ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2014


ქვის ფურცლები

...

ახო, შხაპრები, შხივი და შხეფი, ღვარი და ქაფი, ლეღმა და ღველფი,
შეხედე ოფებს ოფებზე ოფოფს მისტიურ ტყეს და ბავშვობის სოფელს...
ჩვენ მერე მივხვდით რომ გავცდით ეზოს რა ღარიბები ვყოფილვართ ლექსო,
რა მაწანწალა სისხლი ვსვი ღმერთო, რა შორს ხარ ჩემო მიმოსისხლეთო...
ვეღარ ვიბრუნებ ღიმილებს ნაბვის და ბავშვს რომელიც ცრიაგზე არბის,
აღარ ჩანს ძმებო ბრგე ზეხმელები, სამსარის დილა, დედის ხელები...
ჩემი ხრამების აღარცღა ცირა ჰაუ დაშლილ ძვლებს უხ როგორ სცივა.
ახო, შხაპრები, შხივი და შხეფი ღვარი და ქაფი, ლეღმა და ღველფი.

...

როცა დაღლილმა მღვრიე ღამიდან
ღიად მიაგდე ბოცა მაცილის
მოგცეს მუქი ცა: ღმერთი გავიდა
ლოტის ცოლივით უცებ გაცივდი.
ცერცვის ღივებმა ლოცვის აცმიდან
მოცდის კოცონის გამცნეს არცოდნა
შენ გაიქეცი ღმერთში კაციდან
და ავხორცობაც შემოგაცოცდა...
გაგცა ცვედნობით ცრუ სარდიონმა
მეც ლოცვისწვეთი ყელში გავიშრე
არ მემეტები ასე იოლად
სამონაზონედ ან საგეიშედ.
ლექსმა თუ ერთხელ მოგგვარა ცახე
დაგაწყებინებს მეორედ ცახცახს
მოვა და შენში თუ არა არხეს
სველ და დახეულ ქვის ფურცლებს ნახავს...



მოგიკითხეთ ყველა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები