| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2014 |
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა... ზვიად რატიანი
მე არ გიმღერებთ, მე მოგიყვებით, ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები და დაკარგეს საკუთარი თავები, სამაგიეროდ იპოვეს სამყარო... სამყარო, ნაშენები ნივთებით. მე გიამბობთ ნივთებზე, რომლებმაც დაიმონეს ადამიანები, და იქმნენ კერპებად, და იქმნენ ღმერთებად.
მე მოგიყვებით ქურუმებზე, რომლებიც ეთაყვანებიან მოვარაყებულ კერპებს და ზვარაკებად სწირავენ მათ ადამიანთა სულებს. მე მოგიყვებით დღესასწაულებზე რომელთაც უნდა მოეტანათ გულთა სიხარული, მაგრამ იქცნენ ხელების, თვალების კუჭების და კერპების ზეიმად.
მე მოგიყვებით მონათესავე სულებზე, რომლებმაც ერთმანეთს ჩაუარეს, მაგრამ ვერ იცნეს, უფრო სწორად, ერთმანეთი არც შეუმჩნევიათ, რადგან სხვა მხარეს იყურებოდნენ, - სამყაროსკენ, რომელიც იპოვეს. მე მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც იქცნენ ერთმანეთის პარალელურ წრფეებად, საკუთარი, უადამიანო უსასრულობისკენ მარადიულად მოძრავ, გადაუკვეთელ წრფეებად.
მე მოგიყვებით... და ეს იქნება ჩემი უკუღმართი იავნანა, მოყოლილი ძილისპირული... და თქვენ იგრძნობთ შვებას, რადგან გაიხსენებთ საკუთარ თავებს, გაიხსენებთ არცთუ მხიარულ და მაინც ბედნიერ ბავშვობას, როცა სამყარო ნამდვილი იყო, როცა სამყარო - თქვენ იყავით.
ჩემი ზღაპარი გაგყვებათ სიზმარშიც, სადაც ცხადში ვერშეცნობილ მონათესავე სულებს შეხვდებით. სიზმარში, სადაც იქნებით ყველაზე ფხიზლად, ვიდრე ოდესმე.
სიზმარში, რომელიც დილით აღარ გემახსოვრებათ, რადგან მას შეგაწყვეტინებთ სულ სხვა ზღაპარი, ამქვეყნიური, საღათას ძილის სიზმრიდან, შეგაწყვეტინებთ და გაგახსენებთ, რომ წასასვლელი ხართ იქ, სადაც წასვლა არ გიხარიათ, და სადაც აუცილებლად წახვალთ, რადგან ზვარაკებს ითხოვენ ხელები, თვალები, კუჭები, კერპები და ქურუმები...
მე არ გიმღერებთ, მე მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ქრისტინე. <3 :) ქრისტინე. <3 :)
28. სიზმარში, რომელიც დილით აღარ გემახსოვრებათ, რადგან მას შეგაწყვეტინებთ სულ სხვა ზღაპარი, ამქვეყნიური, საღათას ძილის სიზმრიდან, შეგაწყვეტინებთ და გაგახსენებთ, რომ წასასვლელი ხართ იქ, სადაც წასვლა არ გიხარიათ, და სადაც აუცილებლად წახვალთ, რადგან ზვარაკებს ითხოვენ ხელები, თვალები, კუჭები, კერპები და ქურუმები...
სიზმარში, რომელიც დილით აღარ გემახსოვრებათ, რადგან მას შეგაწყვეტინებთ სულ სხვა ზღაპარი, ამქვეყნიური, საღათას ძილის სიზმრიდან, შეგაწყვეტინებთ და გაგახსენებთ, რომ წასასვლელი ხართ იქ, სადაც წასვლა არ გიხარიათ, და სადაც აუცილებლად წახვალთ, რადგან ზვარაკებს ითხოვენ ხელები, თვალები, კუჭები, კერპები და ქურუმები...
27. რას ამბობ, ძალიან ბევრს ნიშნავ, მართლა. :* მიზეზი სულ სხვაა. :* <3 რას ამბობ, ძალიან ბევრს ნიშნავ, მართლა. :* მიზეზი სულ სხვაა. :* <3
26. მიზეზები არ გამაგონო მე ხო ვარ შენი მკითხველი , ასე ცოტას ვნიშნავ? :(( მიზეზები არ გამაგონო მე ხო ვარ შენი მკითხველი , ასე ცოტას ვნიშნავ? :((
25. დეა, კი ვწერ, მაგრამ არ ვდებ გარკვეული მიზეზების გამო. იქნებ ოდესმე წაგაკითხო. :* მადლობა ჩემო კარგო, რომ ასე მაფასებ. :*
დეა, კი ვწერ, მაგრამ არ ვდებ გარკვეული მიზეზების გამო. იქნებ ოდესმე წაგაკითხო. :* მადლობა ჩემო კარგო, რომ ასე მაფასებ. :*
24. ამ გვერდზე როცა შემოვდივარ, მინდა ახალი ნაწერები დამხვდეს და არ მხვდება :((
დადე, დადე, დადე, დადე :* ამ გვერდზე როცა შემოვდივარ, მინდა ახალი ნაწერები დამხვდეს და არ მხვდება :((
დადე, დადე, დადე, დადე :*
23. უფრო ქართველ ჰომო საპიენსს, არა? :) მე ბანალურ რამეებზე ვწერ სერგეი. :) უფრო ქართველ ჰომო საპიენსს, არა? :) მე ბანალურ რამეებზე ვწერ სერგეი. :)
22. გეტყვი რომ, თუ ყვები ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები, ამაში არაფერია განსაკუთრებული, მეტიც, უაღრესად ბანალურია....ადამიანებს ჩვევად აქვთ დაივიწყონ ადამიანები, სამაგიეროდ კარგად ახსოვთ და არ ავიწყდებათ გოჭი, ინდაური, ქათამი......ეს განსაკუთრებით ახასიათებს "ჰომო საპიენსს" წლის ბოლოსკენ...:))))) გეტყვი რომ, თუ ყვები ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები, ამაში არაფერია განსაკუთრებული, მეტიც, უაღრესად ბანალურია....ადამიანებს ჩვევად აქვთ დაივიწყონ ადამიანები, სამაგიეროდ კარგად ახსოვთ და არ ავიწყდებათ გოჭი, ინდაური, ქათამი......ეს განსაკუთრებით ახასიათებს "ჰომო საპიენსს" წლის ბოლოსკენ...:)))))
21. აჰა. კიდე რას მეტყვი საინტერესოს? :)) აჰა. კიდე რას მეტყვი საინტერესოს? :))
20. მეც ვერ გავიგე მაგრამ არა უშავს.
მე მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები…
მეც ვერ გავიგე მაგრამ არა უშავს.
მე მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები…
19. ვერ გავიგე? ვერ გავიგე?
18. ოჰ.....შადრევანია ...... ოჰ.....შადრევანია ......
17. გაიხარეთ. მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით. :) გაიხარეთ. მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით. :)
16. გილოცავ ახალ წელს, სულ სიხარულით ბრწყინავდეს თქვენი ჭკვიანი თვალები! გილოცავ ახალ წელს, სულ სიხარულით ბრწყინავდეს თქვენი ჭკვიანი თვალები!
15. ჩაგეთვალა :დ ჩაგეთვალა :დ
14. ვკითხავ მუზებს, თუ არიან ტერაქტზე თანახმა. :) შენ ხომ რას ამბობ, იმდენი მოგაქვს წაკითხვას ვერ ვასწრებ. :)) ვკითხავ მუზებს, თუ არიან ტერაქტზე თანახმა. :) შენ ხომ რას ამბობ, იმდენი მოგაქვს წაკითხვას ვერ ვასწრებ. :))
13. ახალგაზრდავ! მოიტან რამეს ახალს თუ მოგიწყო ტერაქტი? )))) ახალგაზრდავ! მოიტან რამეს ახალს თუ მოგიწყო ტერაქტი? ))))
12. მადლობა. :) მადლობა. :)
11. მშვენიერი ლექსი ჩემგან 5 მშვენიერი ლექსი ჩემგან 5
10. მშვენიერი ლექსი ჩემგან 5 მშვენიერი ლექსი ჩემგან 5
9. თენქს ე ლოთ. :)) თენქს ე ლოთ. :))
8. ველლ დან )) ველლ დან ))
7. მშვენიერია. მშვენიერია.
6. მადლობა ნათია. :) მადლობა ნათია. :)
4. დიდი მადლობა. მე-დეა, ჩემიც. :) :* დიდი მადლობა. მე-დეა, ჩემიც. :) :*
3. რატიანი ჩემი საყვარელი პოეტია.. :)
კარგია მომეწონა . კარგი გოგო ხარ შენ რატიანი ჩემი საყვარელი პოეტია.. :)
კარგია მომეწონა . კარგი გოგო ხარ შენ
2. რადგან ზვარაკებს ითხოვენ ხელები, თვალები, კუჭები, კერპები და ქურუმები.. :( სამწუხაროდ ასეა. + რადგან ზვარაკებს ითხოვენ ხელები, თვალები, კუჭები, კერპები და ქურუმები.. :( სამწუხაროდ ასეა. +
1. მოგვიყევი:) 3 მოგვიყევი:) 3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|