მარია! მარია! მარია! მალე, მარია! აღარ შემიძლია ქუჩებში! მომიშვი! არ გინდა? შენ ელი – და როცა წმინდა და სუყველას ნასინჯი ლოყები ღრმულებში ჩაცვივა, მე მოვალ უკბილო და ჩაგიჩიფჩიფებ, რომ ამ დღეს „საოცრად მართალი“ კაცი ვარ.
ხომ ხედავ, მარია, მე უკვე ნელ-ნელა, მხრებშიაც ვიხრები.
ხალხი კი ქუჩებში ოთხკეცა ღაბაბის გადავლით, გადმოღვრის ცხიმსა და ორმოცი წლის ნაღვლით თვალებს რომ დაქაჩავს, ერთმანეთს გადაუჩურჩულებს, რომ მე მაქვს კბილებში ჯერ კიდევ გუშინდელ ალერსის გამხმარი ფუნთუშა.
წვიმამ დაატირა ტროტუარს – გუბით ჩაუბღუჯავს ბაცაცა, სველი - ქვაფენილით ჩაქოლილს ქუჩის გვამს ლოკავს და წამწამთან ჰო, ეს წამწამია – ჭაღარა, წამწამი ყინულის ლოლოთა, ცრემლები თვალიდან, თვალი კი , მილია საწვიმრის – მოწვეთავს.
აი, ამოსვლიპავს გამვლელებს წვიმის სიფათი და ეტლებში – მსუქანი ათლეტი ათლეტზე მიკრულა, ასკდებათ ხორცი და იქიდან ნახეთქში ცხიმია – მოჟონავს და დასდის ნიაღვრად ნალოღნი პურით და ნაღეჭი კატლეტით ეკიპაჟს სწორედ იმ ათლეტით.
მარია! როგორ? როგორ ჩავტენო გაქონილ ყურებს ჩუმი სათქმელი? ჩიტი ხან აქ და ხან იქ გაკენკავს, მერე მშიერიც ლამაზად მღერის.
მე კი კაცი ვარ, უბრალო კაცი, ის ვინც –ჭლექისაგან დაჭმულმა ღამემ ჭუჭყიან მკლავზე ახველა პრესნის*.
მარია, გესმის? გინდა ამგვარი?
მე დაკრუნჩხული თითებით ვუჭერ ზარის ლითონის ყელს – გამიღე!
მტკივა, მარია! ხედავ? თვალებში შემრჭობია ქალის ქუდის ქინძისთავები!
მიღებს ! პატარავ, ნუ გეშინია, ამ ჩემს – ხარივით კისერს – გაფაშფაშებული ქალები სველი მთებივით დაჰყავს, მთელი ცხოვრება ასე მოვათრევ – მილიონი - სუფთა სიყვარულია ორი ამდენი - ჭუჭყიანი, პატარა კახპა.
ნუ გეშინია! როცა ღალატის ავი ჟამი მოვა,მარია, მე მიმიკრავს „მაიაკოვსკის მოყვარული“ ათასობით ლამაზი სახე და ეს ხომ დინასტიებია, შეშლილის გულზე რომ ავიდნენ – დედოფლად დასხდნენ.
ახლოს, მარია! მოურიდებელ სიშიშვლეში მოცახცახეს – შენ გეშინია? მომეცი შენი ბაგეების უჭკნობი ხიბლი.
მე და ჩემს გულს მაისამდე არასოდეს არ გვიცოცხლია, განვლილი გზები ასიოდე აპრილს თუ ითვლის.
მარია! პოეტი სონეტს უძღვნის ტიანას*, მე კი ვარ ხორცი – ადამიანი მხოლოდ! მარია! და შენს სხეულს ვითხოვ, უბრალოდ – ისე, როგორც ქრისტიანები ითხოვენ: –პური არსობისა მოგვეცი ჩვენ, დღეს.
მომე, მარია! მე მეშინია არ დამავიწყდეს შენი სახელი, ისევე, როგორც ეშინია პოეტს დაკარგვის - რაღაც, ღამის სატანჯველით ნაშობი სიტყვის, რომელიც თავის სიდიადით ღმერთის ტოლია!
მარია, გესმის? მე შენს სხეულს ისე მოვუფრთხილდები, როგორც ომიდან მოწყვეტილი ჯარისკაცი – უსარგებლო, უნათესავო, დაჰკანკალებს თავის ერთადერთ კიდურს.
გინდა? არ გინდა! ჰაჰ! ესე იგი ისევ ბნელი, უძლური, ავიღებ გულს და ცრემლით დავწვეთავ. მერე წავიღებ, როგორც ძაღლი, რომ მიაქვს სახლში თათი – რელსებზე დასრესილი მატარებლისგან.
გულიდან სისხლით - გზა გავილაღე და ყვავილებად ეკვრის ახლა მტვერს ტანსაცმელის, ათასჯერ კიდევ შემოიცეკვებს იროდიადა* – მზე დედამიწას – თავს ნათლისმცემლის.
და როცა ჩემი წლების სიუხვე დაიწრიტება, ფსკერამდე დავა, მილიონობით სისხლის წვეთი დაეფინება – ნაკვალევს, მამის ჩემის სახლისკენ მავალს.
მე ამოვძვრები ჭუჭყიანი, (ბინადარი ბნელი თხრილების) მხარდამხარ მივალ, მოვიხრები და ყურში ვეტყვი: ბატონო ღმერთო, მომისმინეთ, კისერში არ ამოგივიდათ, რომ დღიდან დღემდე – მზერას ალბობთ ღრუბლის კისელში. მოდით, იცით რა ? ერთი საქანელა ჩამოიკიდეთ – სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ტოტზე.
ყველგანმყოფელო, თქვენ იქნებით ამ კარადაშიც, მოდი, ჩამვდგათ სუფრაზე ღვინო, ოღონდ ისეთი, რომ მოღუშულ პეტრე მოციქულს, მოესურვოს და კი-კა-პუ-თი* ჩაისეირნოს.
მოდი, ედემში დავაბრუნოთ ყველა "ევოჩკა", შენ ოღონდ ბრძანე და ამაღამვე - ლამაზმანები, ახლომახლო ბულვარებიდან, დასტა-დასტა შემიძლია ამოგიყარო.
გინდა? არ გინდა? შეთეთრებულ წარბებს იჭმუხნი? თავს აქანებ კულულებიანს? შენ რა – გგონია ემაგ ფრთიანს, უკან რომ გიდგას, სიყვარული გაეგება? არა მგონია!
მეც – ანგელოზი... უფრო სწორად, ვიყავი ერთ დროს, და მზერა მქონდა – დაშაქრული ბეკეკა თვალში, მაგრამ აღარ მსურს ფაშატებს ვჩუქნო, სევრის * ფხვნილისგან ნაძერწი თასი.
ყოვლისშემძლეო, მოიგონე წყვილად ხელები, შექმენი თავი. მოაბი ყველას. რატომ იმაზე არ დაფიქრდი – რომ კოცნო, კოცნო, კოცნო, კოცნო – დაუტანჯველად!
მეგონა დიდზე დიდი იყავი, შენ კი აღმოჩნდი „სამოსანი“ და „ღმერთიციდა“, ხედავ? ვიხრები და მეწაღის დანას ვაცურებ – ჩექმის ყელიდან.
ე, ფრთოსანო ბაიყუშებო! შეიყუჟეთ ემანდ, ედემში, წამოიფხორეთ ბუმბულები შიშის კანკალით! გიკმევთ საცეცხლურს, ისე გადაგფენთ, აქედანა და ალიასკამდის!
შემიშვით! თქვენ მე ვეღარ დამიჭერთ! ვაჩმახებ! –რაო? -არა მაქვს ნება?! მე ხომ სიმშვიდე არ მეხერხება! შეხედეთ! თავი წასხიპეს ცას და საყასბოსავით გადასისხლეს კვლავ ვარსკვლავებმა.
ეჰეი! ზეცავ! მოიხადე ქუდი. მოვდივარ!
სიჩუმე სრული.
სძინავს სამყაროს და თათზე უდევს – ვარსკვლავებით მოტკიპული ვეება ყური.
4
Мария! Мария! Мария! Пусти, Мария! Я не могу на улицах! Не хочешь? Ждешь, как щеки провалятся ямкою попробованный всеми, пресный, я приду и беззубо прошамкаю, что сегодня я «удивительно честный». Мария, видишь — я уже начал сутулиться.
В улицах люди жир продырявят в четырехэтажных зобах, высунут глазки, потертые в сорокгодовой таске,— перехихикиваться, что у меня в зубах — опять! — черствая булка вчерашней ласки. Дождь обрыдал тротуары, лужами сжатый жулик, мокрый, лижет улиц забитый булыжником труп, а на седых ресницах — да! — на ресницах морозных сосулек слезы из глаз — да! — из опущенных глаз водосточных труб. Всех пешеходов морда дождя обсосала, а в экипажах лощился за жирным атлетом атлет; лопались люди, проевшись насквозь, и сочилось сквозь трещины сало, мутной рекой с экипажей стекала вместе с иссосанной булкой жевотина старых котлет.
Мария! Как в зажиревшее ухо втиснуть им тихое слово? Птица побирается песней, поет, голодна и звонка, а я человек, Мария, простой, выхарканный чахоточной ночью в грязную руку Пресни. Мария, хочешь такого? Пусти, Мария! Судорогой пальцев зажму я железное горло звонка!
Мария!
Звереют улиц выгоны. На шее ссадиной пальцы давки.
Открой!
Больно!
Видишь — натыканы в глаза из дамских шляп булавки!
Пустила.
Детка! Не бойся, что у меня на шее воловьей потноживотые женщины мокрой горою сидят,— это сквозь жизнь я тащу миллионы огромных чистых любовей и миллион миллионов маленьких грязных любят. Не бойся, что снова, в измены ненастье, прильну я к тысячам хорошеньких лиц,— «любящие Маяковского!» — да ведь это ж династия на сердце сумасшедшего восшедших цариц. Мария, ближе! В раздетом бесстыдстве, в боящейся дрожи ли, но дай твоих губ неисцветшую прелесть: я с сердцем ни разу до мая не дожили, а в прожитой жизни лишь сотый апрель есть. Мария!
Поэт сонеты поет Тиане, а я — весь из мяса, человек весь — тело твое просто прошу, как просят христиане — «хлеб наш насущный даждь нам днесь».
Мария — дай!
Мария! Имя твое я боюсь забыть, как поэт боится забыть какое-то в муках ночей рожденное слово, величием равное богу. Тело твое я буду беречь и любить, как солдат, обрубленный войною, ненужный, ничей, бережет свою единственную ногу. Мария — не хочешь? Не хочешь!
Ха!
Значит — опять темно и понуро сердце возьму, слезами окапав, нести, как собака, которая в конуру несет перееханную поездом лапу. Кровью сердце дорогу радую, липнет цветами у пыли кителя. Тысячу раз опляшет Иродиадой солнце землю — голову Крестителя. И когда мое количество лет выпляшет до конца — миллионом кровинок устелется след к дому моего отца.
Вылезу грязный (от ночевок в канавах), стану бок о бок, наклонюсь и скажу ему на ухо: — Послушайте, господин бог! Как вам не скушно в облачный кисель ежедневно обмакивать раздобревшие глаза? Давайте — знаете — устроимте карусель на дереве изучения добра и зла! Вездесущий, ты будешь в каждом шкапу, и вина такие расставим по столу, чтоб захотелось пройтись в ки-ка-пу хмурому Петру Апостолу. А в рае опять поселим Евочек: прикажи,— сегодня ночью ж со всех бульваров красивейших девочек я натащу тебе. Хочешь? Не хочешь? Мотаешь головою, кудластый? Супишь седую бровь? Ты думаешь — этот, за тобою, крыластый, знает, что такое любовь? Я тоже ангел, я был им — сахарным барашком выглядывал в глаз, но больше не хочу дарить кобылам из сервской муки изваянных ваз. Всемогущий, ты выдумал пару рук, сделал, что у каждого есть голова,— отчего ты не выдумал, чтоб было без мук целовать, целовать, целовать?! Я думал — ты всесильный божище, а ты недоучка, крохотный божик. Видишь, я нагибаюсь, из-за голенища достаю сапожный ножик. Крыластые прохвосты! Жмитесь в раю! Ерошьте перышки в испуганной тряске! Я тебя, пропахшего ладаном, раскрою отсюда до Аляски!
Пустите!
Меня не остановите. Вру я, в праве ли, но я не могу быть спокойней. Смотрите — звезды опять обезглавили и небо окровавили бойней! Эй, вы! Небо! Снимите шляпу! Я иду!
Глухо.
Вселенная спит, положив на лапу с клещами звезд огромное ухо.
მადლობა მსმენელს. ეს არის მეოთხე თავი პოემიდან "ღრუბელი შარვლით". ახლა გადავხედე და მქონია ჩემს გვერდზე ტექსტი. ძალიან მიყვარს ეს თავი, სხვა თავებისაგან განსხვავებით ერთ ღამეში ვთარგმნე და მერე ჩავასწორე სულ ოდნავ. ხდება ხოლმე ეგეთი "შემოტევებიც":) უფრო ზუსტად ხდებოდა...ახლა ნახევარი წელია ფლეიტის მესამე თავის დასაწყისში ვარ გაჭედილი, ეტყობა "ბენდექსი ჩამეშალა" :))))
მადლობა მსმენელს. ეს არის მეოთხე თავი პოემიდან "ღრუბელი შარვლით". ახლა გადავხედე და მქონია ჩემს გვერდზე ტექსტი. ძალიან მიყვარს ეს თავი, სხვა თავებისაგან განსხვავებით ერთ ღამეში ვთარგმნე და მერე ჩავასწორე სულ ოდნავ. ხდება ხოლმე ეგეთი "შემოტევებიც":) უფრო ზუსტად ხდებოდა...ახლა ნახევარი წელია ფლეიტის მესამე თავის დასაწყისში ვარ გაჭედილი, ეტყობა "ბენდექსი ჩამეშალა" :))))
თქვენ იმით ხართ დიდი, რომ ძალიან გიყვართ მკითხველი და ასე მძაფრად ემოციურად გვაწვდით ამ საოცრებას. ჩემი სახლი მაიაკოვსკის ძეგლის გვერდითაა. ყოველ დილას და საღამოს მის გვერდით გადის ჩემი გზა. ახლა ყოველთვის თქვენი ხმა გამახსენდება მის დანახვაზე. ისედაც მიყვარდა ჩემი ფუტურისტი მეზობელი, მაგრამ ახლა ისე ვიგრძენი, როგორც ის წერდა "მარიას." დიდი მადლობა. ვიგრძნე
შემძრა!
თქვენ იმით ხართ დიდი, რომ ძალიან გიყვართ მკითხველი და ასე მძაფრად ემოციურად გვაწვდით ამ საოცრებას. ჩემი სახლი მაიაკოვსკის ძეგლის გვერდითაა. ყოველ დილას და საღამოს მის გვერდით გადის ჩემი გზა. ახლა ყოველთვის თქვენი ხმა გამახსენდება მის დანახვაზე. ისედაც მიყვარდა ჩემი ფუტურისტი მეზობელი, მაგრამ ახლა ისე ვიგრძენი, როგორც ის წერდა "მარიას." დიდი მადლობა. ვიგრძნე
ნამდვილად არაჩვეულებრივად კითხულობ, ამას ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, მე ყოვეთვის ვცდილობ მოგისმინოთ, სამეზობლოში ერთხელ ფოტო დავდე კომპიუტერით, თუ როგორ გისმენდით, გახსოვთ. მეამაყები!
ვიფიქრე - აჯობებს თავად წაგიკითხოთ:)
ნამდვილად არაჩვეულებრივად კითხულობ, ამას ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, მე ყოვეთვის ვცდილობ მოგისმინოთ, სამეზობლოში ერთხელ ფოტო დავდე კომპიუტერით, თუ როგორ გისმენდით, გახსოვთ. მეამაყები!