ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2015


მსუბუქი პიესა (თემურ ჩალაბაშვილს)

ტიციანზე გაბრაზებულმა
(დაგილევიაო, არ ისურვა ჩემთან ქეიფი)
გერგეთიდან ტიტიკაკასგენ
აიღო გეზი ჩემმა მუსტანგმა...
ზეცა ეჭირა ემილ დიკინსონს
დამისხით მეთქი მივწვდი საწადელს
სენდბერგს სურს კათხით ლუდი მიკისროს
ვასხამ ატენურს... უარს ვაცხადებ...
წყლიან თაბახში ვაახლეთ სუფრა
კართაგენივით მონგრევია გუმბათი ემილს...
ვაწვდი რქაწითელს, ვადღეგრძელეთ ბიძია სემი...
ვთქვით ქალებისა,
ვნახეთ ხვანჭკარაც
და გაგვიარა გვერდზე ხარჭამ, რა...
თანამედროვემ,
ემილს ედროვა
და სამივენი გავეკიდეთ ტანის სიგიჟეს...
...მერე არ მახსოვს...
ნაღვინევებმა გავიღვიძეთ...
კარლ სენდბერგი ისევ მთვრალია,
რაც მთავარია
გაგვითავდა ღვინო, რომელიც
მე ჩემს წიგნში წლობით ვადედე...
ვეღარ ვითმენ
და მთელი ხმით ვყვირი:
-"ედგარ, უიტმენ,"
უნდა შთავასვა იბერიის დევების სისხლი...
სად? რას არ მოვლენ
უსმინე ტიტე:
ედგარი ყორანს აგინებს დედას-
როკის არწივებს ადღეგრძელებს
ღვთიურ სასმისით...
მაგრად ვლოთაობთ,
გამოვცალეთ ცოლიკაურიც, სმა შესძლებიათ
მოგვიღია ბოლო “მწვანისთვის...”
ვემშვიდობები კარიბის ზღვას - ას ბოდიშს ვუხდი
საფერავი რომ ჩავაწურე ცისფერ უბეში
და ახალ პატივს ვწურავ სიტყვაში:
საქართველოში ვეპატიჟები დაჭრილ პოეტებს,
ჯერ მანავში (გამოვიდეთ ცოტა მოვგონდეთ)
უკვე მოდიან... უიტმენის კატამარანით,
ოთხივე ქვევრი გააღვიძე, პაპის, მარანო...
ამით როდის ჩავალთ მეთქი და
ველურ რაშებს ვშლი ზეცის თავლიდან
ექვსივე მივქრივართ:
-ცას კაბა აცვია - კაბადონი
ქარი კაბის კალთას აფრიალებს... ყვირის ემილი...
-ჩვენ დავემგვანებით გადაბმულ მთვრალ ნავებს
ცის კარის უეცარ გაღებისთანავე - ვგუგუნებთ ერთად...
მერე ჯიხვებზე ამხედრებას ვპირდები სენდბერგს,
სიფხიზლის ზერდაგებს რომ ავაჭიხვინებთ
ბოლოს ვეტყვი რომ გადაშენდნენ,
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და
მაზუთიანი ფიჭვი ვაჩვენო ედგარს მარიამჯვარში
ხომ უნდა დარწმუნდნენ რომ
არც ისე გვილხინს...
ვნახავთ აფხაზეთს...
ანაკლიაში ჩავყვინთავთ და ბიჭვინთაში ამოვისუნთქებთ...
ვნახოთ როგორი კალმახი ხარ უოტ უიტმენ!
იქამდე კი ვგრიგალობთ ძმებო,
თავკვეთილას დალოცვილ ფერდზე,
ლექსებში უნდა გალოცვინოთ
ჩემს დობილებზე,
მუხლებზე უნდა დაგაჩოქოთ
ღვთისმშობლის ფერხთთან
ემილ! მეც ასე დავუჩოქე
თავისუფლებას...
შევჯირითდით თუ არა კოლხეთის წყლებში შორიდანვე ვიცანი მუხრანი და მურმანი ზღვის პირას მდუმრიად მავალნი,
მუსტანგების დანახვაზე, ოდნავ შესდგნენ, მერე მიცნეს და ხელი ჩაიქნიეს....
მე კი გულში გამკენწლა:
"სადა ხარ ტიტე...
ვით დავიწყოთ? მეფით თუ ლორდით?
სირცხვილს ნუ მაჭმევთ
უთხარით რომ არა ვარ ლოთი...
თემურ!
შენ მაინც საითა ხარ
მოდი  გამოჩნდი)
..............................................................
ასე ვხვდებით ხოლმე დროჯვარედინებზე, უწმინდეს განცდებში ერთმანეთს დიდი პოეტები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები