამ ცხოვრებაში, უნიჭიერესი ადამიანია. :) ამიტომ ეგ დაიმახსოვრე ჩემო კარგო :)
5. კი მქონია ბევრჯერ. ბებიაჩემი დაინვალიდდა ბოლო 4 წელი, სოფელში ვისვენებდი ხოლმე ინვალიდ ბიჭთან ერთად . . . მადლობა კომენტარისთვის :) კი მქონია ბევრჯერ. ბებიაჩემი დაინვალიდდა ბოლო 4 წელი, სოფელში ვისვენებდი ხოლმე ინვალიდ ბიჭთან ერთად . . . მადლობა კომენტარისთვის :)
4. არასოდეს მითქვია მისთვის, რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა,
მითქვია არა, მითქვამს. როგორც ადამიანს მესმის შენი, მაგრამ მოთხრობა არაა ეს... უფრო ჩანახატია. ილუსტრაცია მაგარია! რაიმე შეხება გქონია უნარშეზღუდულ ადამიანებთან? არასოდეს მითქვია მისთვის, რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა,
მითქვია არა, მითქვამს. როგორც ადამიანს მესმის შენი, მაგრამ მოთხრობა არაა ეს... უფრო ჩანახატია. ილუსტრაცია მაგარია! რაიმე შეხება გქონია უნარშეზღუდულ ადამიანებთან?
3. ჯერ როგორც ნაწარმოები- ზოგი ადგილები ძალიან მეზედმეტა. ეხლა როგორც შინაარსი...კარგია...4 ჯერ როგორც ნაწარმოები- ზოგი ადგილები ძალიან მეზედმეტა. ეხლა როგორც შინაარსი...კარგია...4
2. ზუმფი - მე მგონია რომ არასოდეს არ მოვა მაგრამ არა უშავს თამარ- მძიმეა, მაგრამ მგონი აზრიანი, ნათლად გავიაზრე "ჩემი გარდაცვალება" ზუმფი - მე მგონია რომ არასოდეს არ მოვა მაგრამ არა უშავს თამარ- მძიმეა, მაგრამ მგონი აზრიანი, ნათლად გავიაზრე "ჩემი გარდაცვალება"
1. ეს ილუსტრაცია სულ სხვა ელფერს სძენს ამ ნაწრმოებს! არ ვიცი, ვისზე გაქვს დაწერილი, მაგრამ... ძალიან მომეწონა. შემძრა! 5 ეს ილუსტრაცია სულ სხვა ელფერს სძენს ამ ნაწრმოებს! არ ვიცი, ვისზე გაქვს დაწერილი, მაგრამ... ძალიან მომეწონა. შემძრა! 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|