| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 19 მარტი, 2015 |
ე დ ე მ ი ა რ ი ს ე ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
თუკი, იმედი გახლავს , უსიტყვო, თუ, არ გღალატობს, არსად მიზანი, თანამგზავრად გყავს, თუ ერთგულება, ცხოვრების ნავსი, სწორედ , იცანი.
თუ, თვალს ახარებს, ვარდები ისევ, გორის წვერს, თუკი, მზეც იწვერება, თუკი, ტკივილებს, რაღაცით ივსებ, თან გულში, ლექსიც, კვლავ იწერება.
მზე , თუ უნიშნავს, პაემანს მერცხალს, თუ, ისევ ყვავის, ნუში გაზაფხულს, თუ, გულში ხარობს, თან სიყვარული, თუ, მიწის სუნი, უდის, ისევ ხნულს.
ჩვენი ცა, ისევ, ივსება სხივით. თეთრი ღრუბლები, ჩნდება ხანდახან. ქართული გენი ზეობს, ზეიმობს, მტრედები ფრენენ, მხოლოდ ბან-დაბან.
ქარი ნიავად, იქმნება შენთვის, არ უშინდები, მარტის ნასესხებს, ირგვლივ, ხალისით, ყვავის გარემო, დარდს უფალიც კი, აღარ გასესხებს.
მითხარ- ეს არის, ის, რაც ინატრე, ედემი არის, ხომ, საქართველო, მოდი სულ ახლოს, სულ ახლოს მოდი, სიზმრად ნახულო, დროვ სანატრელო.
და ახლაც, მარტის შუარიცხვებში, ხანდახან წვეთავს, წვიმის წვეთები. მე, ისევ ისე , გაღმერთებ ახლაც, და ღობე-ყორეს, შენთვის ვედები.
ეს ლექსი,1-ლი კუპლეტიდან, 5-ე კუპლეტამდე, როგორც იკითხება ზემოდან ქვემოთ, ისევ ისე იკითხება ქვემოდან ზემოთ 5-ე კ უპეტიდანაც. რითიც ის გამორჩეულია სხვა ლექსთაგან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მელ. ზ, გულიანა, ელადა ძვირფასებო მსდლობას მოგიხდით თქვენი მოსაზრების დატოვებისა და წაკითხვისათვის. წინსვლა და უფლის შემწეობა გქონდეთ, მუდამ. პატივისცემით ნექტარი. 21/03/15წელი. მელ. ზ, გულიანა, ელადა ძვირფასებო მსდლობას მოგიხდით თქვენი მოსაზრების დატოვებისა და წაკითხვისათვის. წინსვლა და უფლის შემწეობა გქონდეთ, მუდამ. პატივისცემით ნექტარი. 21/03/15წელი.
2. "მე, ისევ ისე , გაღმერთებ ახლაც, და ღობე-ყორეს, შენთვის ვედები."
<3 ++ "მე, ისევ ისე , გაღმერთებ ახლაც, და ღობე-ყორეს, შენთვის ვედები."
<3 ++
1. არის კი?! მე მაშინებს ეს ედემი. .
++ არის კი?! მე მაშინებს ეს ედემი. .
++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|