| ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მთიელო მონადირევ, შენ მეუბნები, რომ ოქროსფერია ჩემი თმა, მაგრამ ოქრო არაფერია ჩემთვის, ეს თქვენ, ადამიანები ქმნით კერპებს და მერე სხვა ადამიანებს იმ კერპებს ადარებთ. მზისფერია ჩემი თმა - სიცოცხლისფერი. შენ ამბობ, რომ ვერ გაგიგია ლურჯია თუ მწვანე ჩემი თვალები, მე კი გეტყვი, რომ არაფერს მეუბნება ადამიანების მოგონილი ხელოვნური სიტყვები; უბრალოდ, მშვიდი ზღვისფერია ჩემი თვალები... ჩემი სიყვარულიც ზღვისფერია, ოღონდ მშვიდი კი არა, აღელვებული ზღვისფერი, საზღვარი რომ არ იცის, ფეხებთან რომ არ გაგიჩერდება და სხეულზე რომ აგაცოცდება დაუფიქრებლად, ტალღებს რომ ისე მაგრად შემოგახვევს, შეიძლება ვერ მოზომოს და დაგახრჩოს. ეს თქვენ, ადამიანებმა იცით მოზომილი სიყვარული - ვაი და შემთხვევით ზედმეტი არ მოგვივიდესო, იმაზე მეტი არ გავცეთ, ვიდრე მივიღეთო. ღიმილი - ღიმილის წილ, მზერა - მზერის წილ, სითბო - სითბოს წილ, კოცნა - კოცნის წილ, სიყვარული - სიყვარულის წილ... მისხალ-მისხალ ზომავთ და წონით... ჩემი სიყვარული - უპირობოა, არაადამიანური - მე შემიძლია მთელი ღამე არ მეძინოს და მძინარეს თვალი არ მოგაშორო; მე შემიძლია მინდოდეს და არ გაკოცო ხორბლისფერ ზურგზე, ძლიერ მხრებზე და მხოლოდ მზერით გეფერო, რომ ძილი არ დაგიფრთხო, მხოლოდ თვალები არ მოგაშორო, და როცა გაიღვიძებ, ჩემი ნაკოცნი კი არა, ნათვალევი გეწვოდეს კანზე, და გაიფიქრო - ცეცხლთან ვწოლილვარო, ცეცხლთან მითამაშიაო მთელი ღამე. მე შემიძლია, თავი შენს მკრედზე მედოს საათობით და შენს გულსა და ძარღვებში სისხლის ხმას ვუსმინო, როცა მძინარე მკლავს კისერზე გადამაჭდობ, პირთან ყური მოგადო და შენი სუნთქვა დავიზეპირო. მე შემიძლია... არ გირჩევ, მონადირევ ჩემთან საქმის დაჭერას, წადი და ის აკეთე, რაც კარგად იცი - ჯიხვებზე ინადირე. შენს ქოხში ვერ დამისვამ პურის მცხობელ დედაკაცად, რომ მერე, როცა საბოლოოდ შენად მიგულებ, მიმატოვო და კვლავ სანადიროდ წახვიდე; ვეღარსად წახვალ - თმით დაგაბამ, ან თუ წახვალ, ყველგან მე დაგხვდები, ყველგან ჩემი ცეცხლოვანი თვალები შეგეფეთება. ჩემს წინააღმდეგ ვერ გაჭრის შელოცვა, თმაც რამდენჯერაც არ უნდა დამაჭრა, მაშინვე გამეზრდება კოჭებამდე. დაგღუპავს ჩემი სიყვარული მონადირევ, მისი ტალღები დაგახრჩობს და გადაგიყოლებს, ნაპირზე გარიყულსაც კი ვერსად გიპოვნიან; ჩემი ცეცხლის ალი დაგწვავს, რადგან შენ თუ მონადირე ხარ, მე ხელში მშვილდი მიჭირავს და ჩემი ნიშანი - ცეცხლი მინათებს გზას, ჰოდა თუ ერთხელ მიზანში ამოგიღე, ვერსად გამექცევი! წადი, ძველებურად მთაში თავისუფლად ინავარდე, ჩემს ზღვას ახლოს ნუ გაეკარები, თავ-ბედს საწყევლად ნუ გაიხდი, რადგან შეყვარებული ქალი კი არა, ალი ვარ, ავსული ალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ნეტქარს მადლობა, ამ მშვენიერ ლექსამდე რომ მიმიყვანა. ჩემი არფრისმთქმელი 2 ქულა ამ ლექს ნეტქარს მადლობა, ამ მშვენიერ ლექსამდე რომ მიმიყვანა. ჩემი არფრისმთქმელი 2 ქულა ამ ლექს
43. გმადლობთ თქვენ. გმადლობთ თქვენ.
42. ასე ''მისხალ-მისხალ'' საკითხავი კარგა ხანია არაფერი წამითხავს გმადლობ ლუტეცია. ასე ``მისხალ-მისხალ`` საკითხავი კარგა ხანია არაფერი წამითხავს გმადლობ ლუტეცია.
41. ძალიან ძალიან დიდი მადლობა. საშინლად გამეხარდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორის ასეთი კომენტარი, თან ასე მოულოდნელად. :) არ ვიცი რა ვთქვა, გაიხარეთ. :)
ძალიან ძალიან დიდი მადლობა. საშინლად გამეხარდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორის ასეთი კომენტარი, თან ასე მოულოდნელად. :) არ ვიცი რა ვთქვა, გაიხარეთ. :)
40. ლელი კახელს!
ეს ლექსი,და ამ ავტორის ყველა ლექსი, არის ლექსი. ზოგიერთი ლექსი... ლექსზე მეტიც კია.
აკი ვთქვი, ადრე, კარგი ლუტეცია ხარ-მეთქი, შენ. წარმატებულს ისევ წარმატებები. ლელი კახელს!
ეს ლექსი,და ამ ავტორის ყველა ლექსი, არის ლექსი. ზოგიერთი ლექსი... ლექსზე მეტიც კია.
აკი ვთქვი, ადრე, კარგი ლუტეცია ხარ-მეთქი, შენ. წარმატებულს ისევ წარმატებები.
39. სუნთქვა შემეკრა სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, ძალიან კარგია სუნთქვა შემეკრა სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, ძალიან კარგია
38. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. :) :* ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. :) :*
37. მომეწონა...:-* 5 ძალიან კარგი პორტრეტი ნადირობის ქალღმერთ დალის და პარალელიც შეყვარებულ ქალთან ....-მშვენიერი... მომეწონა...:-* 5 ძალიან კარგი პორტრეტი ნადირობის ქალღმერთ დალის და პარალელიც შეყვარებულ ქალთან ....-მშვენიერი...
36. გაიხარე, მადლობა. ანუ რას გულისხმობ, ჯობდა რომ ცალკე გამომეყო ნაწილები? გაიხარე, მადლობა. ანუ რას გულისხმობ, ჯობდა რომ ცალკე გამომეყო ნაწილები?
35. თბილია <3 ყოჩაღ! თვითონ წყობაზე მაქვს ალბათ შენიშვნა, თუმცა უმნიშვნელო. შემცველობა ბევრად ჭარბობს შესრულებას თბილია <3 ყოჩაღ! თვითონ წყობაზე მაქვს ალბათ შენიშვნა, თუმცა უმნიშვნელო. შემცველობა ბევრად ჭარბობს შესრულებას
34. რადგან შეყვარებული ქალი კი არა ალი ვარ, ავსული ალი. ქალი ეშმაკზე ადრე დაიბადაო, ხომ ამბობენ. რადგან შეყვარებული ქალი კი არა ალი ვარ, ავსული ალი. ქალი ეშმაკზე ადრე დაიბადაო, ხომ ამბობენ.
33. არც ჩემს რითმიან ლექსებზე მახსოვს თქვენი კომენტარები ამ ბოლოს(თუნდაც უარყოფითი). ეგ არაფერი. :))
არც ჩემს რითმიან ლექსებზე მახსოვს თქვენი კომენტარები ამ ბოლოს(თუნდაც უარყოფითი). ეგ არაფერი. :))
32. მე ვერ წავიკითხე ბოლომდე,რადგან პოეზიად ვერ აღვიქვი და პროზის განწყობაზე კი არ შემოვსულვარ :)) გილოცავთ სიყვარულის დღეს თუ რაცაა და წარმატებები ავტორო! მე ვერ წავიკითხე ბოლომდე,რადგან პოეზიად ვერ აღვიქვი და პროზის განწყობაზე კი არ შემოვსულვარ :)) გილოცავთ სიყვარულის დღეს თუ რაცაა და წარმატებები ავტორო!
31. აქ ვინც დამიკომენტარა, 8 წლის წინ კი არა მგონი 2 წელია რაც დარეგისტრირებულები არიან. და არცერთ მათგანს არ უთქვამს ჩემთვის პოეტი ხარო, უბრალოდ ემოცია გამოხატეს, რომელიც ამ ტექსტმა აღძრა მათში. როგორც გითხარით, პოეტი, პროზაიკოსი და ასეთი სტატუსები საერთოდ არ მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, არც ისეთი კომენტარები მაინტერესებს დიდად, ჩემი დარეგისტრირების დღიდან ალბათ 1 კომენტარი რომ არ ექნებათ დაწერილი ჩემთვის და მათ რომ დავუწერ, მხოლოდ იმის მერე მიწერენ მეც, თან მათი კომენტარიც ჩემი კომენტარის პირდაპირპროპორციული რომ არის. მეც "რახან შევყევით გითხარი". :)) აქ ვინც დამიკომენტარა, 8 წლის წინ კი არა მგონი 2 წელია რაც დარეგისტრირებულები არიან. და არცერთ მათგანს არ უთქვამს ჩემთვის პოეტი ხარო, უბრალოდ ემოცია გამოხატეს, რომელიც ამ ტექსტმა აღძრა მათში. როგორც გითხარით, პოეტი, პროზაიკოსი და ასეთი სტატუსები საერთოდ არ მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, არც ისეთი კომენტარები მაინტერესებს დიდად, ჩემი დარეგისტრირების დღიდან ალბათ 1 კომენტარი რომ არ ექნებათ დაწერილი ჩემთვის და მათ რომ დავუწერ, მხოლოდ იმის მერე მიწერენ მეც, თან მათი კომენტარიც ჩემი კომენტარის პირდაპირპროპორციული რომ არის. მეც "რახან შევყევით გითხარი". :))
30. არ დაუჯერო მაგათ გოგო :) ეგ უმრავლესობა 8 წელია მიკომენტარებს და პოეტს მეძახის :)))) მაგათთვის რომ დამეჯერებინა ტიტუუუუ დავიღუპებოდი სუმთლად ... ახლა გეტყვი, რომ ურითმო ლექსში რიტმს უნდა მიყავდე ისე და დინამიკას, რომ ვერც იგრძნო ურითმობა... აი ასეთ ლექსს წერს აქ ნანა ქელეხიძე ჟადენი ანუ... კიდევ ერთი ორს შეიძლება გამოსდის... დანარჩენი პროზაა ლექსივით ჩამოწერილი და ეს ძალიან ცუდია... ასე ყველას შეუძლია მოატყუოს მკითხველი... თუმცა ისინი არ ტყუვდებიან უბრალოდ ასე გაჩვენებენ თავს და გაჯერებენ :) გაქებენ და ეს სულაც არაა კარგი... ამიტომაა რომ არ ვაკომენტარებ აქ წლებია უკვე, მომბეზრდა ტყუილი და სიმართლე არავის უნდა აქ... რახან შევყევით გითხარი.... და ახლა შენი გადასაწყვეტია ვის დაუჯერებ :) არ დაუჯერო მაგათ გოგო :) ეგ უმრავლესობა 8 წელია მიკომენტარებს და პოეტს მეძახის :)))) მაგათთვის რომ დამეჯერებინა ტიტუუუუ დავიღუპებოდი სუმთლად ... ახლა გეტყვი, რომ ურითმო ლექსში რიტმს უნდა მიყავდე ისე და დინამიკას, რომ ვერც იგრძნო ურითმობა... აი ასეთ ლექსს წერს აქ ნანა ქელეხიძე ჟადენი ანუ... კიდევ ერთი ორს შეიძლება გამოსდის... დანარჩენი პროზაა ლექსივით ჩამოწერილი და ეს ძალიან ცუდია... ასე ყველას შეუძლია მოატყუოს მკითხველი... თუმცა ისინი არ ტყუვდებიან უბრალოდ ასე გაჩვენებენ თავს და გაჯერებენ :) გაქებენ და ეს სულაც არაა კარგი... ამიტომაა რომ არ ვაკომენტარებ აქ წლებია უკვე, მომბეზრდა ტყუილი და სიმართლე არავის უნდა აქ... რახან შევყევით გითხარი.... და ახლა შენი გადასაწყვეტია ვის დაუჯერებ :)
29. თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ როცა ავტორი და მკითხველთა უმეტესობა პოეზიად აღიქვამს, ერთი მკითხველის გამო ჟანრს ვერ შევცვლი. უმცირესობების უფლებები ისედაც არაა დაცული ჩვენს ქვეყანაში და რაღა ეხლა დავიცვა. :))) თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ როცა ავტორი და მკითხველთა უმეტესობა პოეზიად აღიქვამს, ერთი მკითხველის გამო ჟანრს ვერ შევცვლი. უმცირესობების უფლებები ისედაც არაა დაცული ჩვენს ქვეყანაში და რაღა ეხლა დავიცვა. :)))
28. სამაგიეროდ მე მაქვს გართულება! არ შემიძლია ლექსივით წავიკითხო პროზა... და როცა მეუბნებიან პოეზიაო ველი, რომ პოეზია უნდა დამხვდეს იქ :) წარმატებები ... სამაგიეროდ მე მაქვს გართულება! არ შემიძლია ლექსივით წავიკითხო პროზა... და როცა მეუბნებიან პოეზიაო ველი, რომ პოეზია უნდა დამხვდეს იქ :) წარმატებები ...
27. თქვენ პროზა დაარქვით თუ გნებავთ, ან უბრალოდ ტექსტი. სტატუსებზე არასოდეს მქონია გართულება. თქვენ პროზა დაარქვით თუ გნებავთ, ან უბრალოდ ტექსტი. სტატუსებზე არასოდეს მქონია გართულება.
26. წავიკითხე შენი ნაწერი, პოეზიას თუ მოვაშორებთ სტატუსიდან ყველაფერი რიგზე იქნება :) წარმატებები ... წავიკითხე შენი ნაწერი, პოეზიას თუ მოვაშორებთ სტატუსიდან ყველაფერი რიგზე იქნება :) წარმატებები ...
25. სანდრე :*** სანდრე :***
23. დიდი მადლობა. :) დიდი მადლობა. :)
21. რაინზე წამიყვანა ამ ლექსმა, ლორელაისთან... რაინზე წამიყვანა ამ ლექსმა, ლორელაისთან...
20. დიდი მადლობა პილიგრიმ. :)
მსჯელობაც საინტერესო გაგიმართავთ. რატომღაც ახლა ერთი ეპიზოდი გამახსენდა "სამეფო კარის თამაშებიდან": -შეიძლება კაცმა სიმამაცე გამოიჩინოს, როცა ეშინია? -მხოლოდ ასეთ დროს შეუძლია კაცს, სიმამაცე გამოიჩინოს.
დიდი მადლობა პილიგრიმ. :)
მსჯელობაც საინტერესო გაგიმართავთ. რატომღაც ახლა ერთი ეპიზოდი გამახსენდა "სამეფო კარის თამაშებიდან": -შეიძლება კაცმა სიმამაცე გამოიჩინოს, როცა ეშინია? -მხოლოდ ასეთ დროს შეუძლია კაცს, სიმამაცე გამოიჩინოს.
19. ჩვენ ხომ კაცუნებზე არ ვლაპარაკობდით:)
შენი ალ კაბირის მაგალითად მოყვანა მე მინდოდა:)
ისე გამოდის რომ მე შენზე მეტად გამმართლებია ადამიანებში:) ჩვენ ხომ კაცუნებზე არ ვლაპარაკობდით:)
შენი ალ კაბირის მაგალითად მოყვანა მე მინდოდა:)
ისე გამოდის რომ მე შენზე მეტად გამმართლებია ადამიანებში:)
18. ლუტეციასთან ბოდიში და კიდევ ერთს გეტყვი პილიგრიმო, რემარკის პერსონაჟები არიან პერსონაჟები... მე უკეთესი მყავს ეგეთი პერსონაჟი "ბედუინში" . შენ რეალური ადამიანი თქვი...
ლუტეციასთან ბოდიში და კიდევ ერთს გეტყვი პილიგრიმო, რემარკის პერსონაჟები არიან პერსონაჟები... მე უკეთესი მყავს ეგეთი პერსონაჟი "ბედუინში" . შენ რეალური ადამიანი თქვი...
17. პილიგრიმო, ნუ დამდევ შენ მე :) მინახავს ნამდვილი მამაკაცები ბეჭზე ქუსლს რომ ირტყამდნენ წითელ ხიდთან და ლაგოდეხთან 2008 ში დაგრუზული მაქანებით რომ გარბოდნენ. სამაჩაბლოდან გამოქცეულებიც ბევრი ვნახე იმავე დროს. აფხაზეთის ომებზე არ მკითხო, ჩემი სახლის კარზე გადაიარა მაგ ომაა. ნურც 9 აპრილს მკითხავ, რადგან იქ ვიდექსი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე.
არიან ნამდვილი მამაკაცები (არა-მურთაზები) მათ შორის ორს პირადად ვიცნობ, ერთი ჩემი ქმარი იყო, ახლა გარდაცვლილია და კაცი რომ იყო იმიტომ იყო ჩემი ქმარი. მეორე ჩემი ძმაა, რომელიც ინვალიდად დაბრუნდა ამ ამბების მერე. დანარჩენებს ვისაც მე ვიცნობ პირადად მათ შორის ურაკპარაკიდან (ორი პერსონის გამოკლებით), არც საქციელით და არც ზნეობით კაცებში კი არა, სტატისტიკაშიც არ ჩაიწერებიან როგორც ინდივიდები, მურთაზის იარლიყით დადიან. ასეა ეს და არა სხვანაირად.
პილიგრიმო, ნუ დამდევ შენ მე :) მინახავს ნამდვილი მამაკაცები ბეჭზე ქუსლს რომ ირტყამდნენ წითელ ხიდთან და ლაგოდეხთან 2008 ში დაგრუზული მაქანებით რომ გარბოდნენ. სამაჩაბლოდან გამოქცეულებიც ბევრი ვნახე იმავე დროს. აფხაზეთის ომებზე არ მკითხო, ჩემი სახლის კარზე გადაიარა მაგ ომაა. ნურც 9 აპრილს მკითხავ, რადგან იქ ვიდექსი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე.
არიან ნამდვილი მამაკაცები (არა-მურთაზები) მათ შორის ორს პირადად ვიცნობ, ერთი ჩემი ქმარი იყო, ახლა გარდაცვლილია და კაცი რომ იყო იმიტომ იყო ჩემი ქმარი. მეორე ჩემი ძმაა, რომელიც ინვალიდად დაბრუნდა ამ ამბების მერე. დანარჩენებს ვისაც მე ვიცნობ პირადად მათ შორის ურაკპარაკიდან (ორი პერსონის გამოკლებით), არც საქციელით და არც ზნეობით კაცებში კი არა, სტატისტიკაშიც არ ჩაიწერებიან როგორც ინდივიდები, მურთაზის იარლიყით დადიან. ასეა ეს და არა სხვანაირად.
16. ნეფერტარ, ნუთუ არ გინახავთ ნამდვილი მამაკაცები:)
მაგალითისთვის ერიხ მარია რემარკის მამაკაცი პერსონაჟებიც გამოდგებიან, თუ მათი რეალურობის დაჯერება არ გაგიჭირდება:) ნეფერტარ, ნუთუ არ გინახავთ ნამდვილი მამაკაცები:)
მაგალითისთვის ერიხ მარია რემარკის მამაკაცი პერსონაჟებიც გამოდგებიან, თუ მათი რეალურობის დაჯერება არ გაგიჭირდება:)
15. ეს გოგო დაფრინავს, როცა სხვები ტაატით დაჩანჩალებენ...
უნაკლო ალბათ ვერაა, მაგრამ ეს ლიტერატურაა უდავოდ... ეს გოგო დაფრინავს, როცა სხვები ტაატით დაჩანჩალებენ...
უნაკლო ალბათ ვერაა, მაგრამ ეს ლიტერატურაა უდავოდ...
14. ჰო, დევი... სიყვარული, რომელიც სანაცვლოდ არაფერს ელის, იშვიათია. ურთიერთობებში ვაჭრობას ემსგავსება ხოლმე ეს ყველაფერი. :) ჰო, დევი... სიყვარული, რომელიც სანაცვლოდ არაფერს ელის, იშვიათია. ურთიერთობებში ვაჭრობას ემსგავსება ხოლმე ეს ყველაფერი. :)
13. ეს თქვენ, ადამიანებმა იცით მოზომილი სიყვარული - ვაი და შემთხვევით ზედმეტი არ მოგვივიდესო, იმაზე მეტი არ გავცეთ, ვიდრე მივიღეთო. ღიმილი - ღიმილის წილ, მზერა - მზერის წილ, სითბო - სითბოს წილ, კოცნა - კოცნის წილ, სიყვარული - სიყვარულის წილ... მისხალ-მისხალ ზომავთ და წონით...
ეს მაინც არ დაგვკარგვოდეს! ეს თქვენ, ადამიანებმა იცით მოზომილი სიყვარული - ვაი და შემთხვევით ზედმეტი არ მოგვივიდესო, იმაზე მეტი არ გავცეთ, ვიდრე მივიღეთო. ღიმილი - ღიმილის წილ, მზერა - მზერის წილ, სითბო - სითბოს წილ, კოცნა - კოცნის წილ, სიყვარული - სიყვარულის წილ... მისხალ-მისხალ ზომავთ და წონით...
ეს მაინც არ დაგვკარგვოდეს!
12. ჰოდა წავიდეს, მთაში ინავარდოს, მარტივად. :)) ალი არ აკავებს, პირიქით. ჰოდა წავიდეს, მთაში ინავარდოს, მარტივად. :)) ალი არ აკავებს, პირიქით.
11. ერთნაირები არიან ლუტეცია, ერთნაირები. სიმარტივე უყვართ მაგათ, რთულ რამეებს ვერ იტანენ. :)
ერთნაირები არიან ლუტეცია, ერთნაირები. სიმარტივე უყვართ მაგათ, რთულ რამეებს ვერ იტანენ. :)
10. თანანა, ზღვის ალზეა საუბარი, ცეცხლოვანია მაგრამ ზღვაში გრძნობს თავს ყველაზე კარგად. :) ნეფერტარ, ალბათ. თუმცა ყველა კაცი ერთნაირი არაა. :) აბრრაგო, ვაჟაუ მართალი ხარ. :)) დიდი მადლობა ყველას. თანანა, ზღვის ალზეა საუბარი, ცეცხლოვანია მაგრამ ზღვაში გრძნობს თავს ყველაზე კარგად. :) ნეფერტარ, ალბათ. თუმცა ყველა კაცი ერთნაირი არაა. :) აბრრაგო, ვაჟაუ მართალი ხარ. :)) დიდი მადლობა ყველას.
9. იმდენი მინდოდა მეთქვა-გავჩუმდი. "არ დაიჯერა ჯარჯიმა სხვაც ბევრ შამცდარა ჭკვიანი" თუ დაიჯერა, რაღაის ჯარჯია, თუ შეეშინდა რაღაის მონადირეა, თუ გაიქცა, მარტო ჯიხვების მდევნელი ყოფილა და გაუშვ წავიდესა მონახოს ცხო ბილიკ, ეგ რაა სადარდებელ ას აშექალ?! )) +++ იმდენი მინდოდა მეთქვა-გავჩუმდი. "არ დაიჯერა ჯარჯიმა სხვაც ბევრ შამცდარა ჭკვიანი" თუ დაიჯერა, რაღაის ჯარჯია, თუ შეეშინდა რაღაის მონადირეა, თუ გაიქცა, მარტო ჯიხვების მდევნელი ყოფილა და გაუშვ წავიდესა მონახოს ცხო ბილიკ, ეგ რაა სადარდებელ ას აშექალ?! )) +++
8. წავა მონადირე და... დარჩება ამოუცნობი ქალი გრძობებით სავსე,რომლის შეცნობაც "მან" უბრალოდ ვერ მოახერხა...
წავა მონადირე და... დარჩება ამოუცნობი ქალი გრძობებით სავსე,რომლის შეცნობაც "მან" უბრალოდ ვერ მოახერხა...
7. მეც შემეშინდებოდა კაცებს კი არა :)
სიძლიერე ჩანს აქ.
5. მეც შემეშინდებოდა კაცებს კი არა :)
სიძლიერე ჩანს აქ.
5.
6. კარგია ძალიან როგორც ლიტერატურული ქმნილება. ' მაგრამ ასეთი რამეების კაცებს ეშინიათ. მათ არც ასეთი სიყვარული შეუძლიათ, და არც ასეთის ატანა შეუძლიათ სხვისგან... ) გარბიან უკანმოუხედავად. 5.
კარგია ძალიან როგორც ლიტერატურული ქმნილება. ` მაგრამ ასეთი რამეების კაცებს ეშინიათ. მათ არც ასეთი სიყვარული შეუძლიათ, და არც ასეთის ატანა შეუძლიათ სხვისგან... ) გარბიან უკანმოუხედავად. 5.
5. უჰ, რა ცეცხლოვანი იყო ალის სიყვარულის "ალი"!!!
მე შემიძლია მინდოდეს და არ გაკოცო ხორბლისფერ ზურგზე, ძლიერ მხრებზე და მხოლოდ მზერით გეფერო, რომ ძილი არ დაგიფრთხო, მხოლოდ თვალები არ მოგაშორო, და როცა გაიღვიძებ, ჩემი ნაკოცნი კი არა, ნათვალევი გეწვოდეს კანზე, და გაიფიქრო - ცეცხლთან ვწოლილვარო, ცეცხლთან მითამაშიაო მთელი ღამე. - ეს ადგილი განსაკუთრებით!!!
ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, (რა თქმა უნდა, თუ გაითვალისწინებთ), ზღვა იქნებ ბრჭყალებში ჩასვათ, რადგან "ალზე" უფრო მეტად ზღვის სტიქიისკენ წამიყვანა შინაარსმა...
უჰ, რა ცეცხლოვანი იყო ალის სიყვარულის "ალი"!!!
მე შემიძლია მინდოდეს და არ გაკოცო ხორბლისფერ ზურგზე, ძლიერ მხრებზე და მხოლოდ მზერით გეფერო, რომ ძილი არ დაგიფრთხო, მხოლოდ თვალები არ მოგაშორო, და როცა გაიღვიძებ, ჩემი ნაკოცნი კი არა, ნათვალევი გეწვოდეს კანზე, და გაიფიქრო - ცეცხლთან ვწოლილვარო, ცეცხლთან მითამაშიაო მთელი ღამე. - ეს ადგილი განსაკუთრებით!!!
ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, (რა თქმა უნდა, თუ გაითვალისწინებთ), ზღვა იქნებ ბრჭყალებში ჩასვათ, რადგან "ალზე" უფრო მეტად ზღვის სტიქიისკენ წამიყვანა შინაარსმა...
4. წითელი ხელის მოცილება თავადაც შეგიძლიათ წითელი ხელის მოცილება თავადაც შეგიძლიათ
3. არა სხვა სათაურით დავდე 3 დღის წინ და მალევე რატომღაც ავიღე. დიდი მადლობა. <3 არა სხვა სათაურით დავდე 3 დღის წინ და მალევე რატომღაც ავიღე. დიდი მადლობა. <3
2. ეს სხვა ნიკით წავიკითხე ამ დღეებში?
ტიპიური ავსული :)
მომეწონა.
ეს სხვა ნიკით წავიკითხე ამ დღეებში?
ტიპიური ავსული :)
მომეწონა.
1. ტელეფონით დავდე, წითელი ხელი რატომღაც თავისით დაედი, მგონი არ უნდა. ტელეფონით დავდე, წითელი ხელი რატომღაც თავისით დაედი, მგონი არ უნდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|