მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2015
14.12.2014 - 19.01.2015
* * *
თითქოს ამინდი რაღაც გაავდა,
ისევ აცივდა...
კვირისწინები გაზაფხულს ჰგავდა,
ასე არ ცრიდა.
14.12.2014
ნამგალა მთვარე ...
ღრუბელმა მეტი ვეღარ დამალა - ამოიწვერა.
ცის კამარაზე დაჯდა ყამარი*
და მოიყოლა ვარსკვლავების მთელი ამალა.
* - ყამარი (კამარი). „ყამარი“ არაბულად „ახალი მთვარეა“, ხურიტულად - „ცის თაღია“, „კამარაა“. შუამდინარულ მითოლოგიაში ნამგალი ახალი მთვარის სიმბოლოა.
26.12.2014
ნიკას ...
ო, რა შორსაა!
რა ცივია, მთვარის ციალი...
ძაღლივით ყმუის ხმელ ტოტებში ქარი ტიალი.
03-04.01.2015
. . .
თეთრი, სულ თეთრი ფიფქები ცვიოდა -
ცას შევყურებდი, რიჟრაჟობდა -
აღარ ციოდა...
მერე სიზმარი ნისლივით გაქრა...
ფიქრი კი ისევ, უთავბოლოდ,
სადღაც დიოდა.
19.01.2015
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ჰო, განწყობის პოეტი!
5
ჰო, განწყობის პოეტი!
5
თამარ ბუკია.
2015-02-22 01:44:42
1.
ამინდის განწყობებით წერთ ხშირად :)
ამინდის განწყობებით წერთ ხშირად :)
jonatan livingstoni.
2015-01-19 18:04:19
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
15.03.2025 18:12:37