ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ავალიანი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2015


ვახშამი


ხეებმა ფოთლები დაიკვნიტეს.
დგხარ ვარდებზე სილით პირში
და აკვირდები ჩემს მუცელს.
ათი დღეა სისხლით  მახატავ
ნაგვის ბუნკერში ნაპოვნ ახალშობილს...
ათი დღეა არ გიძინია.

ხეებმა ფოთლები დაიკვნიტეს
სიმწრის გარეშე
როცა მსუბუქ ფეხებზე მძიმე ხელებს მიჭერ
და ჩამძახი:
შეხედე როგორ ჭამენ კატები ბავშვს
შეხედე როგორ ჭამენ
უსმინე მათ კრუტუნს
უსმინე, დატკბი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები