ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2008


ვიცოდე მაინც ნეტავი

ვიცოდე მაინც ნეტავი
ეხლა ის ქალი სად არის,
მე რომ წლების წინ მიყვარდა,
მზე-მთვარე-ვარსკვლავთ სადარი!
სად ჭკნება მისი ყვავილი,
სად აზრობს ყინვა-ზამთარი,
სად ჯიჯგნის იმის სიტურფეს
ცხოვრება - ავი აფთარი?..
ან იქნებ ბედსაც სწვევია,
დარობს, არ უდგას ავდარი!..
რა ვიცი, რაც უნდა იყოს,
ეხლა სხვისია, სხვად არი...
აფსუს, რას მინავლებულა
გულში მღვივანი ღადარი,
გამქრალა ძველი ტრფიალი,
როგორც ფიფქები დამდნარი...
იქ, სადაც ია ჰყვაოდა,
ეხლა ძეძვია, ბარდნარი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები