ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2014


16.11.2014 - 28.11.2014 ...

* * *
როგორც ულუსი,
იდუმალი ზამთრის მსტოვარი,
მთებზე ჩამოდგა შემოდგომის ცივი ბურუსი.

16.11.2014

გომბორზე ...

* * *
მზე ჭიატობდა ჯერ კიდევ გუშინ,
მიწას ათბობდა...
მერე ღრუბლები მოჯარდა ქუში,
ღამე გათოვდა!

24.11.2014

ედგარ ...

სიზმარში  ვნახე,  მოლი  ვრცელი,  ნარით  ფარული.
შუაში იდგა მარტოსული უცხო ჩინარი.
გვერდით  ჭა  იყო,  მთხრებლი  უწყლო,  ძირუჩინარი,
ვერ  ანათებდა  მრუმე  უფსკრულს,  მზე  უცინარი.
მდუმარე  იყო  ხე  სიცოცხლის,  ხე  უწყინარი...
ქარი  არხევდა  ჟანგმოდებულ  შიბს  ოწინარის...
გამომეღვიძა...  სული  ძრწოდა  ჯერაც  მძინარი...
მიმწუხრი  იყო...  და  დრო  იყო  მხოლოდ  მდინარი.

27.11.2014

* * *
ამეკვიატა  აზრი,
უფალს  მივწერო  არზა,
როცა  ჩამოჰკრავს  ზარი,
გულის  გავუხსნა  რაზა.

28.11.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები