სადღაა, გუროც გამქრალა... ალბათ გაქრება შატილიც... მუშაობს დროის მანქანა, მე კი ნანგრევთღა შავტირი... ალბათ ხახაბოც გაქრება... ანდაქ-არჭილოც... არდოტიც... გაქრება მუცოც... რომელზეც ამდენხანს ამდენს ვდარდობდი... მტერი წაიღებს ანატორს... მთებსაც და უღელტეხილსაც... ცასაც, რომელიც ყოველთვის მსურდა რომ ისევ მეხილა... ჩექმა და ხიშტი რუსისა, ამ მართლაც გადამთიელის, მოიწევს ისე უსისხრად, ისე ზაფრით და იერით... იქნება კვალიც კი გაქრეს აქ ჩვენი ძველი გენისა, ისეთი მძვინვარე არის სურვილი კართაგენისა!.. "არ აშენდების შლამისგან ბირთვის-სამშვილდის ციხენი!.." - აღარც-ვინ ერის პატრონი, აღარც-ვინ ქვეყნის მიმხენი! სულს მწუხარება მონისლავს, გულს და გონებას - ნაღველი... ეჰ, ხმალო ბატონიშვილის, რა დროს და საით წახველი! ეჰ, ხმალო ჩოლოყაშვილის, რწმენავ ასთა და ათასთა, ბავშვივით ვდგავარ, უმწეო, უიმედობის დაფასთან...
ამ რამდენიმე წლი წინათ რუსებმა სოფელი ფიჭვნი მიიტაცეს. სწორედ იმ პერიოდებში მომიწია ხევსურეთში კიდევ ერთხელ მოგზაურობამ. მაშინ დავწერე ლექსები ციკლი: "მიღმახეური ნათქვამები". ეს ლექსი იმ ციკლიდანაა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ძალიან ჯიგრიანია! +777 ძალიან ჯიგრიანია! +777
32. მაგარი ლექსია! მაგარი ლექსია!
31. შე კაი კაცო! ასე რომ დარდობ ეს გაქრებაო, ის გაქრებაო, წადი და იცხოვრე!
შე კაი კაცო! ასე რომ დარდობ ეს გაქრებაო, ის გაქრებაო, წადი და იცხოვრე!
30. სული დამეკაწრა,მართლა რამხელა გულისტკივილია. გილოცავ მიხეილ,მაგარი ლექსია 10 სული დამეკაწრა,მართლა რამხელა გულისტკივილია. გილოცავ მიხეილ,მაგარი ლექსია 10
29. იქნება კვალიც კი გაქრეს აქ ჩვენი ძველი გენისა!
შესანიშნავად ჩანს თქვენი გულისტკივილი. ნეტა, ყველას ასე ადარდებდეს თავისი კუთხის ბედი. იქნება კვალიც კი გაქრეს აქ ჩვენი ძველი გენისა!
შესანიშნავად ჩანს თქვენი გულისტკივილი. ნეტა, ყველას ასე ადარდებდეს თავისი კუთხის ბედი.
28. რა მშვენიერი ლექსია... სად ვიყავი მაშინ, ნეტავი, მეძინა? რატომ ვერ ვნახე თავის დროზე, როცა აქ გამოქვეყნდა? ძალიან მაინტერესებს სხვებიც ამ ციკლიდან... და ნუთუ ისე გაქრებიან ეს მშვენიერებანი, შენ რომ წერ, რომ ვერ მოვასწრებ ნახვას? სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი არც ფშავში, არც ხევსურეთში.... :( ,,ბავშვივით ვდგავარ, უმწეო, უიმედობის დაფასთან...’’ მეც! რა მშვენიერი ლექსია... სად ვიყავი მაშინ, ნეტავი, მეძინა? რატომ ვერ ვნახე თავის დროზე, როცა აქ გამოქვეყნდა? ძალიან მაინტერესებს სხვებიც ამ ციკლიდან... და ნუთუ ისე გაქრებიან ეს მშვენიერებანი, შენ რომ წერ, რომ ვერ მოვასწრებ ნახვას? სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი არც ფშავში, არც ხევსურეთში.... :( ,,ბავშვივით ვდგავარ, უმწეო, უიმედობის დაფასთან...’’ მეც!
27. ბავშვივით ვდგავარ, უმწეო, უიმედობის დაფასთან...
არ გვეკადრება ქართველებს უმწეობა და უიმედობა. ლექსი კი მომეწონა ბავშვივით ვდგავარ, უმწეო, უიმედობის დაფასთან...
არ გვეკადრება ქართველებს უმწეობა და უიმედობა. ლექსი კი მომეწონა
26. მაგრად მომეწონა, ეჰ გვეშლება ნელ-ნელა საქართველო! მაგრად მომეწონა, ეჰ გვეშლება ნელ-ნელა საქართველო!
25. მახსენდება კილომეტრით დაშორებული 300 რუსი და 30 ქართველი მესაზღვრე... მახსენდება კილომეტრით დაშორებული 300 რუსი და 30 ქართველი მესაზღვრე...
24. გეწიას გუდანის ჯვარი, ქალშავავ! გეწიას გუდანის ჯვარი, ქალშავავ!
23. კარგი ლექსია და რაც გამახსენდა ერთი პოეტის სიტყვებია: "ახლა ხევსურეთი, თვითონ ხევსურეთი, დიდი საქართველოს შუბლზე ნახმლევია" კარგი ლექსია და რაც გამახსენდა ერთი პოეტის სიტყვებია: "ახლა ხევსურეთი, თვითონ ხევსურეთი, დიდი საქართველოს შუბლზე ნახმლევია"
22. გაიხარე ჭირიმე. გაიხარე ჭირიმე.
21. მტერი არ აღირსოს ღმერთმა მაგ ყველაფერს,არც მოყვარე.... მტერი არ აღირსოს ღმერთმა მაგ ყველაფერს,არც მოყვარე....
20. გაიხარეთ, ბატონო მიხეილ! 5 გაიხარეთ, ბატონო მიხეილ! 5
19. საუცხოო პატრიოტული ლექსი. მეც ასე ვფიქრობ . ნადირი საუცხოო პატრიოტული ლექსი. მეც ასე ვფიქრობ . ნადირი
18.
10 საუცხოო პატრიოტული ლექსი
10 საუცხოო პატრიოტული ლექსი
17. :D პასუხი მაგარია :D :D პასუხი მაგარია :D
16. ეეე, რას გაუბერე შენ, ბიძია...მე თუ მინდა მრავაწერტილს დავწერ და თუ მინდა კითხვის ნიშანს. "ჯერ ქართული ენა და გრამატიკა ისწავლეთ"-ო!? ჰა,ჰა,ჰა...; გადავხედე შენს ნაცოდვილარებს და ეს ანდაზა გამახსენდა: ოცი შვილისა მამასა ცვედანი ტყნაულს ასწავლიდაო. ჩაიძირე რა შენს სიცარიელეში... ეეე, რას გაუბერე შენ, ბიძია...მე თუ მინდა მრავაწერტილს დავწერ და თუ მინდა კითხვის ნიშანს. "ჯერ ქართული ენა და გრამატიკა ისწავლეთ"-ო!? ჰა,ჰა,ჰა...; გადავხედე შენს ნაცოდვილარებს და ეს ანდაზა გამახსენდა: ოცი შვილისა მამასა ცვედანი ტყნაულს ასწავლიდაო. ჩაიძირე რა შენს სიცარიელეში...
15. აუ ეს მრავალწერტილები რა არის ? წაკვითხით არ წავიკითხავ და მხოლოდ ამიტომ. ისწავლეთ გრამატგიკა მაინც რა არის ეს მრავალწერტილები ? თუ გსურთ აგერ ზურა მეოთხე სართულზე ასწავლის სასვენ ნიშნებს და ასე შემდეგ. ისე მაინც კაი იქნებოდა ჯერ ქართული ენა და გრამატიკა რომ გესწავლათ ! აუ ეს მრავალწერტილები რა არის ? წაკვითხით არ წავიკითხავ და მხოლოდ ამიტომ. ისწავლეთ გრამატგიკა მაინც რა არის ეს მრავალწერტილები ? თუ გსურთ აგერ ზურა მეოთხე სართულზე ასწავლის სასვენ ნიშნებს და ასე შემდეგ. ისე მაინც კაი იქნებოდა ჯერ ქართული ენა და გრამატიკა რომ გესწავლათ !
14. შესანიშნავია შესანიშნავია
13. რაღაც მაინც სულს არ აფორიაქებს და ვერ განვიცდი... ვფიქრობ ცოტა მსუბუქადაა დაწერილი. საერთო ჯამში კი მომეწონა!!! რაღაც მაინც სულს არ აფორიაქებს და ვერ განვიცდი... ვფიქრობ ცოტა მსუბუქადაა დაწერილი. საერთო ჯამში კი მომეწონა!!!
12. ძალიან მომეწონე. ნიკოლოზობას გილოცავ და წინსვლას გისურვებ! :) ძალიან მომეწონე. ნიკოლოზობას გილოცავ და წინსვლას გისურვებ! :)
11. 5 წარმატებები 5 წარმატებები
10. აქტუალური თემაცააა და აქტუალურად თქმაც 5 აქტუალური თემაცააა და აქტუალურად თქმაც 5
9. აქტუალური თემააა....:( აქტუალური თემააა....:(
7. ეხხ, ვაი რომ მეც მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია, მაგრამ ქულები არაა მთავარი აქ. გაიხარე ეხხ, ვაი რომ მეც მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია, მაგრამ ქულები არაა მთავარი აქ. გაიხარე
6. ძალიან კარგი ლექსია რომ შემეძლოს 10-იანს დავწერდი :D ძალიან კარგი ლექსია რომ შემეძლოს 10-იანს დავწერდი :D
5. მომეწონა და ძალიან მეტკინა...5 მომეწონა და ძალიან მეტკინა...5
4. ძალიან მომეწონა! ამას ვეძახი პოეზიას, საღოლ!!! (აღარ დავკონკრეტდები) ;) ძალიან მომეწონა! ამას ვეძახი პოეზიას, საღოლ!!! (აღარ დავკონკრეტდები) ;)
3. კარგია! 5... კარგია! 5...
1. ძალიან მტკივნეული თემატიკაა... ადამიანური რეაქცია რომ განზე გადავდო,ლექსი არ მომწონს.'რითმებს ''წირავთ'' ლექსის ხარისხს აქ. ისეთი თემაა და ავტორი ისეთი ნიჭიერი,გაცილებით ემოციურად,ძარღვიანად და კარგად შეიძლებოდა თქმა...
ჩემი კეთილგანწყობა ავტორის მიმარტ.:)როცა ადამიანის შემოქმედება მომწონს,ძალიან პრეტენზიული ვხვდები ხოლმე.:)პატივისცემით:) ძალიან მტკივნეული თემატიკაა... ადამიანური რეაქცია რომ განზე გადავდო,ლექსი არ მომწონს.`რითმებს ``წირავთ`` ლექსის ხარისხს აქ. ისეთი თემაა და ავტორი ისეთი ნიჭიერი,გაცილებით ემოციურად,ძარღვიანად და კარგად შეიძლებოდა თქმა...
ჩემი კეთილგანწყობა ავტორის მიმარტ.:)როცა ადამიანის შემოქმედება მომწონს,ძალიან პრეტენზიული ვხვდები ხოლმე.:)პატივისცემით:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|