 | ავტორი: რენუარი ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2014 |
პლუტო ------------- ძლიერ ვწუხვარ, თუმცა რა ვქნა, ყველას უნდა გავებუტო. ქეთევანი მქვია, მაგრამ მეძახიან სახლში "პლუტოს".
სულ პატარა რომ ვიყავი, მეც მეგონა ასე მერქვა, ლაპარაკი არ ვიცოდი, საყვედური როგორ მეთქვა?
ნეტა პლუტოს რა მიმიგავს, ტანი? ფეხი? თმები? სახე? ლამის გული წამივიდა, მულტფილმში რომ დავინახე.
გინდ სნიკერსი მომიტანოთ, გინდ ნაყინი, გინდაც ნუგა, თუკი "პლუტოს" დამიძახებთ, დავიყეფებ როგორც ცუგა.
ამანაც თუ არ მიშველა, ოთხზე ვირბენ, მაშინ ნახეთ! სანამ სულ არ გავცოფდები, ქეთევანი დამიძახეთ!
ტყუპების დიალოგი -------------------- -ირო, ასე გავიგე, გავიზრდებით მაღლები, თუკი შევჭამთ სტაფილოს მოდელები გავხდებით.
-ტასო, ხომ არ გეშლება? არ მგონიხარ სულელი! სულ სტაფილოს არა ჭამს? მაღალია კურდღელი?!
არგუმენტი ----------- დედამ სთქვა: მასწავლებელი ყველაფერს ხვდება... –იცი რაა? ასე რომ იყოს, ბებიკო, თუ გვაქვს ორთავეს კიკინა, იმას ხომ აღარ გვკითხავდა, "შენ ტასო ხარ თუ ირინა"?
ანარეკლი --------------- პაწაწინა ტასიკომ ბებოსთან მიირბინა: -ბებო, ბებო, წამოდი, სად შემძვრალა ირინა! სტუმრად მოსულ ტყუპისცალს ბებო უცხობს ალადებს, მარწყვის ჯემს გადაუსმევს, თეფშზე კოხტად ალაგებს, თან იცინის: ირინა - სახლში სულაც არ არის, ტასომ ალბათ კარები გამოაღო კარადის. კარის უკან სარკეა, მაღალი და კრიალა, შიგნით თვითონ გამოჩნდა, მართლა ირა კი არა.
გათვლა - ცისარტყელა ------------------ რა ფერია ვარ–დი? წი–თე–ლი. შენ გავარდი პირ–ვე–ლი.
მანდარინი? ნა–რინ–ჯი. შენც მიყევი ნა–ბი–ჯით.
ახლა ცისარ-ტყელა–ზე ყვითე–ლია ფე–რი. დადგა შენი ჯე–რი.
მერე მოდის მწვა–ნე. შენც გადიხარ მა–ლე!
ცის–ფერია ზე-ცა. ახლა გადის ე-სა!
ლურჯი არის ზღვა. ვინ–ღა დარ–ჩა სხვა?.
იის ფე-რი მე–ლა–ნი. ვი–მა–ლე–ბით ყვე–ლა–ნი.
დაიხუჭე შენ!
ეზოში -------- -აუზში „აუ“ ზის, არ ჩახტე, ირინა, აუ გაბრაზდება, ვაი თუ გიკბინა. -ტასიკო, დაიკო, არ არი კბენია! პატარებს გვაშინებს მაგითი ბებია.
ტასო --------
სახლი გრგვინავს და ზანზარებს, ირინას დასდევს ლაზარე, ტასო ქოთქოთებს - ხმაურში ვეღარ ვაძინებ თოჯინას, ნერსე, შენ მაინც გაჩერდი, ნუ დააჭენებ ჭოჭინას. ამ ბებოს რაღა აცინებს, ტკბება ამათი ყურებით! ნეტა, ნამდვილი აბია, თუ მიახატეს ყურები?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვაიმე, ასეთი კარგი ლექსები, საბავშვოები კარგა ხანია არ წამიკითხავს! "პატალა ვარ , პატალა "მუხა", ეს სუკველა ძალიან მომეწონაა" ვაიმე, ასეთი კარგი ლექსები, საბავშვოები კარგა ხანია არ წამიკითხავს! "პატალა ვარ , პატალა "მუხა", ეს სუკველა ძალიან მომეწონაა"
14. პირველ ლექსში "დავიყეფებს" თუ შეცვლი "ყეფას ავტეხ" ან რამე მსგავსით ისიც ძალიან კარგი იქნება : ) პირველ ლექსში "დავიყეფებს" თუ შეცვლი "ყეფას ავტეხ" ან რამე მსგავსით ისიც ძალიან კარგი იქნება : )
13. მეორე ლექსი ძალიან კარგია : ) მეორე ლექსი ძალიან კარგია : )
12. უმეტესობა მახსოვდა <3 უმეტესობა მახსოვდა <3
11. რა კარგი ბებო ხარ , რენ... ლექსების წერია ბებო :))) :*
აუ, მე ტყუპების ის მახსოვს , აბაზანაში ქცევის წესები რომ გამოაკრეს , თუ ლელას დაუწერეს ცუცქირიძეს თუ რაღაც ამდაგვარი :)))) რა კარგი ბებო ხარ , რენ... ლექსების წერია ბებო :))) :*
აუ, მე ტყუპების ის მახსოვს , აბაზანაში ქცევის წესები რომ გამოაკრეს , თუ ლელას დაუწერეს ცუცქირიძეს თუ რაღაც ამდაგვარი :))))
10. ანარეკლი -5. ანარეკლი -5.
9. ეზოში -------- -აუზში „აუ“ ზის, არ ჩახტე, ირინა, აუ გაბრაზდება, ვაი თუ გიკბინა. -ტასიკო, დაიკო, არ არი კბენია! პატარებს გვაშინებს მაგითი ბებია.
რა კარგია :) ეზოში -------- -აუზში „აუ“ ზის, არ ჩახტე, ირინა, აუ გაბრაზდება, ვაი თუ გიკბინა. -ტასიკო, დაიკო, არ არი კბენია! პატარებს გვაშინებს მაგითი ბებია.
რა კარგია :)
7. ბებია რენუარი :)
ბებია რენუარი :)
6. ძალიან მომეწონა ყველა, განსაკუარებით პირველი , თქვენ სულ საბავშვო უნდა წეროთ ისე კარგად გამოგდით, ალბათ შვილიშვილებს უძღვნით ძალიან მომეწონა ყველა, განსაკუარებით პირველი , თქვენ სულ საბავშვო უნდა წეროთ ისე კარგად გამოგდით, ალბათ შვილიშვილებს უძღვნით
5. სიკეთე ავტორს და მის შვილიშვილებს! :) სიკეთე ავტორს და მის შვილიშვილებს! :)
4. საყვარლები!პატარებიც და ლექსებიც! საყვარლები!პატარებიც და ლექსებიც!
3. შემოვევლე მაგათ ნინ, გაგიზარდოს ღმერთმა და ამ ლექსებით მეც კარგად გავერთე და ვიხალისე ... ძალიან კარგებია ძალიან! :-* შემოვევლე მაგათ ნინ, გაგიზარდოს ღმერთმა და ამ ლექსებით მეც კარგად გავერთე და ვიხალისე ... ძალიან კარგებია ძალიან! :-*
2. მომეწონა. კარგი ლექსებია, მართლაც საბავშვო და რეალური პერსონაჟებიც ასეთივე კარგები იქნებიან.:) მომეწონა. კარგი ლექსებია, მართლაც საბავშვო და რეალური პერსონაჟებიც ასეთივე კარგები იქნებიან.:)
1. :) პერსონაჟები: პლუტო (ქეთევანი), ირინა-ანასტასია, ლაზარე და ნერსე - ყველანი ჩემი შვილიშვილები არიან რეალურად:) და კიდევ აკლია მანდ რამოდენიმე:))) :) პერსონაჟები: პლუტო (ქეთევანი), ირინა-ანასტასია, ლაზარე და ნერსე - ყველანი ჩემი შვილიშვილები არიან რეალურად:) და კიდევ აკლია მანდ რამოდენიმე:)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|