ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2014


ძაღლისშვილი (მონანიება)

მე ვერ ვივარგე შენს მოწაფედ და შენს მეგობრად
გაერთღამების ბნელ ზეიმზე ვახლდი მეუღლეს,
ოდესღაც ბავშვად დაბადებულს... დღეს არშენდობა
დამაქვს უღელით და შენს სახელს ძაღლივით ვუღრენ.
არ მეპატიოს არც აბელი არცა თუბალი
ეს პატიება სიავის ძვალს მტრედის ფრთად გაშლის
ალუბლის ხესთან გაწყვეტილი: ზის საუბარი
და გაგრძელებას ელოდება: ღვთისა და ბავშვის...
თმენის ნათელი მიეკვეთა ლოდინს: უკუნეთს
და სისხლისფერი ისრებიდან ცეცხლი მოწვეთავს
მოოხრებიდან დასაბამის გველო, უკურნელს
აჰა უყურე საგმიროთა: ნათლის მოწმეთა...
ნუღა შემინდობ აბელის სისხლს რკინას თობელის
გმინავს სოფელი: უკანასკნელ ორგიას მართავს
ხესთან ალუბლის ოხვრით იძვრის ყველგანმყოფელი
და გამოჩენას ელოდება ონავარ ყრმათა...
......................................
ჰოი უფალო, ვერ ვივარგე მე შენს მეგობრად
გაერთღამების ბნელზეიმზე ვახლდი მეუღლეს
ოდესღაც ბავშვად დაბადებულს დღეს არშენდობა
დამაქვს უღელით და შენს სახელს ძაღლივით ვუღრენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები