ვინ ამოვიდა ზღვიდან... ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვე-ნი პირველი ნაბიჯები ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმა-ნეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფ-რო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა. კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხ-ვევია. ბეწვზე ვუშველე თავს, ძლივს მოვასწარი ფეხის მომაგრება ზედ ორმოს ნა-პირზე... სული მოვითქვი. რა კარგია, გადავრჩი-მეთქი, საკუთარ თავს მივულოცე. როგორც ჩანს, სხვა ბილიკი ამირჩევია ამ წალკოტში... ანდა სულაც გზა დამბნევია, რამდენა-დაც მახსოვს, ჩემს წინამორბედს ორმო ერთი სიტყვითაც არ უხსენებია. გზის გაგრძელებას ვაპირებდი ისევ... ხომ უნდა მივყოლოდი მწვანე ბილიკს, ნებ-სით თუ უნებლიეთ ჩემთვის გამზადებულს. უცბად ვხედავ, ორმოდან ვიღაცა ამობობღებას ცდილობს, და ეს ვიღაცა სხვა არა-ვინაა, თუ არა... ოქროს ნიღაბი. სწორედ ის, ვისი გულისთვისაც გამოვიარე ამხელა გზა. ხელიც კი გამომიწოდა, მანიშნა, მომეშველეო. რაღა თქმა უნდა, წავაშველე ხელი. ოქროს ნიღაბი ამოვიდა ორმოდან, მაშინვე თავისი ბრწყინვალე სამოსელის ფერთხვას მოჰყვა. მოიცილა, თუ რამ ზედმეტი აჰ-კვროდა ტანზე. მოიწესრიგა თავი, წელში გასწორდა, ოქროს ბრწყინვალე ქანდაკებასავით აღი-მართა ჩემს წინაშე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემი წინამორბედი აღწერდა; მთელ სახეს უფარავდა ოქროს ბრწყინვალე ნიღაბი... და საერთოდ, თავიდან ფეხებამდე ბა-ჯაღლო ოქროსგან გამოძერწილს ჰგავდა. მის უკან მიწის ღრმა ორმოს დაეღო პი-რი. - ჭექა-ქუხილის ღმერთმა უმისამართოდ დაარტყა, - მაცნობა მან ისე უბრალოდ, თითქოს დაწყებულ საუბარს აგრძელებსო. ჰო, ჯერ არ მითქვამს; ცალი ხელით ლამაზი ჭრელი ბურთი ჩაებღუჯა. შევყურებდი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას, თვალი ტკბებოდა, გული ხარობდა, თავ-ში ხომ ნამდვილი ქარიშხალი დამიტრიალდა: ო, რომ იცოდე, რად მიღირს შენთვის როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, ოქროს ნიღაბი განუწყვეტლივ ჟონგლიორობდა. საოცრად ხელმარჯვე აღმოჩნდა, ჭრელი ბურთი ლამაზ ფართო რკალებს აღწერდა ჰაერში და კვლავ ოქროსგან ნაძერწ ხელებს უბრუნდებოდა აუცდენლად. - ჰოდა, ოქროს შესახებ ვილაპარაკოთ, - ვთქვი მე. იმედი ჯერ კიდევ არ დამე-კარგა, იქნებ რაიმე გამოსულიყო, - მეც მაქვს ჩემი სათქმელი ოქროს შესახებ. მეც კარგად ვიცნობ მას, ჩემებურად... - სალაპარაკო თემა უკვე შერჩეულია, - მივიღე პასუხად. - რა თემაა ასეთი... - ჩავილაპარაკე გულნაკლულმა. მინდოდა მეთქვა, ოქროზე უკეთესიო, მაგრამ აღარ გავაგრძელე. - ზღვიდან ამომავალი მხეცი, - თქვა ოქროს ნიღაბმა, ბურთიც შედარებით უფრო მაღლა აისროლა. იმავე წამს ჭექა-ქუხილივით ომახიანი ხმა გამოიჭრა მწვანე ტოტების მიღმიდან. მაშინვე მივხვდი, ჭექა-ქუხილის ღმერთი უნდა ყოფილიყო. აბა, სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ომახიანი ხმის პატრონი. - ...დიდი მოწიწება გვმართებს, ძალიან დიდი. ხომ იცით, აქ თითო სიტყვა თითო ცთომილს მაინც იწონის... მგრგვინავ სიტყვას გამოხმაურებაც მოჰყვა: ეს ჩვენთვისაც ცნობილიაო, გავარჩიე ქოროს მსგავს ხმებში. წმინდა წერილი მოიხსენიეს ასე, როგორც ოქროს ნიღაბმა მაცნობა. ამ შეხედუ-ლებას მეც ვეთანხმებოდი (მთელი სულით და გულით), მეც მიყვარს იმ საოცარ სიღ-რმეებზე თვალის მიდევნება, წმინდა წერილის სიტყვების მიღმა რომ ილანდება. ჯერ ეს თქმა რად ღირს: ,,გადაივლის ეს ცა და მიწა, ჩემი სიტყვა არ გადაივლის~. ამ სიტყვებს ცთომილის კი არა, ზევარსკვლავის წონა აქვთ, საიდანაც მთელი სამყარო-ები და გალაქტიკები იბადებიან. საქმე იმაშია, რომ საამისო განწყობა ნამდვილად არ გამაჩნდა. თავს ვიმტვრევდი, რაიმე მეღონა და ოქროს ნიღაბი როგორმე ოქროს შესახებ ამელაპარაკებინა. დანარჩენები? ჰმ, ისინი სათვალავში ჩასაგდებნი არც იყვ-ნენ. - იქნებ როგორმე გადააფიქრებინო მათ... - წამოვიწყე მე... - ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, - მითხრა ოქროს ნიღაბმა, - ერთი შენღა გე-ლოდნენ. შენ ხომ მეშვიდე ხარ... ჰო, მართლა... აქ ძალიან უყვართ ეს ციფრი, მოთამაშეც ასე ამბობდა; თამაშს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც შვიდნი გახდებიანო. მაშინ მოთამაშე იყო მეშვი-დე. ახლა, როგორც ჩანს, მე მხვდა წილად ეს პატივი. მაგრამ რა დროს თამაშია... როგორმე ოქროს ნიღაბი უნდა ავალაპარაკო, თავისი საიდუმლო ვათქმევინო. თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, გაურკვევლობა მტანჯავდა, აღარ ვიცოდი, რა მე-ღონა, როგორ ამელაპარაკებინა ოქროს ნიღაბი, რა მეთქვა ისეთი, მისი ყურადღება რომ დამეპყრო... გადამლაშებისაც მეშინოდა... თითქოს ზღაპრულად ლამაზ უცხო ფრინველს ვუთვალთვალებდი და ვცდილობდი, რაიმეთი არ დამეფრთხო... იქნებ ხმაც აღარ გაეცა ჩემთვის ოქროს ნიღაბს, თუკი თავს ზედმეტად მოვაბეზრებდი. უცბად ჩემს ცხვირწინ ნიღბების აცმამ იწყო კონწიალი, ჭექაქუხილივით მგრგვი-ნავი ხმაც სულ ახლოდან გაისმა: - აირჩიე, რომელი ნიღაბი გინდა... თუნდაც თვალის შევლება... შენ, მხოლოდ შენ დაგეძებ ამ მშვენიერ წალკოტში, შენ-სკენ მოვილტვი, შენსკენ მომიხარია... ეს სიტყვები ჯებირის გამორღვევას ლამობდნენ, მაგრამ სიფრთხილე ვამჯობინე (ბუნებით წინდახედული ვარ... მით უმეტეს მაშინ, როცა რაიმეს ჩავუდგები კვალში, თანაც ეს ,,რაიმე~ ასე მიმზიდველად გამოიყურება), ისევ მის სიტყვებს შევეხმიანე; - ვიცი, მსმენია ჭექა-ქუხილის ღმერთის შესახებ, მოთამაშემ მიამბო. სხვაც ბევ-რი რამ მითხრა, ოღონდ აი, ორმო არ უხსენებია. ეს ბოლო ფრაზა საიდან გაჩნდა, არ ვიცი. ორმოს შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებდი. იცოცხლე, მომიხდა ამაზე დაფიქრება, ოღონდ... ცოტა მოგვიანებით. - მოთამაშე ვერაფერს გეტყოდა ორმოს შესახებ, ორმო სულ ახლახანს გათხა-რეს, - მითხრა ოქროს ნიღაბმა. ჩანს, ჩემი დაულაგებელი სიტყვები არც ისე ეუცხო-ვა. - რისთვის? - ვიკითხე (ჰმ, თითქოს სხვა აღარაფერი მქონდა გამოსარკვევი). - ალბათ, რომელიმე მცენარის გადმორგვას აპირებენ. ზოგიერთ მათგანს განსა-კუთრებული ზრუნვა სჭირდება, ახალ ნიადაგს რომ შეეგუოს... ანდა იქნებ საყრდენს ამზადებენ მრავალთაღოვანი სივრცისთვის. შეიძლება ეძებენ რაიმეს, ვერ გეტყვი... -ამას რომ ამბობდა, სახე (ანუ ნიღაბი) ორმოსკენ მიაბრუნა ოქროს ნიღაბმა, ჰაერი მთელი მკერდით ღრმად ჩაისუნთქა, - მიყვარს მიწის სურნელი... - მეც მიყვარს, - ვთქვი, სხვა რაღა დამრჩენოდა. მეც ჩავისუნთქე მიწის სურნელი... (მართლა რა მსუყეა ეს დალოცვილი...) ძალა მოვიკრიბე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. თუ ამ წალკოტში რაიმე გამახარებდა, მხოლოდ შენთან შეხვედრა-მეთქი, ვუთხარი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას. - რაში გჭირდები? - მკითხა მან, ორმოს მოსცილდა, ნელა გაუყვა მწვანე ბი-ლიკს. თან ჭრელი ბურთით ჟონგლიორობდა. ცხადია, მეც მივყევი. ,,რაში გჭირდებიო?~ ეს სიტყვები რაღაცამ თუ ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა ჩემში... აი, ესაა საკითხავი! თუმცა მე მოვახერხე თავის მოთოკვა, დინჯად ვაცნობე ოქროს ნიღაბს, რომ მო-თამაშემ ძალიან, ძალიან ბევრი რამ მიამბო აქაურობის შესახებ... ისიც მითხრა, რომ თამაში გიყვართ... და საოცრად საინტერესო მეთოდებს ირჩევთ სათამაშოდ... ისეთ საშუალებებს პოულობთ, თავში რომ აზრადაც არავის მოუვა. მაგრამ, უნდა ვაღიარო, ვეუბნები ოქროს ნიღაბს, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რაც სწორედ მის შესახებ, ოქროს ნიღბის შესახებ მიამბო მოთამაშემ. მან მითხრა, რომ ოქროს ნიღაბი თურმე ოქროს ჩაუდგა კვალში, უდიდესი იდუმალებით მოსილ მზისფერ მეტალს. ბევრ საოცრებასაც მიაგნო, თანაც მზადაა ყველას გაუზი-აროს იგი. იმასღა ნატრობს, ვინმემ ყური დაუგდოს, მეტი არც არაფერია საჭირო... ძალიან, ძალიან ბევრ საიდუმლოს გაუმჟღავნებს ოქროს შესახებ... ისეთ რამეებს იტყ-ვის, რაც ჯერ არავის სმენია. - ამაზე ნამდვილად არ დაგზარდები, - მითხრა ოქროს ნიღაბმა (გულზე ცხელი ტალღა მომაწვა), - ოღონდ როგორმე სხვა დროს (ცხელი ტალღა უკუიქცა, მთელ სხეულში ყინულისებური სიცივე ვიგრძენი). - თამაში აუზთან უკვე დაწყებულია, ახ-ლა იქ უნდა ვიყოთ. 5 4 ბია ჩემი მიზანი, თუ გნებავთ, ღვთაება... ო, რა მაცთუნებლად ბრწყინავს, მის ყურე-ბას მართლაც არაფერი სჯობს. ჰოდა, თვალსაც არ მოვაცილებ... ,,როცა იქნება, ჩაგიგდებ ხელში და აგალაპარაკებ!~ გულში ასე დავექადნე ოქროს მშვენიერ ქანდაკებას. აქედან ისე როგორ წავალ, სანამ შენს საიდუმლოებებს არ გა-ვიგებ... აკი მოთამაშემაც (ჩემმა წინამორბედმა) გამაფრთხილა, ფეხი არ მოიცვალო იქიდან, სანამ საწადელს არ ეწევიო. თვითონ ჩემი წინამორბედი ვერ ეწია საწადელს... ვერ ითამაშა, როგორც უკვე ვთქვი... უფრო მეტიც, თვალითაც ვერ იხილა, ვისთანაც უნდა ეთამაშა. რა დიდმნიშ-ვნელოვნად ამბობდა ამ სიტყვას, ,,ის~... მე კი, მისგან განსხვავებით სწორედ თვალ-წინ მყავს, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად გამახარებდა... სულ პირველად სწორედ ის (ოქროს ნიღაბი) შემომხვდა, როგორც კი წალკოტში ფეხი შემოვდგი. კარგი ნიშა-ნია, აუცილებლად ავალაპარაკებ, გავიგებ ყველა მის საიდუმლოს. როცა იქნება, დასრულდება ეს მიეთ-მოეთი... ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნ-და დასრულდეს იგი? ჰოდა, მაშინ მივიტან იერიშს ოქროს მშვენიერ ქანდაკებაზე... სანახევროდ გავთიშე ცნობიერება, რათა ნაკლებად შევეწუხებინე ნიღბების მიეთ-მოეთს, ჩემს საფიქრალს გავყევი... (დრო რაიმეთი ხომ უნდა გამეყვანა) ერთმანეთს ვადარებდი ჩემს საკუთარ შთაბეჭდილებებს და მოთამაშის ნათქვამს (ეს შეიძლება სასარგებლო გამომდგარიყო), ნამდვილ სამოთხეს ჰგავს იქაურობაო, ასე ამბობდა იგი. ოდნავადაც არ გადაუჭარბებია, ამ მშვენიერ წალკოტს სხვანაირად ვერც უწოდებ... ჰო, კიდევ როგორ ამბობდა? ასეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ვიღაცის ძლევამო-სილ მარჯვენას ვუჭვრეტდიო. ყველა და ყოველი ამ წალკოტში, სულ პაწია უღო-ნო ბალახიც კი, ამაზე ღაღადებდაო. სრული ჭეშმარიტებაა... ასე როგორ გალაღდე-ბოდნენ თუნდაც აი, ეს მრავალფერადი ყვავილები, ვიღაცა გამუდმებით რომ არ ზრუ-ნავდეს მათზე. მეც მაგონდება მათი დანახვისას განებივრებული ჩვილები (ჩემი წინა-მორბედის სიტყვებია), იმ ზომამდე არიან გასათუთებულნი. ცვალებადმა სივრცეებმა ხომ პირდაპირ გამაოგნა, ყოველ მომდევნო ნაბიჯს თით-ქოს სულ სხვა, ახალ სამყაროში შევყავდი. ოქროს ნიღაბმაც თქვა რაღაც ამის შე-სახებ, მრავალთაღოვანი სივრცე ახსენა... არ ვიცი, როგორ და რანაირად ხერხდება ეს ყველაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი, აქ შემოსულთაგან მოწყენას ვერავინ იგრძ-ნობს, ყოველ ნაბიჯზე რაიმე სიახლე ელოდება. რკინის ჭიშკარიც სულ ადვილად გაიღო, ხელის დაკარებისთანავე (ისევ შემოსას-ვლელთან დავბრუნდი, ჩემი ფიქრები უთავბოლოდ დაჰქრიან). დიდი ჭიშკარი, შავად ჩალუსკუმებული... არადა, როგორი მასიური, როგორი მძიმე ჩანდა. იფიქრებდი, ად-გილიდან ვერც კი დავძრავო. ასე რომ, ყველაფერი ემხთვევა ერთმანეთს, გარდა ერთისა; მე ვნახე, თუ როგორ ამობობღდა ოქროს ნიღაბი ღრმა ორმოდან, ჩემს წინამორბედს ეს არ უნახავს. ახლა კიდევ ნიღბები... ერთი შეხედვისთანავე ვცნობ ყველა მათგანს. მათ შესახე-ბაც ბევრი რამ მიამბო მოთამაშემ... აგერ მზის ნიღაბი, მომღიმარე მზის გაბადრული სახე, სამოსელზე მიმოფანტული ოქროსფერი სხივები... მართლაც ხალისის მომფენი შეხედულება აქვს, არ შეიძლება არ გაგეღიმოს მისი დანახვისას. ორსახა ნიღაბი... სწორედ ისეთია, როგორიც წარმომედგინა; ორი ზუსტად ერთ-ნაირი ნიღაბი, სხვადასხვა მხარეს მომზირალი... თუ არ ვცდები, წყალსა და სულს გამომაფხიზლა ამ ხმამ... აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა... ჩემს წინამორბედსაც ჭე-ქა-ქუხილის ღმერთმა შესთავაზა ნიღბები. რამდენადაც მახსოვს, დომინოს ნიღაბი აირჩია. მეც მის კვალს მივყევი. მოვირგე ნიღაბი, ისევ ოქროს ნიღაბს მივუბრუნდი, ჩემს გვერდით მეგულებოდა... აჯობებს, მასთან ახლოს ვიყო, რა იცი, რა ხდება... რა დაგიკარგავს და რას ეძებ... ოქროს ნიღაბი ახლომახლოს არ ჩანდა. აუზის მიღმა აღმოვაჩინე, როდესაც კარგად მოვათვალიერე იქაურობა. ჰო, მოთამაშემ აუზიც ახსენა. ისიც, რა თქმა უნდა, საოცრად ლამაზი. დანარჩენებიც დავინახე, აუზის ირგვლივ ჩამორიგებულიყვნენ. ყველა ნიღაბი ორი იყო, თუ მათ ორეულებსაც მივათვლით, ცრემლივით კამკამა წყალში არეკლილებს... ეს, ცხადია, ოქროს ნიღაბსაც ეხება. ყველაზე საოცარი სანახავი სწორედ ის იყო: ოქროს ორი ბრწყინვალე ქანდაკება, ერთმანეთთან ასე ახლოს და თან სულ სხვა-დასხვა სამყაროში მყოფნი, სრულიად მოუხელთებელნი ერთმანეთისთვის. ჭრელი ბურთი უძრავად იდო იქვე... (ცხადია, ისიც ორი იყო). ჩანს, ოქროს ნიღაბს მობეზ-რებია ჟონგლიორობა. მათი თვალიერება აღარ დამცალდა, ისევ ჩამესმა ჭექა-ქუხილის ღმერთის როხ-როხი: -...ზღვიდან ამომავალი მხეცი... ვინ უნდა იყოს იგი? ვერვინ შეძლო ზღვიდან მი-სი ამოტყუება. ნიღბები მაშინვე გაცხოველებით გამოეხმაურნენ ჭექაქუხილის ღმერთის როხროხს: მართლაც, რამდენი თავსატეხი გაგვიჩინა ამ საოცარმა არსებამ... რატომ გაურბის ასე ჯიუტად ყოველგვარ ადამიანურ განსჯას. რამდენი ხანია, ვცდილობთ და ვეძიებთ, მაგრამ მისი ვერაფერი გავიგეთ, შვიდ თავს ათი რქა ვერა და ვერ მოვარგეთ. ვერც ლომის ხახა მივუსადაგეთ ავაზას სახეს. დათვის ფეხებმაც ხომ მთლად ბურუსში გახვია ყველაფერი... და საერთოდ, ისიც გაუგებარია, რატომ ჰქვია ზღვიდან ამომა-ვალი მხეცი. მართლა ზღვიდან ამოვიდა, თუ რაიმე შემთხვევის გამო ეწოდა ასე... ცნობილი ჭეშმარიტებაა, მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს ხანდახან ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა. ასე და ამგვარად, გააგრძელეს ნიღბებმა მსჯელობა. ერთგვარად საინტერესოც კი მეჩვენა ზოგიერთი მათი მოსაზრება. კერძოდ ის, შემთხვევის როლი რომ არ გამოჰ-პარვიათ მხედველობიდან, მაგრამ დიდად გაწბილებული დავრჩი, როდესაც ერთერთი ბელადის (კაცობრიობას ხომ არაერთი ბელადი ჰყოლია თავისი არსებობის მანძილ-ზე) სახელი გაიხსენეს და მას დაუკავშირეს ზღვიდან ამომავალი მხეცი, აქაოდა ბე-ლადს მდინარის სახელი ერქვა და ყველა მდინარე ხომ ბოლოს ზღვაში ჩადისო... ეეჰ, ამათ მართლა სათამაშოდ მოუცლიათ, ჩემი წინამორბედიც ხომ სწორედ ასე ამბობდა; იქ (ზღაპრულად მშვენიერ წალკოტში) მუდამ თამაშობენო. ძალიან კარგი, ითამაშეთ, სანამ არ მოგწყინდებათ... ეს თქვენი მიეთმოეთი მართლაც თამაშია და მე-ტი არაფერი... ჩემი წინამორბედიც სათამაშოდ ეწვია აქაურობას, თუმცა ვერ ითამაშა, ო, რა გულდაწყვეტილი იყო, ვერ გავაგორე ჩემი კამათელიო. ერთადერთი, ვინც არ თამაშობს ამ ნიღბებს შორის, მე ვარ. დიახ, აქ სათამაშოდ ნამდვილად არ მოვსულვარ, ფრიად სერიოზული მიზანი მამოძრავებს. ოქროს ნიღა-7 6 გამოგკითხავ ძირისძირობამდე... აქედან ისე როგორ წავალ, სანამ ბოლომდე არ გათ-ქმევინებ ყველაფერს. - იქნებ მეკობრეებში მოვიძიოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი, - ჩამესმა ნაცნობი როხროხი. ეს ჭკუასთან უფრო ახლოაო, გამოეხმაურა რომელიღაცა ნიღაბი. თავიც არ ამი-წევია, მთელი ეს მიეთმოეთი სულ უფრო და უფრო მაღიზიანებდა. როგორმე უნდა გაუძლო ბოლომდე, შევუძახე ჩემს თავს, როცა იქნება, მორჩებიან ამ აბდაუბდას, ამ-ქვეყნად ყოველივეს აქვს თავისი დასასრული... მთავარია, მოთმინებამ არ გიღალა-ტოს, ბოლო სიტყვა შენია... კიდევ უფრო ღრმად ჩავიძირე მთვლემარე, უწესრიგო ფიქრებში... მგონი თვლემამ უფრო შორს წამიღო; ოქროს ნიღაბი გადღაბნილ ოქროსფერ ლაქად იქცა... არ ვი-ცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. - მხეცი ძალიან ჯიუტობს, - დაიგრგვინა ნაცნობმა ხმამ (ჭექა-ქუხილის ღმერთ-მა, აბა, სხვა ვინ იქნებოდა) - არაფრის გულისთვის არ ამოდის ზღვიდან. ამ ხმამ მაშინვე გამომაფხიზლა, აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა. ოქროსფერი ლა-ქა ისევ ოქროს ნიღბად იქცა. დანარჩენი ნიღბებიც შედარებით ხმამაღლა აჟივჟივდ-ნენ: უნდა ვაღიაროთ, მართლაც ასეაო, თქვეს. რამდენი არ ვეძიეთ და ვჩხრიკეთ, შვიდ თავსა და ათ რქას შორის ლოგიკური ძაფი ვერ გავაბითო, და საერთოდ, ამ სიმბოლოებს ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნეთო. თუ ხანდახან რომელიმე მათგანი ჰგავს და ემთხვევა რაიმეს, უცბად სხვა მხრივ ისეთი რამ გამოტყვრება, ყველაფერს წყალში გვიყრისო. ამის გაგონებაზე იმედი მომეცა, იქნებ მორჩნენ ამ უსაგნო ლაყბობას (თუ თამაშს... რაც უნდათ, ის დაარქვან), მეც ჩემსას ვეწიო, ოქროს ნიღაბს მივუჩოჩდე. საქმეში ხარ? ყველაფერი თურმე ჯერ კიდევ წინ იყო, კიდევ რამდენი რამ მე-ლოდა... ეს რომ მაშინვე მცოდნოდა, არ ვიცი, რა მომივიდოდა აზრად, რა გადაწყ-ვეტილებას მივიღებდი. მაგრამ წინასწარ ვინ რა იცის? მზის ნიღაბმა ითხოვა სიტყვა, რაღაც მინდა გითხრათ, ყველამ კარგად მომისმი-ნეთო. შენს მოსასმენად ყველანი მზად ვართო, მიუგეს. ამას გარდაო, სიტყვა გააგრძელა მზის ნიღაბმა, ნება მომეცით, მე დავასრულო ჩვენი თამაში, როცა ამის დრო მოაწევს. იქ არის, რაღაც, კარუსელს რომ მაგონებს, ხომ იცით, კარუსელი ჩემი საყვარელი თემაა. ნიღბებმა, არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს რამეო. აუზის ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, ყველამ მზის ნიღაბს მიაპყრო მზერა. * * * - იცით, რა მაგონდება? - ასე დაიწყო მზის ნიღაბმა თავისი სიტყვა, - ის ლიფ-სიტა მაგონდება, პატარა ტბორში რომ დაცურავს. იქაა მისი საცხოვრისი, იმ ტბო-რის წიაღით სულდგმულობს. ხანდახან თუ ამოხტება წყლიდან... რას დაინახავს ამ დროს ლიფსიტა? ტბორის ნაპირებს დაინახავს, და სწორედ ის წარმოუდგება მთელ სამყაროდ. განასახიერებს. ფართოსახელოებიანი ფრიალა სამოსელი წყლის ჭავლივით ულაპლა-პებს. ცისარტყელას ნიღაბი... აბა, ამის ცნობას რა უნდა? თავით ფეხებამდე ცისარტყე-ლას ფერებით შეფერილა, უზარმაზარი სათვალის ჩარჩოც ცისარტყელას ფერებით მოუხატავს. მერე, მგალობელი ფრინველი... არც ამის ამოცნობაა ძნელი; ხშირი, ხუჭუჭა თმე-ბი, დაწინწკლული პეპელა ჰალსტუხი. ფართო მანჟეტები უფრიალებს, ისიც დაწინ-წკლული. შედარებით სადად გამოიყურება ამ ჭრელა-ჭრულა ნიღბებში, მაგრამ, ჩე-მი აზრით, არც პეწი აკლია, არც დახვეწილობა... პირიქით, აღემატება კიდეც სხვებს ამ მხრივ... ...და რა თქმა უნდა, ჭექა-ქუხილის ღმერთი! ო, ამან უკვე კარგად გამაცნო თავი; გამგმირავი გამოხედვა, მრისხანე მეომრის იერი, დამაბრმავებლად მოლაპლაპე ელვის ისრები და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად ომახიანი ხაფი ხმა, მართლაც ჭექა-ქუ-ხილივით მგრგვინავი. ბოლოს კი (საგანგებოდ მოვიტოვე ბოლოსთვის) ოქროს ნიღაბი. ერთიანად ოქ-როსფრად მბზინავი, თავით ფეხებამდე. რა მშვენიერია, რა პეწიანი და ლაზათიანი... ჯერ მარტო მისი დანახვაც კი რად მიღირს... მოსვენებით და დიდებულად სუფევს აუზის კიდესთან... კიდესთანო, ვამბობ, მაგრამ ეს კიდე იმდენად ჩახლართულია ნა-ირნაირი ორნამენტებით და რაღაც გამოუცნობი, ძერწილი სახეებით, ასეთი უბრალო სიტყვა მეხამუშება თითქოს. ო, რა კარგად იგრძნობდა აქ თავს ვინმე მხატვარი დი-ზაინერი, რა წყალუხვ წყაროს იპოვიდა საკუთარი ფანტაზიისთვის. აუზში კი წყალია, მართლაც ცრემლივით გამჭვირვალე, როგორც სარკეში, ისე ირეკლება მასში ყველაფერი... და ყველა ნიღაბი ორია, როგორც უკვე ვთქვი... ასე-ვე ოქროს ნიღაბიც... ჭრელი ბურთიც ორია... საოცარია, ოქროს ნიღაბი ამ ბურთს წამითაც რომ არ იშორებს თავიდან... ეს ბურთიც რა პეწიანი სანახავია... ნაირფე-რები (ოქროსფერი, ლაჟვარდისფერი, მწვანე და ა.შ.) თითქოს უწესრიგოდ არიან მი-მოფანტულნი, მაგრამ ისე ლამაზად ერწყმიან ერთმანეთს, უკეთესს ვერც კი წარმო-იდგენ. ვერცერთი მხატვარი აქ ოდნავ შესწორებასაც ვერ შეიტანდა. თანაც, ამ ლა-მაზ ჭრელ ბურთს, ერთგვარი მარგალიტის მსგავსი ელფერიც გადაჰკრავს, თითქოს მქრქალ შარავანდედშია გახვეული. უცბად ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი ისევ გაისმა, ნახევრად მთვლემარე ფიქ-რები დამიფრთხო: - იქნებ მეზღვაურთა რიგებში აღმოვაჩინოთ ზღვიდან ამომავალი მხეცი! - ჰო, ჰო! აჯობებს, ასედაც ვცადოთ, - აჟივჟივდნენ ნიღბები. თავი გავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიშორებდი. არაფრის გაგონება არ მინდო-და, ისევ ჩემს საფიქრალს მივუბრუნდი, ოქროს ნიღაბს შევყურებდი თვალმოუშორებ-ლად, მერე მის ორეულზე ვინაცვლებდი წყლის სარკეში, და ასე დაუსრულებლად. თვით შენი ორეულის ჭვრეტაც კი რა თავშესაქცევია, შენზე თუ აღარაფერს ვიტყ-ვი, გულში ასე მივმართე ოქროს ნიღაბს. ნეტავი მაცოდინა, რა საიდუმლოა შენი სა-იდუმლო, როგორ დაიჟღერებს, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, მეღირსება მისი მოს-მენა. ოქრო თავის თავში მთელ სამყაროს აირეკლავსო, ასე გითქვამს მოთამაშისთ-ვის. მე რაღას მეტყვი ნეტავი? ამ ზოგად ფრაზებს მე არ დაგაჯერებ, ყველაფერს
* * * ერთი წამით ყურადღებას ვითხოვ: როგორც კი მზის ნიღაბმა დრო-სივრცის უფარ-თოესი რკალი ახსენა, როგორღაც ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. მგონი სივრცე მართლა გაფართოვდა, ცისკიდურს ვერსაით დაინახავდი, საითაც არ უნდა გაგეხე-და... და საერთოდ, ვერანაირ საზღვარს თუ ნაპირს ვერ დალანდავდი, მეტად თავი-სებური შორსგაზიდულ სივრცეში ამოვყავით თავი... ციური მნათობებიც დაგვიახლოვ-დნენ; ახლა უკვე ჩვენს შორის დარიალებდნენ ცთომილები, მეტეორები თუ ვარსკვ-ლავები... არც იყო გასაკვირი, ჩვენ ხომ ვარსკვლავებამდე ავმაღლდით... ყოველივე ამასთან ერთად განათებაც შეიცვალა ჩვენს ირგვლივ, იგი რაღაც სხვა შუქმა შეც-ვალა. ამ შუქის წყაროს ვერ დაადგენდი, იგი თითქოს ყველა მხრიდან ჟონავდა, რო-გორც მზის სხივები სქელ ნისლში... მან სულ მთლიანად აავსო ჩვენი შორსგაზიდუ-ლი სივრცის წიაღი, ყველას და ყველაფერს მოეფინა, თან რაღაც უცნაურად გადა-ასხვაფერა, უპირველეს ყოვლისა, ეს ნიღბებს ეხება. ცისარტყელას ნიღაბი მგონი ოდნავ გახუნდა, ცისარტყელას ნაირფერები ძველებურად ვეღარ ჭახჭახებდნენ... სა-მაგიეროდ, მგალობელი ფრინველი ზეციური ფერების ნამდვილ გამოფენად იქცა... ნისლის ფთილას გაგახსენებდათ, რიჟრაჟისას ცაზე შემორჩენილს. მერე როგორ უხ-დებოდა დაწინწკლული მანჟეტები და პეპელა ჰალსტუხიც. მზის ნიღაბი ოდნავ ჩა-მუქდა, ჩამავალი მზის მსგავსი მოწითალო ელფერი მიიღო... ორსახა ნიღაბი სულმ-თლად ვერცხლისფრად ალაპლაპდა, კიდევ უფრო დაემსგავსა წყლის ჭავლს. ჭექა-ქუხილის ღმერთი ისევ ისეთი იყო, როგორიც თავდაპირველად, ცვლილების მსგავსი არაფერი დასტყობია. რაც შეეხება ოქროს ნიღაბს... ო, ამაზე ნამდვილად ღირს ენის მოცვეთა. თუ შე-იცვალა, სწორედ ის შეიცვალა. კი არ გახუნებულა... არც კი იფიქროთ... ისევ ისე ბრწყინავდა, როგორც მაშინ, ღრმა ორმოდან რომ ამოდიოდა (სხვათა შორის, ის ორ-მო რაღაც უცნაურად მახსენებს ხანდახან თავს). დიახ, ყველაფერი უცვლელად შე-ინარჩუნა ოქროს ნიღაბმა შეცვლილ დრო-სივრცეში; პეწი, ლაზათი, ბრწყინვალება, ბეწვის ოდენაც კი არაფერი დაჰკლებია... ოღონდ აი, მის თავზე პაწია რქები გამო-ისახნენ, საყვარლად ჩაგრეხილ-ჩაწნული რქები, კრავმა რომ იცის, ისეთი... ჯერ გაოცებამ შემიპყრო ამის დანახვისას. რა უცნაურია; ლამის თვალმოუშორებ-ლად შევყურებ ოქროს ნიღაბს, რაც ამ წალკოტში შემოვდგი ფეხი. როგორ მოხდა, ეს რქები აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე. როგორც ჩანს, ამ ახლებურმა, სრულიად განსხვავებულმა შუქმა გაამჟღავნა ისინი, იქნებ შეცვლილმა სივრცემაც... ჰო, აქ დი-დად გასაკვირი ნამდვილად არაფერია, თანამედროვე ტექნიკისგან მიჩვეულნი ვართ მსგავს სასწაულებს თუ ფოკუსებს. თუ მთელი თვითმფრინავის მიჩქმალვა შეიძლე-ბა, ისე რომ მხოლოდ სავსე მთვარის დისკო ამჟღავნებს მის არსებობას, მაშინ რა-ღა ითქმის ამ პაწია რქების მიმალვის შესახებ, სულ ადვილი საქმეა. არ ჩანდა დღის შუქზე, გაამჟღავნა შეცვლილმა დრო-სივრცემ და შუქმა. ჰოდა, ძალიანაც მომეწონა ასეთნაირად გადასხვაფერებული ოქროს ნიღაბი, მარ-თლაც თავშესაქცევი რამ იყო; მაშინაც სათამაშოს ჰგავდი, როდესაც სულ პირვე-ლად დაგინახე, ასე მივმართე გულში ოქროს ნიღაბს, ახლა კიდევ უფრო დაემსგავ-სე სათამაშოს... თანაც როგორ სათამაშოს, ერთიანად ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერ-მზის ნიღაბი შეჩერდა, მზის მომღიმარე სახე მოგვაპყრო. თუ გახსოვთ, ლიფსი-ტას შესახებ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთო, გვითხრა. ნიღბებმა თავი დაუქნიეს იმის ნიშნად, არაფერი დაგვვიწყებიაო. მეც დავუქნიე თავი, რაღაც ამდაგვარი მეც მახსოვ-და მოთამაშის ნაამბობიდან. მზის ნიღაბმაც კვლავ გააგრძელა სიტყვა ამ მცირე შე-ყოვნების შემდეგ. - ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ იმ ლიფსიტას ვემსგავსებით, როდესაც ზღვიდან ამო-მავალ მხეცზე ვლაპარაკობთ. რა აღარ ვთქვით, რა აღარ დავაბრალეთ, ვინ აღარ გა-ვიხსენეთ; მეფეები, ადმირალები, მეკობრეები... ათასნაირი რეგალიების მთელი კრია-ლოსანი დავატეხეთ თავზე. მერე, რა გამოვიდა აქედან? მხეცმა ისინი ახლოსაც არ გაიკარა, არა და არა! სულ ტყუილად ჩაგვიარა ამდენმა სჯა-ბაასმა და თავგამოდე-ბულმა მცდელობამ. რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ბოლომდე იმ ტბორში დავრჩით, პატარა ლიფსიტას სულ პაწია სამყაროში... ჩვენი თვალსაწიერი ერთი ნაბიჯითაც ვერ გასცდა მის ნაპირებს. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ტბორმა უეცრად გაფართოება დაიწყო, მი-სი ნაპირები ყოველმხრივ გაიწ-გამოიწივნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდე-გო არაფერი გვაქვს. გაფართოვდეს ჩვენი ტბორი, ნაპირების მოხაზულობა ახლებუ-რი სახით წარმოგვიდგება, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდება, ანუ უფრო ფართო სამყაროს დავინახავთ წყლიდან წამით ამოხტომისას. მაგრამ ტბორი აგრძელებს გაფართოებას, ნაპირები კიდევ უფრო განზე იწევენ, სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. თუმცა ჯერ ისევ ვხედავთ მათ, ჯერ არ დაკარგულან ჩვენი თვალსაწიერიდან. ბოლოს კი, დგება ისეთი წამიც, როდესაც ნაპირებს ვეღარ დავინახავთ... ტბორის ნაპირები უსასრულობას შეუერთდა, მასში დაინთქა. ცხადია, ჩვენი თვალსაწიერიც გაფართოვდა, რამეთუ ჩვენ იმ ტბორის ბინადარნი ვართ... გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც უსასრულობას უნდა გავუსწოროთ თვალი. დიახ, ჩვენი თვალსაწიერი ახლა უკვე თვით უსასრულობა გახლავთ. სადაც უსასრულობაა, იქ მარადისობაც სუფევს, ისინი ხომ განუყრელი ტყუპის-ცალები არიან... გემახსოვრებათ, იმათ შესახებაც ვისაუბრეთ წინა შეხვედრისას (ყვე-ლანი თავს იქნევენ, მათ შორის მეც). ეს ორი ტყუპისცალი არავის და არაფერს ცნობს, ერთმანეთისა გარდა. მხოლოდ ერთმანეთს თუ გაესაუბრებიან, უზიარებენ თა-ვიანთ საიდუმლოებებს, მათ საიდუმლოებებს კი, მერწმუნეთ, ვერავინ დათვლის... ისი-ნი ხომ დრო-სივრცის უფართოესი რკალიდან დაჰყურებენ ყველაფერს, ეს კი ისეთი სიმაღლეა, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა პატარა ლიფსიტა, ბინადარი პატარა ტბორისა... ამგვარად, გაჰქრა პატარა ტბორი, თავის ბინადარ პატარა ლიფსიტასთან ერთად. მის ნაცვლად მივიღეთ დრო-სივრცის უფართოესი რკალი, და ჩვენ ყველანი ყარიბნი ვართ მისი. ამ რკალს მივუყვებით, ყურს ვუგდებთ ორ განუყრელ ტყუპისცალს, მა-რადისობას და უსასრულობას... და ვარსკვლავებსაც. დიახ, ჩვენ ახლა უკვე ვარსკვ-ლავების მეზობლად დავაბიჯებთ, მათი სიმაღლე აღარაა მიუწვდომელი ჩვენთვის. აქე-დან გამომდინარე, ჩვენი ხედვაც შეიცვალა, სულ სხვა თვალით დავყურებთ ყველა-ფერს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან საინტერესო ავტორია, მრავალფეროვანი. მოსაწონი. ძალიან საინტერესო ავტორია, მრავალფეროვანი. მოსაწონი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|