| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ოქტომბერი, 2014 |
„არც კი მძულს ის თალიბი, რომელმაც მესროლა. ხელში იარაღი რომ მეჭიროს და ის ჩემს წინ იდგეს, მაშინაც კი არ ვესროდი მას.“ „მე მხოლოდ განათლება მსურს ყველა ექსტრემისტის, განსაკუთრებით თალიბანის ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის.“ მალალა იუსაფზაი
გწერ მოკლედ, რომ უბრალოდ გითხრა: მეამაყები, როგორც ქალს ქალი, ძლიერი ქალი, რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა და უფრო გაძლიერდა. რომელიც მგლებს ცხვარი ეგონათ და ვეფხვი აღმოჩნდა. რომელმაც სინათლით დაამარცხა სიბნელე იქ, სადაც თვალთან თითის მიტანა ჭირდა.
იცი? ჩემს ქვეყანაში (შენი ქვეყნისგან განსხვავებით) 21-ე საუკუნეა, ქალის პატივისცემა კაცობის აუცილებელი ატრიბუტია, შენი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან ყველას შეუძლია განათლების მიღება... ჩვენთან ქალები დიდი ხანია კაცების თანასწორნი არიან, იმდენად თანასწორნი, რომ ქმრები არათუ ქალებს სამუშაოდ არ უშვებენ, პირიქით, უშვებენ ცხრა მთას იქით და იმის იქითაც, რომ მერე მათი გამოგზავნილი ფულით... (თუმცა ამაზე სხვა დროს)...
მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანებია მალალა, აქ ნამდვილად, ნამდვილად 21-ე საუკუნეა, ჩვენთან ქალს შეუძლია ისე ჩაიცვას, როგორც უნდა, წაიკითხოს ის, რაც უნდა, ისწავლოს ის, რაც უნდა, ცოლად გაჰყვეს მას, ვინც უყვარს...
ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა... ჩვენთან ქალებს კლავენ ახლა თითქმის ყოველ დღე... კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები, ზოგჯერ შეყვარებულები... რა მიზეზით? „მიზეზს რა გამოლევს“ მალალა, „მიზეზს რა გამოლევს...“
დროებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. მე ვერ ვხედავ ჩემს ქვეყანაში 21-ე საუკუნეს ... ნაწერს არაუშავს მე ვერ ვხედავ ჩემს ქვეყანაში 21-ე საუკუნეს ... ნაწერს არაუშავს
37. დიდი მადლობა. :) დიდი მადლობა. :)
36. კარგია, მომეწონა. კარგია, მომეწონა.
35. მადლობა მე-კალ-მე. :) მადლობა მე-კალ-მე. :)
34. მომეწონა... მტკივნეული საკითხი...
+5 მომეწონა... მტკივნეული საკითხი...
+5
33. მუხა, დაგეთანხმებოდით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს რომ არ ვფიქრობდე იმისა, რაც თქვით. :) ჰო, დიდი ხანია ბევრს არაფერს ვუხსნი ადამიანებს. გამგები იგებს ხოლმე.
მუხა, დაგეთანხმებოდით, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს რომ არ ვფიქრობდე იმისა, რაც თქვით. :) ჰო, დიდი ხანია ბევრს არაფერს ვუხსნი ადამიანებს. გამგები იგებს ხოლმე.
32. ლექსი მთლიანობაში , მალალა იუსაფზაის გმირობაზე, რომ ყოფილიყო , მომეწონებოდა! ჩემი ქვეყნის ( ჩაკვეხება ) ამ ლექსში ზედმეტად მიმაჩნია. ლექსი მთლიანობაში , მალალა იუსაფზაის გმირობაზე, რომ ყოფილიყო , მომეწონებოდა! ჩემი ქვეყნის ( ჩაკვეხება ) ამ ლექსში ზედმეტად მიმაჩნია.
31. დაგხვდება. :* დაგხვდება. :*
30. მეტი ნაწერი მინდა ამ გვერდზე რომ დამხვდეს ხოლმე... <3 მეტი ნაწერი მინდა ამ გვერდზე რომ დამხვდეს ხოლმე... <3
29. დიდი მადლობა ჰარირამა. დიდი მადლობა ჰარირამა.
28. კარგი რამ იყო მალალასადმი წერილი.:) კარგი რამ იყო მალალასადმი წერილი.:)
26. უყურეეეე :O ეგრე აღარ მოექცე ნაწერებს :) უყურეეეე :O ეგრე აღარ მოექცე ნაწერებს :)
25. დიდი მადლობა ირინკა.
ჰო, გუშინდელი მინიმა... :) შემეშინდა, იმაზე მეტად არ მოწონებოდათ, ვიდრე მე მომწონდა.. არადა მასეთი პირი უჩანდა და გავაქრე. :) დიდი მადლობა ირინკა.
ჰო, გუშინდელი მინიმა... :) შემეშინდა, იმაზე მეტად არ მოწონებოდათ, ვიდრე მე მომწონდა.. არადა მასეთი პირი უჩანდა და გავაქრე. :)
24. არაფერი გადამეტებული, სადა და სათქმელიანი...
ლუტეცია :) გუშინ რაღაც მინიმალისტურს მოვკარი თვალი შენს გვერდზე და სად გააქრე? :) არაფერი გადამეტებული, სადა და სათქმელიანი...
ლუტეცია :) გუშინ რაღაც მინიმალისტურს მოვკარი თვალი შენს გვერდზე და სად გააქრე? :)
23. მადლობა. :) მადლობა. :)
22. აქტუალური სიმართლე სწორად მოტანილი... აქტუალური სიმართლე სწორად მოტანილი...
21. ნეფერტარ, დიდი მადლობა ასეთ კარგ სიტყვებს რომ მეუბნებით ხოლმე... არ დამიმსახურებია, თუმცა სტიმულია ჩემთვის ასეთი დადებითი შეფასებები. გაიხარეთ. ნეფერტარ, დიდი მადლობა ასეთ კარგ სიტყვებს რომ მეუბნებით ხოლმე... არ დამიმსახურებია, თუმცა სტიმულია ჩემთვის ასეთი დადებითი შეფასებები. გაიხარეთ.
20. ლუტეცია მოვედი. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად სიმართლეები მომწონს შენს შემოქმედებაში, ხელისგულზე დადებული სიმართლეები, რომელსაც ისე ადვილად ამბობ, თითქოს ცხენის შეკაზმვაზე არც გიფიქრია. ძალიან მაგარი გოგო ხარ ლუტეცია. დიდი პატივისცემა შენ...
სერგეი "ოოჰ"-ებით მოწონების აღფრთოვანებას გამოხატავს. ეგეთი ორიგინალურია. :) ლუტეცია მოვედი. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად სიმართლეები მომწონს შენს შემოქმედებაში, ხელისგულზე დადებული სიმართლეები, რომელსაც ისე ადვილად ამბობ, თითქოს ცხენის შეკაზმვაზე არც გიფიქრია. ძალიან მაგარი გოგო ხარ ლუტეცია. დიდი პატივისცემა შენ...
სერგეი "ოოჰ"-ებით მოწონების აღფრთოვანებას გამოხატავს. ეგეთი ორიგინალურია. :)
19. სერგეი ნეტა ვიცოდე ამ "ოჰ"-ებით რას გულისხმობ ხოლმე. :დ სერგეი ნეტა ვიცოდე ამ "ოჰ"-ებით რას გულისხმობ ხოლმე. :დ
17. ჰმ, საინტერესო აზრია დევი. :) გმადლობთ. ჰმ, საინტერესო აზრია დევი. :) გმადლობთ.
16. ჩემი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში კაცი და ქალი ნამდვილად თანასწორია, მაგრამ ქმარი და ცოლი იშვიათად. :) :(
კარგი ნაწერია. ჩემი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში კაცი და ქალი ნამდვილად თანასწორია, მაგრამ ქმარი და ცოლი იშვიათად. :) :(
კარგი ნაწერია.
15. ძალიან დიდი მადლობა თანანა.
ჰო მართლა, ხუედიოსის კომენტარი ვერ გავიგე, ეტყობა ინტერნეტმა გაუჭედა...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
ძალიან დიდი მადლობა თანანა.
ჰო მართლა, ხუედიოსის კომენტარი ვერ გავიგე, ეტყობა ინტერნეტმა გაუჭედა...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
14. მიყვარს ასეთი პოეზია, რომელშიც კარგად ჩანს დრო, მოვლენა, ადამიანი, აქეთ ეშმაკით, იქით ანგელოზით... რა ზუსტი აქცენტებია დასმული და რა ბუნებრივად... მიყვარს ასეთი პოეზია, რომელშიც კარგად ჩანს დრო, მოვლენა, ადამიანი, აქეთ ეშმაკით, იქით ანგელოზით... რა ზუსტი აქცენტებია დასმული და რა ბუნებრივად...
13. მადლობა. :) მადლობა. :)
12. წარმატებები :* წარმატებები :*
11. რაცხა ძაან მომეწონა 5 რაცხა ძაან მომეწონა 5
10. ...სამაგიეროდ ჩვენთან მინისტრები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ვითარება კრიმინალის გაზრდა არაა... "უბრალოდ, ქმრები კლაავენ ცოლებსო ..." ...სამაგიეროდ ჩვენთან მინისტრები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ვითარება კრიმინალის გაზრდა არაა... "უბრალოდ, ქმრები კლაავენ ცოლებსო ..."
9. ეჭვიც არ მეპარება მაგაში, ქალბატონო ნანა. :* ეჭვიც არ მეპარება მაგაში, ქალბატონო ნანა. :*
8. აქ რასაც ვწერ, გულშიც ეგაა...:) აქ რასაც ვწერ, გულშიც ეგაა...:)
7. დიდი მადლობა. ქულას ვერ დაწერთ, რადგან "სხვა"-შია, მაგრამ მთავარია გულში რას დამიწერთ და არა აქ. :) დიდი მადლობა. ქულას ვერ დაწერთ, რადგან "სხვა"-შია, მაგრამ მთავარია გულში რას დამიწერთ და არა აქ. :)
5. ჰო...აქტუალურია ჩვენდა სამწუხაროდ ცოლთაკვლა...:მიუხედავად იმისა, რომ ცხრამთას იქით უშვებენ საშოვარზე ....-ჭკვიანი ლუტეცია...:-* 5 ჰო...აქტუალურია ჩვენდა სამწუხაროდ ცოლთაკვლა...:მიუხედავად იმისა, რომ ცხრამთას იქით უშვებენ საშოვარზე ....-ჭკვიანი ლუტეცია...:-* 5
4. გმადლობთ. ცოლთაკვლა - რა კარგი სიტყვა მოგიძებნიათ, ჯონათან. :( გმადლობთ. ცოლთაკვლა - რა კარგი სიტყვა მოგიძებნიათ, ჯონათან. :(
3. ცოლლების მკვლელობამ სერიული ხასიათი მიიღო, საშინელებაა, ბევრჯერ მსმენია ისღა მაკლია,,ცოლღოფილი,, გათხოვდესო,აზიატობა ეს აბა რა არის, შორია ჯერ კიდევ ევროპამდე ცოლლების მკვლელობამ სერიული ხასიათი მიიღო, საშინელებაა, ბევრჯერ მსმენია ისღა მაკლია,,ცოლღოფილი,, გათხოვდესო,აზიატობა ეს აბა რა არის, შორია ჯერ კიდევ ევროპამდე
1. მართლაც რა სიმბოლიურად დაემთხვა მალალას ნობელის პრემია და ჩვენთან ცოლთაკვლა.
რატომღაც მგონია, რომ წაკითხული მქონდა თქო.
მართლაც რა სიმბოლიურად დაემთხვა მალალას ნობელის პრემია და ჩვენთან ცოლთაკვლა.
რატომღაც მგონია, რომ წაკითხული მქონდა თქო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|