 | ავტორი: გვანციოლა ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2014 |
ჩვენ ვმოძრაობდით! მგზავრებივით ბარგ-გამოკრულნი, და ჩვენ გვეძინა, ბობოქარი, ბნელი სიზმრებით, ჩვენი ტრანსპორტი - დედამიწა, სულ გამურული, სანთლების კვამლით,ლოცვიზმით და ღვთიურ "იზმებით".. ჩვენ ვმოძრაობდით! აგრესიულ დროის პირისპირ, არ იყო არვინ, არაფერი არ იყო არსად, სიცარიელე ვრცელდებოდა ოდნავ ირიბად და მთავრდებოდა ყველა ღმერთის საერთო არსი. ჩვენ ვმოძრაობდით! ალბათ, უფრო იყო შეგრძნება, დიდი ტყუილი მოჩვენებით ჭეშმარიტების, და ამ სიცრუის დასასრული თუ გაგრძელება იმ ჯვარცმულ სხეულს ვიდრე თვალწინ აგვარიდებდნენ. ჩვენ ვმოძრაობდით! უმოძრაო ოთხი კიდურით, ძილში მივხვდით, რომ წრიულია უსასრულობა, როცა შემოგვხვდა ტრაფარეტად გამოკიდული "ნაზარეველი - მეუფეა ის ჰურიათა" .. ჩვენ ვმოძრაობდით! გაურკვევლად, დიდი წვალებით, უსიტყვო იყო წმინდა წიგნის სულ ყველა გვერდი, ტანზე კი ზეცა გადაგვესხა ცივი წყალივით ტაძრის კრეტსაბმელს როცა ხევდა შვილმკვდარი ღმერთი.
გვანცა. გაზაფხული / 2011 წელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თითქოს იყო და...მაგრამ მაინც არ იყო არვინ.
უთბილესი მოკითხვები ჩემგან. თითქოს იყო და...მაგრამ მაინც არ იყო არვინ.
უთბილესი მოკითხვები ჩემგან.
4. :) good luck :) good luck
3. +. 20/12/14წ. ნექტარი +. 20/12/14წ. ნექტარი
2. "ლოცვიზმი"...
პირისპირ თუ საწინააღმდეგოდ?
"ლოცვიზმი"...
პირისპირ თუ საწინააღმდეგოდ?
1. ჩვენ ვმოძრაობთ ახლაც.. "გაურკვევლად, დიდი წვალებით,"..
შენ შეძელი გრძნობისთვის მიგეცა ფორმა :) ჩვენ ვმოძრაობთ ახლაც.. "გაურკვევლად, დიდი წვალებით,"..
შენ შეძელი გრძნობისთვის მიგეცა ფორმა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|