ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2014


ავით აილია თივა

(დიოგენეს საძმოში ნათქვამი)

მუხები,
რომლებსაც უხდებათ ჭორომზე ცისფერი თენების, თვალუკვლო ჯირითი
ვერხვები,
რომლებსაც ფესვებთან ეხვევი, ბალღივით წკმუტუნებ და ვითომ ვერ ხვდები:
აქ არი აკვანი შენი და სამარეც, რომელსაც ათასგზის, ათასკვლავ ივლიდი...
სიბერეს აჩვილებ ცოდვილო ჭარმაგო თუ წმინდანებივით შენც ჩვილი ბერდები?
კალო დგა.
დასიცხულს ჭიდან იმ იმედის ამოდგმა მოგინდა
რომელიც წლების წინ დღემკვდარმა ამ ხრიოკ ღამეში  აღდგომად ჩაუშვი
და დღეს კი ხამუშით.
ძაღლივით აუშვი ბრაზი ზე
ცა ქოხებს ხომლიდა...
სვავებმა სისხლი სვეს მაგ ზორბა მაჯიდინ: მუნჯი და ნამრუში.
მზე ჩადგა.
მერემეთს ანათებს ბიჭებო, ურბნისთან ჩამოვსვი:
ჭისგულისპირიდან უნაგირდაკრული მტირალა იმედი
გაყევით ის იყოს ამ ჩვენი არამი გზაკვალის უწვერო სალოსი
ძონძებით ატარეთ იქამდე სადამდეც მე უკვე მივედი.
_„ავით აილია თივა...“
როკაპი წყევლიდა ურმის გზას, თალმის წვერს კბენდა და გულწრფელად უკვირდა:
რომ არ ილეოდა მზის წვეთი, ღვთისლანდი ურემიც რატომღაც ზეიდგა
სამყარო ისეთი მცირე და საბრალო მოჩანდა ღვთის ფართო ზურგიდან
იმხელა მეურმეს ცრემლები ეკიდა თვალებში
და წვიმდა ზევიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები