| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 30 ნოემბერი, 2014 |
გ ი ო რ გ ო ბ ი ს დ ღ ე ო გ ი ო რ გ ო ბ ი ს თ ვ ე ო
გიორგობის დღეო , გიორგობის თვეო, შენი შემწეობით, ვიყოთ უნდა მძლეო. აღმოსავლეთს მივალ, მოვჭრა უნდა ხეო, შენფერ გამარჯვებას, შეგთხოვ გამიგეო.
ეგ მახვილიც მინდა, გამომიმზადეო, დიდი გამარჯვების, მოგვეც ბრწყინვის დღეო. შევარდნები მახლავს, ქმენ მზიანი დღეო, ის ვინც მინდა მალე, ტყვედაც ჩამიგდეო.
შერკინების ჟინით, მტერს თვალ დაუვსეო და გრიგალზე მეტად, ჩვენ გვქმენ მძლეთამძლეო, მტერს გზადაგზა ყველა, თავზე დაამხეო, ოქროს ვერძი მოგვაქვს, უნდა წაგვიძღვეო.
გიორგობის დღეო, გიორგობის თვეო, შენი მადლით უხვად პეშვი აგვივსეო. 23/11/14წელი/ დღე გიორგობისა.
ძაღლი კარში არ გაიგდეება
დელგმა წვიმაა, ძაღლი კარში არ გაიგდება, გარეთ უნდობლად ენარცხება ღვარცოფი მეშჩანს, და მოტანტალებს, სულს მზაკვრობა უმძინებს ბედშავს, მას ხომ ღირსება არად უღირს, არც უნდა ბეჩავს, აქ ამ სამყაროს, რაც მოვიდა, ისეთად შერჩა. დელგმა წვიმაა, ძაღლი გარეეთ არ გაიგდება, კაცი სარკმლიდან გადაყურებს გულღია ვენახს, ფიქრობს, კარგია, თუკი ვენახს ნაყოფი შერჩა, იქნებვა ხვავი, ბარაქა, ჯვარი, ყურძენი, ბადაგი, მაჭარი და კიდევ შეშა, ღვინო, არაყი. თათარა, ტყლაპი , ჩამიჩი, ჩურჩხელა კაკლის, საკვები და სასუქი ჭაჭა, მისი ფოთლებიც საკვებია ადამიანის, ყვავილებიდან იღებს ფუტკარი ნექტარს, სწორედ ამიტომ, წმინდა ნინოს არჩევანს შერჩა, ეს საოცარი მცენარეა, აპურებს ნეტარს, მედაბური კი ............................................. ადამიანად ყოფნა ქვეყნად ძნელია მეტად............ 23/11/14წელი. დღე მზიანი გიორგობისა, კვირა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უღრმესი მადლობა შეფასებისა და რჩევისათვის. გადავხედე ლექსიკონს სადაც მითითებულია, რომ, არის ძველი რევოლუციამდელი სიტყვა და ითარგმნება, როგორც-მეშჩანი (ქალი), ღორი (კაცი), მედაბური, მეწვრილმანე, მესაკუთრე რომელსაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ადამიანური, ღირებული სტატუსი არ გააჩნია. შევცვალოთ სიტყვა- მეშჩანი, სიტყვა- მედაბურით. კდევ ერთხელ გმადლობთ! ნექტარი. უღრმესი მადლობა შეფასებისა და რჩევისათვის. გადავხედე ლექსიკონს სადაც მითითებულია, რომ, არის ძველი რევოლუციამდელი სიტყვა და ითარგმნება, როგორც-მეშჩანი (ქალი), ღორი (კაცი), მედაბური, მეწვრილმანე, მესაკუთრე რომელსაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ადამიანური, ღირებული სტატუსი არ გააჩნია. შევცვალოთ სიტყვა- მეშჩანი, სიტყვა- მედაბურით. კდევ ერთხელ გმადლობთ! ნექტარი.
6. მომეწონა, ოღონდ სიტყვა მეშჩანი ცუდად ხვდება ჩემს ყურს..დავიჯერო ქართული შესატყვისი არ გავქვს ამისა?
მომეწონა, ოღონდ სიტყვა მეშჩანი ცუდად ხვდება ჩემს ყურს..დავიჯერო ქართული შესატყვისი არ გავქვს ამისა?
5. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწარმოებებს. ნექტარი.
განურჩევლად ყველას შედეწიოთ წმინდა გიორგი . ნექტარი. უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწარმოებებს. ნექტარი.
განურჩევლად ყველას შედეწიოთ წმინდა გიორგი . ნექტარი.
4. ვაჰ, მეორე ლექსი ძალიან მომეწონა.. ძალიან... ვაჰ, მეორე ლექსი ძალიან მომეწონა.. ძალიან...
3. და ვწუხვარ, როდესაც თემისა და იდეის წვდომა ასე მწირია. და ვწუხვარ, როდესაც თემისა და იდეის წვდომა ასე მწირია.
2. მადლობა დიდი. მოხარული ვარ ჩემი ნაწერს რომ წაიკითხეთ. 2/1214წ. ნექტარი. მადლობა დიდი. მოხარული ვარ ჩემი ნაწერს რომ წაიკითხეთ. 2/1214წ. ნექტარი.
1. გიორგობის დღეო , გიორგობის თვეო, შენი შემწეობით, ვიყოთ უნდა მძლეო.
შეგეწიოს! გიორგობის დღეო , გიორგობის თვეო, შენი შემწეობით, ვიყოთ უნდა მძლეო.
შეგეწიოს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|