ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2014


უკუსვლა



აი, ავხადე ხუფი თაფლიან ქილას,
შევისუნთქე მისი არომატი
და თაფლი ყვავილებად გადაიქცა.

აი, დავჯექი წაბლის ხის მაგიდასთან,
დავწერე ლექსი
და მაგიდა ისევ წაბლის ხედ გადაიქცა...

მე გავრბივარ შენგან, შორს...შორს...
რამეთუ მეშინია -
მკერდში არ ჩაგეკრა და
ისევ ნეკნად არ გადავიქცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები