ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2014


ა ბ ს ტ რ ა ქ ც ი ა

                      ა ბ ს ტ რ ა ქ ც ი ა
ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა  შ ე ნ ი თ  ჩ ე მ შ ი ა


                                                                          „ბედნიერება  შენით  ჩემშია,   
                                                                            ბედნიერება  თავად  შენა  ხარ.
                                                                            ეს  საოცრება, მხოლოდ  და  მხოლოდ, 
                                                                            მინდოდა  შენთან  ერთად  მენახა“.

      თბილი  ხარ- ზაფხულის  მზესავით  და  ნათელი-მზიან  დღესავით.
      გასაფრთხილებელი  ხარ-თვალის  ჩინივით  და  საყვარელი  სიყრმის  შვილივით.
      საოცარი  ხარ-ზღაპარივით  და    სანატრელი-ოცნებასავით.
      ძვირფასი  ხარ-სიცოცხლესავით  და  ჭკვიანი-გრძნეულივით.
      შორსმჭვრეტელი  ხარ - ბრძენივით  და  დაფიქრებული - მწიგნობარივით.
      მშვიდი  ხარ-თეთრი  ღრუბელივით  და  მოთმენილი-თბილი  ფშის კალმახივით             
      უხმაურო  ხარ - მზიან  დღეში  ქარივით  და  სევდიანი - მოზუზუნე  ნიავივით.
      მტკიცე  ხარ - კლდესავით  და  ზვიადი - მთასავით.
      მდუმარე  ხარ - ეგვიპტის    პირამიდებივით  და    შეუვალიდაუპყრობელი  მთის  მწვერვალივით.
      ბრწყინვალება  გაქვს - მთის  ბროლივით  და    ხიბლი - ველური  წაბლივით.
      სწრაფი  ხარ - გრიგალივით  და  ამოუცნობი-მშფოთვარე ზღვასავით.
      უცნაური  ხარ-სამყაროსავით  და  მშვენიერი-როგორც  ფერმიხდილ  საწუთროში                  გაზაფხულზე  ახლად  ახასხასებული  ველ-მინდორი, ველური    ვარდ - ყვავილებით  ათასფერადად      მოქარგული.
      ცივი ხარ და  მიუწვდომელი-როგორც, ზამთრის მთვარიან ღამეშეში-ცა,  მოკაშკაშე
                                                                                                      ვარსკვლავებით  მოჭედილი.
                                                                                                           
          უმშვენიერესია - ყოველივე  ამგვარის  ხედვა,    წამიერადაც  კი  და  ამ  დროს  დუმილით  ნათქვამი  დაუთვლელი    სიტყვა,    ოცნება,    ფიქრი  და წუხილით  გამოწვეული    სევდაც  კი.

        ამას - მავანნი  უწოდებენ  ბედნიერებას. რომელიც  ზოგჯერ    ჩვენშია,    ზოგჯერ      ჩვენთან  სულ  ახლოსაა, ზოგჯერ  კი,  შორს  და    რადგან    უხილავია ,      იშვიათად      ვამჩნევთ  მას    ჩრდილთა    სამმყაროში .    უსახურს,  უსხეულოსა    და    უხმაუროს.
   
        ბედნიერება...კი, ვინ  იცის  მისმა      ავტორმა,    მისმა    პირველად    წარმომსახველმა  და    წარმომთქმელმა, მის  საიდუმლოთა  მრავალტომეულს  შეარქვა.  სწორედ    მის    დასაცავად, არ განმარტა იგი  სხვათათვის .დატოვა    საიდუმლო    საიდუმლოში,        სამყარო    სამყაროში.  სათუთად    გადანახული,    ამოუხსნელი,    გადარჩენილი    და  შენარჩუნებული,  შეუვალ,    ხელშეუხებელ      საგანძურად    და  პირად    საკუთრებად    შენარჩუნების    მიზნით.

        არსებობს-არაჩვეულებრივი  და  განსაკუთრებული, კარგი  და ბრწყინვალე,  დაუვიწყარი   და  შეუდარებელი,    განსხვავებული და  გამორჩეული  წუთები,    საათები, რომელნიც  მხოლოდ ჩვენია,    მხოლოდ  ჩვენშია,    ჩვენთვისაა  განკუთვნილი    და    მას    ვერავინ    წაგვართმევს,  რაც    არ    უნდა      არ    ემეტებოდეს  იგი მავანს  ჩვენთვის.- როგორაც  ნიჭი, გონება,  ფიზიკურობა,    ინტელექტუალობა,  სულიერება,  გრძნობათა    სამყარო,    ტრადიციები,  ისტორია,    სამყაროს    ცვლილებები      თავისთავადი,    თუ    ჩვენი    შემოქმედებითი.
 
მაგრამ,  ბედნიერება -  კი,    სადაურია,    როდინდელია,  რა    არის    სრულად,  მაინც    არ    ვიცით.    უცნაური    და    უსასრულოა, მას  მხოლოდ,    ზოგადი    თვალსაზრისით    აღიქვამენ,  ითავისებენ  და    არქმევენ  მოვლენებს    სახელად,    ან/და მოვლენათა  ციკლებს,    კონკრეტული    სუბიექტები  დღენიადაგ...ამადაა  საინტერესო  და  გამორჩეული  სხვა  სიტყვათაგან. ისევე,  როგორც,  შენ.....      მრავალთაგან, ...
საიდუმლოთა  მრავალტომეულს,  სწორედ,  მეც    ახლა,  ასე  შევარქვი.....

                                  ბედნიერება    სწორედ    ასეთი,   
                                  აქვე    სულ    ახლოს, შენით    ჩემშია.....
მითხრას  ვისა აქვს  სრულად  პასუხი,  აქ  თუ  რა  არის  ბედნიერება?
                                                                                                                                     
                                                                                   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები