თითქოს უცნაურია, არა? უფართოეს დრო-სივრცის რკალზე გადავინაცვლე, ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად; ზღვიდან ამომავალ მხეცს სწორედ აქედან ვუსმენ ყველაზე უკეთ. მან მე ხმა მომაწვდინა, ძლევამოსილია ეს ხმა და არა მარტო... ძალიან დახვეწილიცაა ამავე დროს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ ლაპარაკობს. ,,მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა~, ასე ღაღადებს წმინდა წერილი. დიახ, ზღვიდან ამომავალი მხეცი ლაპარაკობს, ანუ მეტყველია, ანუ ადამიანია. დედამიწის დანარჩენი ბინადრები ვერ ლაპარაკობენ (ცხოველები, ფრინველები და ა.შ.) ყველანი ისინი შეიძლება ერთი ნიშნის ქვეშ გააერთიანო, ამ ნიშანს ,,პირუტყვი~ ეწოდება. ადამიანს და სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებებს უმთავრესად ეს ორი სიტყვა ,,პირუტყვი და მეტყველი~, განასხვავებს ერთმანეთისგან. სიტყვა ,,მედიდურზე~ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მეტად ღრმა აზრია მასში ჩაქსოვილი. ზღვიდან ამომავალი მხეცი მეტყველი ადამიანია... ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უაღრესად მაღალგანვითარებული ტვინით არის აღჭურვილი. აკი არაერთხელ ითქვა; მხეცის ერთმა (და არა შვიდმა) თავმა მთლიანად მოიცვა სამყაროს შექმნის უფართოესი არეალი, ოღონდ... შვიდ ნაწილად დანაწევრებული. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ უმნიშვნელოვანესი ორგანოა ტვინი. იგი უფაქიზესი მექანიზმია, უფლის ხელით შექმნილი და მომართული. მისი დანიშნულებაა (შეგახსენებთ ამის შესახებ), მართოს ყოველგვარი პროცესი, რაც კი სხეულს შეეხება, როგორც შინაგანი ცხოველმყოფლობა, ისე გარეგანი მოქმედებები, ერთობლიობაში აღებული. როდესაც ადამიანს შევყურებთ (ნებისმიერს), ვხედავთ მის აღნაგობას, სხეულის ზომებს, სახის გამომეტყველებას. ეს ყველაფერი ჩვენში მყისიერად აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია მაშინვე ვთქვათ, რამდენად პროპორციულია ადამიანის სხეული, მაღალია თუ დაბალი, როგორია მისი იერსახე... თუ ვინმე დაგვავალებს მის დახატვას, ყოველივე ამის ქაღალდზე გადატანას ვიწყებთ, თანაც ზედმიწევნით ვცდილობთ, არ დავარღვიოთ ის პროპორცია, რითაც იგი (მოცემული სხეული) დააჯილდოვა განგებამ. სახის დახატვას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თუ შევძელით და მოცემულ დავალებას თავი წარმატებით გავართვით,... ანუ თუ არ დავარღვიეთ ის პროპორციები, რითაც ჩვენი ხატვის ობიექტი იყო დაჯილდოვებული, ჩვენ გვექნება ადამიანის პორტრეტი, ზედმიწევნით მისი მსგავსი შესახედავად. ცოტა ხნით ფიზიოლოგებსაც დავუგდოთ ყური, როგორ აღწერენ ისინი ადამიანის სხეულს, როგორ ხატავენ მის პორტრეტს ,,თავიდან ფეხებამდე~. არც კი დაფიქრდებიან, ისე გეტყვიან ფიზიოლოგები, რომ მათთვის ტვინის ფუნქციებია მთავარი. ისინი სწორედ იმის მიხედვით ქმნიან ნებისმიერი სხეულის (ჩვენს, შემთხვევაში ადამიანის) პორტრეტს. თუ მბრძანებლობის რა ფორმას ირჩევს ტვინი. ანუ ტვინის რომელი უბანი მართავს ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილს. უპირველეს ყოვლისა, ხდება მართვის ცენტრების უზუსტესი აღნუსხვა, მერე კი მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ამის შედეგად ტვინის შუაგულ ხვეულზე იქმნება ადამიანის პორტრეტი თავიდან ფეხებამდე. მერედა, როგორია ეს პორტრეტი? ვიცი, არ მოგეწონებათ; დარღვეულია ყოველგვარი პროპორცია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე შევაჩვიეთ თვალი; ტვინის ხვეულზე აღიბეჭდება საოცარი კაცუნა, ნამდვილი ქონდრისკაცი. სულ პაწაწინა სხეულით, უზარმაზარი ხელფეხით და რაც მთავარია, წარმოუდგენლად დიდი პირით, ფიზიოლოგებმა მიაკვლიეს, რომ ტვინის მეტისმეტად დიდი მოცულობაა ჩართული იმ პროცესების მართვაში, რასაც მეტყველება ეწოდება. ფიზიოლოგების მიერ დახატული პორტრეტი (თავით ფეხებამდე) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. ამგვარად, მივიღეთ უმსგავსი არსების უმსგავსი პორტრეტი, მედიდურად მეტყველი მეტისმეტად დიდი პირით... დიახ, სიტყვა ,,მედიდური~ აქ არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ,,უმსგავსი~ არსება, ანუ ზღვიდან ამომავალი მხეცი (იგივე ადამიანი), ამპარტავნებითაა შეპყრობილი. იგი იმასაც მიუთითებს, რომ მეტყველების უნარი მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს მასში. კიდევ ერთხელ დავხედოთ ზღვიდან ამომავალ მხეცს ვარსკვლავების სიმაღლიდან. დავინახავთ, მართლაც რა მედიდურია... მეტისმეტად მოსწონს საკუთარი თავი, მეტყველების უნარი რომ მიანიჭა განგებამ... მისი საშუალებით ზომავს ყველაფერს თავის ირგვლივ... ყოველ ცოცხალ არსებას მასთან (მეტყველების უნართან) მიმართებაში მიუჩენს ხოლმე კუთვნილ ადგილს. სიტყვა ,,პირუტყვი~ სწორედ ამის შედეგად იშვა, როგორც უკვე ითქვა ზემოთ... მისი საპირწონე სიტყვა ,,მეტყველი~ მხოლოდ ადამიანს, ანუ ზღვიდან ამომავალ მხეცს ეკუთვნის, და იგი მედიდურია მისი წყალობით. ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს მთელ დედამიწაზე. ინდა მ მგალობელი ფრინველი გავიხსენო, მაფშალია. ალბათ ყველას მოგისმენიათ მისი გალობა. ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკე წინა შეხვედრისას, ჰოდა, როგორ ფიქრობთ, განა შესაძლებელია იმ საოცრების სიტყვიერი გადმოცემა, რასაც მაფშალიას გალობა ჰქვია? ვითომ შეძლებთ იმ ზეციური ჰანგების სიტყვებით აღწერას, დაუნანებლად რომ აფრქვევს სულ ერთი ბეწო, მოკრძალებული შესახედაობის მქონე ფრინველი? სიტყვას ,,დაუნანებლად~ იმიტომ ვამბობ, რომ ეს გალობა მეტისმეტად უძვირფასესი განძია, ბუნების მიერ ჩვენთვის მოძღვნილი. მართალია, ის ჩვენსკენ სულაც არაა მომართული... მაფშალია უგალობს გულისსწორს, ახლადგამოჩეკილ ბარტყებს, მაგრამ ჩვენც ხომ ვუსმენთ, ვეზიარებით ამ სასწაულს. სულ ამაოდ დაშვრებით, თუ ამ სასწაულის სიტყვიერ აღწერას შეეცდებით. თუნდაც მოიხმოთ სიტყვათა აურაცხელი რაოდენობა, კილოკავთა მთელი ნიაღვრები, რომლებზეც კი ოდესმე ადამიანს უმეტყველია... მაინც არაფერი გამოგივათ. მაფშალიას გალობის ერთ ამობგერებასაც კი ვერ შეწვდებით, ახლოსაც ვერ გაეკარებით. ჰოდა, მე მინდა ვკითხო პატივცემულ ფიზიოლოგებს; როგორი პორტრეტი დაიხატებოდა ტვინის ხვეულზე, ამ საოცარი საგალობლის აღწერა რომ მოხერხდეს მასზე? ალბათ პასუხს ვერ გამცემთ, არცაა საჭირო. მე მგონი, არსებობს რაღაც, ჩვენს მოცვეთილ, სალაპარაკო სიტყვებზე უფრო აღმატებული. მე არ ვიცი, რა უნდა იყოს ეს ,,რაღაც~, მაგრამ მედიდურება შორსაა მისგან, ძალიან შორს. აი ეს კი ნამდვილად ვიცი. დრო-სივრცის უფართოესი რკალი სწორედ ამას მეუბნება და მანიშნებს. მინდა მგალობელი ფრინველი გავიხსენო, მაფშალია. ალბათ ყველას მოგისმენიათ მისი გალობა. ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკე წინა შეხვედრისას, ჰოდა, როგორ ფიქრობთ, განა შესაძლებელია იმ საოცრების სიტყვიერი გადმოცემა, რასაც მაფშალიას გალობა ჰქვია? ვითომ შეძლებთ იმ ზეციური ჰანგების სიტყვებით აღწერას, დაუნანებლად რომ აფრქვევს სულ ერთი ბეწო, მოკრძალებული შესახედაობის მქონე ფრინველი? სიტყვას ,,დაუნანებლად~ იმიტომ ვამბობ, რომ ეს გალობა მეტისმეტად უძვირფასესი განძია, ბუნების მიერ ჩვენთვის მოძღვნილი. მართალია, ის ჩვენსკენ სულაც არაა მომართული... მაფშალია უგალობს გულისსწორს, ახლადგამოჩეკილ ბარტყებს, მაგრამ ჩვენც ხომ ვუსმენთ, ვეზიარებით ამ სასწაულს. სულ ამაოდ დაშვრებით, თუ ამ სასწაულის სიტყვიერ აღწერას შეეცდებით. თუნდაც მოიხმოთ სიტყვათა აურაცხელი რაოდენობა, კილოკავთა მთელი ნიაღვრები, რომლებზეც კი ოდესმე ადამიანს უმეტყველია... მაინც არაფერი გამოგივათ. მაფშალიას გალობის ერთ ამობგერებასაც კი ვერ შეწვდებით, ახლოსაც ვერ გაეკარებით. ჰოდა, მე მინდა ვკითხო პატივცემულ ფიზიოლოგებს; როგორი პორტრეტი დაიხატებო ,,...ერთი მისი თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა...~ ყველაზე დიდ უცნაურობად საიდუმლოებად სწორედ ეს სიტყვები მეჩვენება წმინდა წერილიდან. სასიკვდილო ჭრილობა უეჭველ სიკვდილს უნდა ნიშნავდეს, შემთხვევითი არც ეს სიტყვა იქნება... მკვდრები კი არ ცოცხლდებიან, ასეთია ჩვენი წუთისოფლის უცვლელი კანონი. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სრულიად გარდაუვალი, ყრუ კედელია აღმართული, რომელსაც ვერავინ ვერაფერი დააკლო. სიკვდილი დღემდე რჩება ჩვენი საწუთროს ყველაზე შეუცნობელ, ყველაზე უდიდეს საიდუმლოდ. ო, როგორ უმძიმს, როგორ უმძიმს, ზღვიდან ამომავალ მხეცს (ადამიანს...), თვალი გაუსწოროს ამ უდიდეს საიდუმლოს. ის ამას ვერასდროს ახერხებს, ანდა თითქმის ვერასდროს. თუ ეს ვინმემ შეძლო, მაშინვე გმირად შეირაცხება... სწორიც იქნება, უფრო მეტიც, ღმერთს უტოლდება ასეთი ადამიანი. მხოლოდ ღმერთს არ ეშინია სიკვდილის. ღმერთი ხომ თვით უკვდავებაა. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ, მით უფრო გვაოცებს ეს სიტყვები: ,,...სასიკვდილო ჭრილობა განეკურნა...~ ბურუსს ბურუსი ემატება. თუმცა ვფიქრობ, რაღაც კვალი უკვე მოვნიშნეთ; ამ სიტყვებმა როგორღაც ერთმანეთთან უნდა შეარიგონ სიკვდილი და სიცოცხლე, უნდა შეარღვიონ მათ შორის აღმართული ყრუ კედელი. მივყვეთ იმ გზას, რომელიც ზღვიდან ამომავალმა მხეცმა გაიარა ჩვენს თვალწინ; მან ჯერ თავი ამოჰყო ზღვიდან, მერე მთლიანად დაგვენახვა, ხასიათი და თვისებები გაგვიმხილა. ისიც ვნახეთ, რომ მხეცს შვიდი თავი კი არა, ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით, რომელშიც მოექცა სამყაროს შექმნის სრული სურათხატება, ადამიანის ჩათვლით. ცხადია, ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, უმაღლესი წერიტილი გახლავთ სამყაროს მთლიანი სურათისა, რომელიც ზღვიდან ამომავალ მხეცში განსხეულდა. ,,...სასიკვდილო ჭრილობა...~ ისევ მივუბრუნდეთ ამ სიტყვებს. ვიმეორებ; წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი... აშკარაა, რომ რაღაცა მოკვდა ზღვიდან ამომავალ მხეცში, წმინდა წერილის სიტყვები აშკარად მიუთითებენ ამაზე. ჰოდა, რა არის ეს ,,რაღაცა~, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო? აი, აქ გვმართებს დაფიქრება. ჩემს აზრს მოგახსენებთ, მერე კი თვითონვე განსაჯეთ: ზღვიდან ამომავალ მხეცში სასიკვდილო ჭრილობა ადამიანმა მიიღო. ეს რა გამოდისო, ალბათ იკითხავთ. ზღვიდან ამომავალი მხეცი ადამიანია (ზოგადი ბუნებით), ეს უკვე ვიცით. ესე იგი, ადამიანში კვდება ადამიანი, ეს რაღაც შეუსაბამობაა. პასუხად შეგახსენებთ (არც კი ვიცი, მერამდენედ); ზღვიდან ამომავალ მხეცს ერთი თავი აქვს შვიდმაგი წიაღით, სამყაროს შექმნის სრული სურათი რომ დაიტია. ღმერთმა ადამიანი სულ ბოლოს შექმნა, როგორც ბუნების გვირგვინი. ამ გვირგვინს ცოტათი განსხვავებული სახელი ვუწოდოთ: ,,ადამიანურობა~. გამოდის, რომ დანარჩენი ექვსი ნაწილი შვიდმაგი წიაღისა, (გნებავთ, შვიდი თავისა), დაეთმო სტიქიურ, ცხოველურ საწყისს, რომელიც მხეცისთვის სიცოცხლის წყაროა, მხეცი მათი წყალობით ცხოველმყოფლობს. რაც შეეხება ,,ადამიანურობის~ ცნებას (მეშვიდე თავს), იგი მხეცს ვერ მატებს ცხოველმყოფლობას. ადამიანურობა არსებობს ადამიანში, როგორც ღმერთის უძვირფასესი საჩუქარი, მაგრამ ამავე დროს, თითქოს სადღაც სხვაგანაა, ვერაფრით ვერ თავსდება იმ ზნეჩვეულებათა ჩარჩოებში, რომლებიც ზღვიდან ამომავალ მხეცს ახასიათებენ. მხეცისთვის ბუნებრივია და მახლობელი. ჩვენი საწუთროს ორომტრიალს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ,,ადამიანურობა~ თითქოს მკვდარია მისთვის. წმინდა წერილის სიტყვები, რომ ერთერთი თავი მხეცისა ,,თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული~, სწორედ ამას ნიშნავს. თუ მოკლედ მოვჭრით, ადამიანში ადამიანურობამ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა. როგორც ხედავთ, აქ არანაირ შეუსაბამობას, არ აქვს ადგილი, ადამიანურობის ცნებამ სიცხადის ახალი ნიშანი შემოიტანა. ზღვიდან ამომავალი მხეცის იერსახე კიდევ ერთი შტრიხით შეივსო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს შტრიხი დრო-სივრცის უფართოეს რეალზეა განფენილი, ეს თავისთავად იგულისხმება. თუმცა აქვე ახალი კითხვებიც ჩნდება. გამოდის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობის ცნება) სრულიად უსარგებლოა. ასე ვთქვათ, ზედმეტი ბარგია, საიდანაც ვერანაირ ხეირს ვერ ნახავ. ჰოდა, რიღასთვის სჭირდება იგი ზღვიდან ამომავალ მხეცს, რატომ არ გადააგდებს, როგორც საერთოდ ზედმეტ ბარგს გადააგდებენ ხოლმე. გადააგდებსო? არა, ზღვიდან ამომავალი მხეცი არასდიდებით არ გადააგდებს ამ, ერთი შეხედვით, სრულიად უსარგებლო, ზედმეტ ტვირთს, ადამიანურობის ცნებას. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის; თუ ადამიანურობა (მეშვიდე თავი) გადააგდო და გაწირა, ამით გაწირავს ყველაზე უძვირფასეს, ღირებულ საჩუქარს, რომელიც უფლის ხელიდან ებოძა; გაწირავს უაღრესად მაღალგანვითარებულ, დახვეწილ გონებას, რომელმაც თავის თავში მთელი სამყაროს სურათხატება დაიტია, იმ დასაბამიერი, უშორესი წერტილის ჩათვლით, უფალმა რომ ბრძანა; ,,იქმენინ ნათელი~. ადამიანურობის ცნება სწორედ იმ ნათელის ნაწილია, ზღვიდან ამომავალ მხეცში დავანებული, და იგი საპირწონეა მისი ზეაღმატებული გონებისა, რომლის წყალობით ზღვიდან ამომავალი მხეცი აგრერიგად აღემატება დედამიწის დანარჩენ ბინადრებს (ცხოველებს, ფრინველებს და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთნაირად არიან თიხისგან მოზელილები. აი რას ღაღადებს წმინდა წერილი ყოველივე ამასთან დაკავშირებით: ,,...და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს...~ დედამიწის დანარჩენი ბინადრები (ცხოველები... და ა.შ.) გრძნობენ ზღვიდან ამომავალი მხეცის უპირატესობას. მათთან შედარებით, ეს უპირატესობა კი, როგორც უკვე ითქვა, სწორედ ზედმეტი ბარგის, ,,ადამიანურობის~ არსებობით არის განსაზღვრული. მასზე უარის თქმით (ადამიანურობას ვგულისხმობ) მაშინვე ცხოველთა რიგებში ამოჰყოფს თავს ზღვიდან ამომავალი მხეცი. ისინი ინადირებენ მასზე და არა პირიქით, როგორც ეს დღეისდღეობით ხდება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ასეთი უსარგებლობისა, მეშვიდე თავს (ადამიანურობის ცნებას) სრულიად შეუვალი, გამორჩეული ადგილი უჭირავს ზღვიდან ამომავალი მხეცის არსებაში, ვაგლახად ვერავინ გაეკარება. ამავე დროს მბრძანებელიცაა ეს სიმაღლე... ისეთი მბრძანებელი, რომლის ნებაც მუდამ ურყევია. აჰა, ნახეთ ამ მბრძანებლობის შედეგი: ყველგან და ყოველთვის, რასაც არ უნდა აკეთებდეს ლომისხახიანი ავაზა (ზღვიდან ამომავალი მხეცის ცხოველური საწყისი), მუდამ მის მიმართ (ადამიანურობის მიმართ), ახდენს სწორებას. სამიზნეს ირჩევს? ცდილობს თავი აარიდოს მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას. ნახტომს აკეთებს მსხვერპლისკენ? ყოველნაირად ცდილობს ზემოთ ხსენებულ სიმაღლეს აუქციოს გვერდი. თუ სხვა საშველი არაა, ნიღბად მოირგებს მეშვიდე თავის იერსახეს (უმწეობისა და სიმშვიდის გამომხატველს) და ისე მიიწევს ამორჩეული მიზნისკენ. მსგავსი ძალისხმევა კი ხანდახან მეტისმეტად შემაწუხებელია, ლომისხახიანი ავაზისთვის. არის შემთხვევები, რომ გაუსაძლისიც კი ხდება, ამდენად, საჭიროა ახალი გამოსავლის ძიება, თანაც გამუდმებით, დაუსრულებლად... ასე და ამგვარად, მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას ვერანაირად ვერ ემალება ლომისხახიანი ავაზა, თუმცა კი ბევრს ეცადა (ვიყოთ გულახდილნი). ...და რაც მთავარია, ზღვიდან ამომავალი მხეცი ვერ გადააგდებს ამ უსარგებლო ტვირთს, ადამიანურობას, რადგან დრო მოკვდება მისთვის. იკითხავთ, რომელ დროზეა ლაპარაკიო, ეს რაღაც გამოცანას ჰგავსო. პასუხად შეგახსენებთ წმინდა წერილის სიტყვებს: მეშვიდე თავს ,,განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა~. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მკვდრეთით აღდგენის უნარი აქვს, ანუ მარადისობის მკვიდრია, ხოლო მარადისობა იგივე უსასრულო დროა, ასედაც შეიძლება ითქვას... რაც შეეხება ზღვიდან ამომავალ მხეცს, მისი სასიცოცხლო დრო მეტად ვიწროა, ანუ წუთისოფელია და სიკვდილის ყრუ კედლითაა დასაზღვრული. ლომისხახიან ავაზას კი (ადამიანის ცხოველურ საწყისს) ძალიან, ძალიან ეშინია სიკვდილის. მკვდრეთით აღდგენის უნარი სრულიად მიუწვდომელია მისთვის. ხსენებული ამოცანის გასაღებიც აქაა; ზღვიდან ამომავალმა მხეცმა იცის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობა) ერთადერთი ბეწვის ხიდია, უსასრულო დროს (მარადისობას) რომ ესაზღვრება. ო, როგორ ცდილობს, როგორ ცდილობს ლომისხახიანი ავაზა, თუნდაც ერთი ბრჭყალით მოებღაუჭოს ამ ბეწვის ხიდს. თვითონ დღემოკლეს, მუდამ მარადისობის უფართოეს ბილიკებზე უჭირავს თვალი. ჰოდა, ვერ მოკლავს უსასულო დროს ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ გადასაგდებად ვერ გაიმეტებს თითქოსდა უსარგებლო, ზედმეტ ბარგს, მეშვიდე თავს (ადამიანურობას), არასოდეს არ ექნება საამისო ძალა, სიკვდილის შიშის გადამკიდეს... აი სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა სასიკვდილოდ დაჭრილი მეშვიდე თავის (ადამიანურობის) შესახებ. მე იგი მეშვიდე ინერტულ აირს მაგონებს... გემახსოვრებათ, მის შესახებ წინა შეხვედრისას ვილაპარაკე... ლოგიკური ჯაჭვი თითქოს ეჭვმიუტანლად მიუთითებს მეშვიდე ინერტული აირის არსებობის შესახებ, მაგრამ თვითონ ეს ვერაფრით ვერ აღმოაჩინეს. თითქოს არის, მაგრამ არც არის. უფრო სწორად, არის, ოღონდ სადღაც სხვაგან. მაგრამ სად? აქაც მსგავსი სურათი გვაქვს, ვერავინ ვერაფერი გაუგო სასიკვდილოდ დაჭრილ მეშვიდე თავს (ადამიანურობას), ვერ მიუჩინა რაიმე გარკვეული ადგილი. ერთი ისღა ვიცით, რომ არასდროს კვდება, მიუხედავად სასიკვდილო ჭრილობისა, გამუდმებით რომ აყენებს ჩვენი წუთისოფელი... ანუ იგი უხანოა წუთისოფლისთვის, ამავე დროს კი უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეგრელებო, მაფშალიაო და... :)
მეგრელებო, მაფშალიაო და... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|