ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2014


02.12.2014 - 07.12.2014 ...

* * *

უკვე  დაიწყო ...
ყიამეთობს  ქარი  ქუჩაში.
ზამთარი  დადგა.

02.12.2014


* * *

იეზიდები -
აჰურა-მაზდას *  უძველესი  მადიდებლები -
ამზეურებენ,
ყოველ დილით  ჩვენს  ქალაქს  გვიან.
მე კი,  უბირი,
სამწუხაროდ  ვიღვიძებ  გვიან!

* ( اهورا مزدا  [æhurɒmæzdɒ] )

03.12.2014

* * *

ნაცრისფერია  დღეს  ჩემი  ქალაქი,
თალხი  მოეძალა,
ქალა  კი  ტიალი  ფიქრებით  ივსება ...
მზეს  ხელი  მოეცარა.

07.12.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები