| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2014 |
ნ ი ს ლ ი ს ფ ე რ ი ა დ ე დ ა ე ს დ ა რ დ ი
ნისლისფერ დარდს ბადებს ჩემში შენი თმების შეთეთრება, თუმცა ცოტა კი მოგიხდა, ნელა, ნელა შებერება.
გულს მიენდე, არ გაბედო სხვაფრივ ხანის შეფერება. შენ არასდროს მოგიხდება, მაგ ხალისის შენელება.
ქორისფერი ღრუბელი ჩანს,. შორით ჩვენსკენ მომართული მინდა ქარმა, შორს წაიღოს, უსიამოდ მოფართლული.
მინდა იყო, დიდხანს ტკბილად, უფლის კალთა მოხურული. მეტად უფრო, ღვთით დაცული და სიკეთით მონუსხული.
შენზე ვდარდობ, გამუდმებით, ავირიდე თვალზე რული. არ მგონია, ვინმემ შეძლოს, სიყვარული ჩემებრ სრული.
ვერა, დრო ვერ შევაჩერე, ვნანობ, რადგან ვერას ვშველი მსურდა ყველას ის მიგვეღო, ვით უღრანს ტყით ლაღობს შველი.
მქონდა წრფელი სიყვარული ერთი ციცქნა, სულ მტკაველი. ვერსად ვნახე უკვდავყოფა, წუთის სოფელს თუმც მოველი.
საოცარი ეს სამყარო, არც რა სრული, არც რა მთელი. მიდი მოდის ყველაფერი, რჩება ბორცვთა მწვანე ველი.
რა მზავრობაც უნდა იყოს უფალია ჩვენი მცველი. მინდა მეტად ის ფასობდეს, ვინაც არის სიბრძნის მთქმელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +რადგან დედაზეა, ლექსით ვერ მოვიხიბლე +რადგან დედაზეა, ლექსით ვერ მოვიხიბლე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|