ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანციოლა
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2014


ნოემბერი / უდროობა

ნოემბერია, ყველაფერი უფრო ჩამუქდა,
სიცივეები სხეულში და სხეულს გარეთაც,
ქალაქს ზამთარი სასწაულად ადრე დაუდგა
და ყველა გრძნობა ნერვიული წნეხით დალექა.

შუადღის შემდეგ უკუნეთი ღამე დგას უკვე
ვდგავარ ფარდასთან და თითებით ვთოკავ სიმშვიდეს,
ყველაფერმა კი გაიარა სულერთის იქეთ
და მინდა განცდებს კენჭებივით წყალში ვისვრიდე.

სულის გვირაბში დავიკარგე შუქის გარეშე
თითქოს გუგებში დამიწება ვერ მოხდა ფაზის,
ამინდებმა კი მზის სხივები ხმლებად ალესეს
და უიმედო პროგნოზს წერენ თვალების გარსზე.

ნოემბერია, არაფერი მოხდება უფრო,
საზღვრები ახლა მოაჯირზე გადის აივნის,
ჯაჭვებით ვაბამ სხეულს შიგნით სიმშვიდეს თუ ვფლობ
და ვიცი, ახლა, ყველაფერი ზანტად გაივლის.

გვანცა
2011 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები