ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2014


... 08.05.2014 - 03.08.2014 ...

                დილა ბაქოში - 1

უკვე ცრიატი შეეპარა ცაზე ლუციფერს ...*
ნავთობის სუნი -
ზღვაურს მოაქვს, სადღაც შორიდან.

03.08.2014

... ლუციფერი * - ლათინურად სიტყვა „Lucifer“, ნიშნავს „სინათლის მომტანს“ (lux, lucis, „სინათლე“, და ferre, „მოტანა, გაჩენა“), „დილის ვარსკვლავის“ ანუ პლანეტა ვენერას ძველი სახელი. ჩანს განსაკუთრებით კარგად გარიჟრაჟზე.


              დილა ბაქოში - 2

ზღვის ზედაპირზე ირეკლება ქალაქის ხედი...
ამოიწვერა! -
წითელ ბილიკად გასრიალდნენ ათინათები.

03.08.2014


თბილისური პაპანაქება ...

ოქროსფერ ეტლში ფაეტონი აბამს ას ულაყს...
ო - ჰო - ჰო - ჰო - ჰო! რა დააჭირა!
მზე შუბის წვერზე - ზეცად ასულა...

11.07.2014


      ჩვენთან ეზოში ...
          (ისსას)

ტალავრის ჩრდილქვეშ,
ხის ლატანზე წამოწოლილა ...
როგორც ავაზა - შავი ციცა, ჩიტებს უყურებს.

10.07.2014


იაპონური გრავიურის ალბომი ...

როგორც ნაფოტი,
ათამაშებს ნავს ზღვის ტალღები -
კანაგავაში - ჰოკუსაის გრავიურაზე...

10.07.2014


      ნახევარმთვარე ...

ცალგვერდ სწორი,
ცალგვერდ მრგვალად შემოჭრილი,
როგორც დოლი.
ცაზე მთვარე,
კეცზე დილით ნაფიცხები ჭადის ტოლი,
ცოტა შორი...
მაგრამ მაინც, რაღაც თბილი.

07.07.2014


        დილასისხამზე ...

შორს მთის წვერებზე,
მზე ოდნავ-ოდნავ ათინათინდა ...
ჟივილ-ხივილით გაიფრინეს მერცხლებმა გუნდად...

08.05.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები