ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2015


ყორანი-მამლის მესამე ყივილზე დაწერილი

  ყორანი

მე ვარ ყორანი
საკუთარ ხორცს
ხარბად რომ ძიძგნის,
ეს ფრთებიც მხოლოდ
მე ვაქციე
ძვალთა ავ გროვად,
ჩემს ბნელ ძახილში
დაიმარხა
ყოველი წიგნი
რომელმაც მტრედი
გველს შერთო და
კრავს შეაგლოვა...
ჰოდა მიფრთხილდით
მწიგნობრებო,
ჰოდა მიფრთხილდით:
სულთა მობერვით,
სიტყვის სტვენით
აზრთა სიფლიდით...


                                   
ტკივილში მოყივლე მამლებს - ძველქართველებს!                   

ბჭეო, მეოხო, მძლე, მადლო, სისხლად
კირდალეულო ვედრების ბუდევ
ღმერთში გაგროვებ მიწყივ და მისხალ
ე რ თ ო ბ ი ს მეტი რა უნდა მსურდეს.
ხორცი დაასხეს ჯვართაძვალს, ბოძალს
ლოცვაში გაწყდა ღვთის ენა- ესე
და სინდისს: ძმათა ერთადერთ მოძღვარს
შიშის და რისხვის ბორკილი შეხსნეს.
ვინც შეიწყევლის საკუთარ ერდოს
ის შეიხორცებს მამათა ჯვარცმას...
დამასაფლავე ნათელში ღმერთო
თუ უკვდავება ბნელეთის ამცდა...


ენა-გვარ-ტომი, ხალხი.

ნათლისღებას გილოცავთ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები