ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


ქალშავა

თუ შენ უგულო არ იყო,
ნუმც შემწევია ლაშარი,
-მიყვარხარ!.. - მხოლოდ ეს გკადრე,
სხვა არა მითქვამს რა შარი.
-მე კი სხვისაკენ მივდივარ!-
ძვლებს გამიტარენ დაშნანი.
ვეღარ ვიგუე სახლ-კარი,
გავტარიელდი მაშვრალი.
ბორბალოს ეხში შევვარდით
მე და ქარები აშარი.
ღამემ ნაბადი დაგვიგო,
ნისლმა დაგვხვია თავშალი,
სული ზღვა იყო ცრემლისა,
სხეული - ციხე ნაშალი,
ანკი სხვა რა იქნებოდა,
უარს რო გეტყვის ქალშავი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები