ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2015

ოქროს მხეცი, როგორც ცდუნება

,,აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად~.
უპირველეს ყოვლისა, ოქროს ნიღაბს მივმართე, რომელსაც უკვე მიწვდა ნისლეული... ოდნავ გაამქრქალა მისი ბრწყინვალე გარეგნობა.
- ეს ხომ შენ ხარ, თვით ცდუნება. სხვა არავინ შეიძლება იყოს. ნამდვილი ცდუნება ხარ... ბნელეთიდან ამოდიხარ (მიწის წიაღის ბნელეთიდან), ისევ ბნელში ინაცვლებ და სუფევ. ბნელ საცავებში ინახავენ ოქროს ადამიანები. რა თქმა უნდა, სამზეოზეც გამოდიხარ, მერედა როგორ? მხოლოდ და მხოლოდ ცდუნების სახით. ყველას აცდუნებ, თვალებს უჭრელებ, ათასი ბნელი და ეშმაკეული საქმისკენ უბიძგებ, აკი გეძახიან ყვითელ ეშმაკსაც...
      ,,...ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისგან და გაცოცხლდა~.
რა წარმტაცია ამ საოცარი სიტყვების ჟღერადობა... თითქოს რომელიღაცა ტრაგიკული დრამის სიუჟეტია, იდუმალების ბურუსში საგანგებოდ გახვეული, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს. ერთი შეხედვით ასე იფიქრებ... განსაკუთრებით სიტყვა ,,ხატება~ მიმანიშნებს, ამაზე ნება მიბოძეთ, რამდენიმე წამით დრამა გვერდზე გადავდოთ, თქვენი ყურადღება სიტყვა ,,მახვილზე~ მინდა გავამახვილო. საქმე იმაშია, რომ სიტყვა ,,მახვილი~ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, იგი აქ, ანუ ამ შემთხვევაში სამიზნეს ნიშნავს. იკითხავთ ალბათ რომელ სამიზნეზეა ლაპარაკიო. გეტყვით, მაგასაც გეტყვით, ოღონდ ჯერ რაღაც-რაღაცეების გახსენება მოგვიხდება. კერძოდ, ზღვიდან ამომავალი ანუ პირველი მხეცი მყავს მხედველობაში. ყველამ ვიცით, რომ ზღვიდან ამომავალ მხეცს (ანუ ადამიანს ზოგადად) სულაც არ აქვს შვიდი თავი. ამ ციფრს აქ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, მხეცის შინაგან არსზე მიუთითებს, რომელიც ციფრ შვიდიანზეა ჯვარდაწერილი, ანუ მთლიანად მასზეა აწყობილი. მეშვიდე თავი ნიშნავს ,,ადამიანს ადამიანში~, ვფიქრობ, ესეც კარგად გვახსოვს... მხეცის ცხოველმყოფლობა ჰკლავს მას, ანუ იგი ვერ ცოცხლობს ცრუ და უხანო წუთისოფელში. სასიკვდილო ჭრილობის მსხვერპლი ხდება, მაგრამ მკვდრეთით აღდგენის უნარი მხოლოდ მას, მეშვიდე თავს აქვს მინიჭებული. იგი უხანოა წუთისოფლისთვის, ამავე დროს უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი.
,,ხატებას~ დავუბრუნდეთ... ო, რა მრავლისმეტყველად ჟღერს. ვფიქრობ, ძალზე ბევრ რამეს იტევს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ნიშნავდეს რაღაცა ზოგადს, ყველასთვის ერთნაირად მისაღებს, ანუ საერთოს... თანაც იმდენად მკვიდრს და შეუვალს, წუთისოფლის მღვრიე მდინარე რომ ვერ წაშლის და ვერ გადარეცხს. ჰოდა, რა უნდა იყოს ეს რაღაც ,,ზოგადი?~ ჩემი აზრით, ეს გახლავთ საერთო წესი, რომლითაც ცხოველმყოფლობს ჩვენი უხანო წუთისოფელი.
ანუ, სწორედ ის დრამა გახლავთ, განუწყვეტლივ რომ თამაშდება კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე... თამაშდება ვარიაციათა უსასრულო მრავალფეროვნებით. სიტყვა ,,დრამა~ სწორედ მოვიხმეთ ზემოთ... გადის დრო, იცვლებიან თაობები, იცვლებიან მოთამაშენი; ერთადერთი, რაც არ იცვლება, ხსენებული დრამის პათოსი გახლავთ, ანუ მისი საერთო წესი, რომლის მიხედვით მეშვიდე თავი მუდამ სამიზნეა, მახვილი ყოველთვის მისკენაა მიმართული... ეს საერთო წესი, ანუ ,,ხატება~ საოცრად ტევადი სიტყვაა... თანაც მეტად მკვიდრი. უცვლელად მოგზაურობს თაობიდან თაობამდე.
... და სწორედ აქ ბობოქრობს მეორე მხეცი, სწორედ ამ საერთო წესში (მოარულ ხატებაში) ავლენს მთელ თავის ძლევამოსილებას; მის სულისჩამდგმელად გვევლინება... ,,მიეცა სული ხატებისთვის მისაცემად...~ რატომ? იმიტომ რომ პირველი მხეცი მხოლოდ მის ხმას უგდებს ყურს. მერედა, როგორია ეს ხმა, ვის ეკუთვნის? როგორც ვიცით, გველეშაპს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასე უმოწყალოდ ახშობს ყველა დანარჩენ ხმებს, რომელთაც ჩვენი საწუთრო შობს. აქედან გამომდინარე, ოქრო ერთდაერთი მბრძანებელი ხდება ზღვიდან ამომავალი მხეცისთვის. იგი ხშირად ვარდება ისეთ მდგომარეობაში, ,,ოქროს ციებ-ცხელების~ სახელით რომაა ცნობილი. ოქრო ყველაფერია მისთვის. მომნუსხველი, სათაყვანებელი კერპია. ოქროს ქვიშაზე შენდება ყველა შენობა, ოქროს ძაფი გასდევს ყველა დრამას, რომელიც გამუდმებით თამაშდება უსასრულოდ მრავალფეროვანი ვარიაციებით.
ასევე უსასრულოა დანაშაულობათა ნუსხა, რომელთა ჩადენისკენ უბიძგებს ოქრო ზღვიდან ამომავალ მხეცს.
უდიდესი წამქეზებელი ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი ბნელი საქმეებისკენ; ასეთია ოქროს მხეცი, თუ მოკლედ მოვჭრით.
სადაც დანაშაულია, იქ მსხვერპლიცაა, მსხვერპლი კი მუდამ მეშვიდე თავია, ანუ ყოველივე ღირებული, რაც ადამიანს გააჩნია. იგი კვდება წუთისოფლისთვის, მაგრამ ცოცხლობს მარადისობაში. მხოლოდ მას, ერთადერთს აქვს მკვდრეთით აღდგენის უნარი.
ახლა კი ,,ხატების~ ერთ-ერთი მნიშვნელობაც მინდა გაგანდოთ. აკი ვთქვი, მეტისმეტად ტევადია ეს ცეცხლოვანი სიტყვა... ვფიქრობ, აქ შემოქმედებითი ნიჭის კვალიც იკვეთება, უცილობლად უნდა ჰქონდეს მასთან გამოძახილი. აბა დაუკვირდით: ხატება, ანუ რაც იგივეა, ქარგა, ქმნილება... თუნდაც დრამა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ. ეს ყველაფერი ხომ თავისთავად გულისხმობს მხატვრულ ქსოვილს, ანუ რაიმეს უცვლელს, მარადიულს, ჩვენს მღვრიე საწუთროზე ბევრად უფრო აღმატებულ ღირებულებას. ეს კი იგივე შემოქმედება გახლავთ. კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე განუწყვეტლივ იდგმება და თამაშდება ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი დრამა. შემოქმედებაც სწორედ მის წიაღში პოულობს საზრდოს. მისი ,,ხატებით~ იკვებება.
აქ კიდევ ერთი კანონზომიერება იჩენს თავს. საქმე იმაშია, რომ შემოქმედებითი ნიჭის წყალობით შექმნილი ,,ხატება~ ანუ მხატვრული ქსოვილი (გნებავთ, მთელი მისი პათოსი) მუდამ მსხვერპლის მხარეზეა.
მხატვრული დრამა (ანუ ხატება) აქ უკვე აღარ წარმოადგენს მახვილს, რომელიც მეშვიდე თავისკენ, ადამიანურობისკენაა მიმართული. პირიქით, იგი (ხატება) მისი მოზიარე, მისი გულშემატკივარი ხდება. შემოქმედებითი ნიჭი მარადისობის საჩუქარია, მეშვიდე თავიც (ადამიანი ადამიანში) მარადისობის მკვიდრია, აქ იკვეთება მათი გზები, იკვეთება კანონზომიერება, რომ უკვდავია მხოლოდ ის, რაც ღირებულია ადამიანში, ანუ ადამიანი ადამიანში. იგი უხნოა წუთისოფლისთვის, მაგრამ უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი.
დავასრულე სიტყვა, მანათობელი ნისლეულიც გაიფანტა, მის ნაცვლად ალისფერი შუქის ნიაღვარმა იელვა... ისე ჩანდა, თითქოს თვით ნისლეულმა ამოაფრქვია იგი. წმინდა წერილის სიტყვებიც ალისფერმა ათინათმა გამოარიდა ნისლეულის წიაღიდან.
,,...მიეცა სული მხეცის ხატებისთვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას~.
ალისფერი შუქის ნიაღვარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ორრქიან არსებასაც, ცხადია, ალისფერი ათინათი დაეფინა. ძალიანაც მოუხდა, უფრო მსუყე, სანდომიანი იერი მიიღო. ბრწყინვალებაც შემატა ალისფერმა ელფერმა... ეს განსაკუთრებით მის პაწია რქებზე ითქმოდა, მათ რაღაც საოცარი ძალით იწყეს ლაპლაპი, სისხლში ამოვლებულებს დაემსგავსნენ. მეც მაშინვე გავუბი მასლაათი ორრქიან საოცარ არსებას, თავით ფეხებამდე ალისფერი ჩირაღდანივით მოგიზგიზეს:
- რა შეგიღება სისხლისფრად კრავის ორი რქა, საყვარლად დაგრეხილ-ჩაწნულები... ისინი ხომ იარაღად არ გამოდგებიან, ვერავის ურქენ ამ რქებით, ოდნავ ზიანსაც კი ვერ მიაყენებ, ამ დროს კი ისე ლაპლაპებენ, თითქოს ეს წუთია ამოარიდე სასიკვდილოდ დაჭრილი მსხვერპლის შიგანს.
იქნებ იმიტომ ელვარებენ, რომ სისხლისფერი მეტისმეტად მახლობელი ფერია მათთვის... შენი კვალის ფერია ეს ავბედითი ფერი... მხოლოდ და მხოლოდ სისხლისფრით აღიბეჭდება შენი ყოველი ნაბიჯი დედამიწის ზურგზე... სადაც ოქროა, იქ სისხლის კვალიცაა, განუყრელ ტყუპისცალებად იქცნენ. ამ ჭეშმარიტებას ამჟღავნებენ შენი პაწია რქები, ამიტომაც ლაპლაპებენ ასეთი ძალით, თითქოს ეს-ესაა ამოარიდე სასიკვდილოდ დაჭრილი მსხვერპლის შიგანს.
ზღვიდან ამომავალმა მხეცმა ჩვენს თვალწინ შემოიძარცვა საბურველი, ამდენ ხანს რომ ფარავდა ჩვენგან. მან უკვე გაგვაცნო თავისი თავი. ახლა შენი ჯერია... თუმცა, უნდა ითქვას, ძალიან ჯიუტობ, გაურბი ჩვენს მზერას. თან თვალებს გვიჭრელებ, ასეთი რამ მხოლოდ შენ შეგიძლია.
გამოუცნობი ბუნების ხარ, არ ვიცით, როგორ ძგერს შენი გული. ვერ გვიპოვია შენი მაჯისცემა. არ ვიცით, რითი სუნთქავ, რითი სულდგმულობ.
,,მიეცა სული ხატებისთვის მისაცემად...~ წმინდა წერილი ასე ღაღადებს შენზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგეცა სული, რომელმაც ვერ დაივანა შენში, სხვას (ამ შემთხვევაში ,,ხატებას~) გადაეცა. ჰოდა, რა ვუწოდოთ ამ გარდამავალ რაღაცას, შუამავალი სული? მეტისმეტად უცნაურად ხომ არ ჟღერს.
თუმცა, ბუნებით ნამდვილად ხარ შუამავალი, ასეთი ხვედრი გერგო მზის ქვეშ. ამ უცნაურმა სიტყვამ (შუამავალი სული) ბურუსი მაინც ვერ გაფანტა, კვლავ ამოუცნობ არსებად რჩები. ვერც აქ დავიტრაბახებთ, თითქოს რაიმე ვიცოდეთ შენს შესახებ.
ისე კი ნამდვილად ვიცით, რომ ცოცხალია ,,ხატება~ (ანუ დრამა) შენი წაქეზებით შექმნილი. სული მას შენ ჩაუდგი, და ისიც ცოცხლობს, რაღაც სრულიად განსაკუთრებული, შუამავალი სიცოცხლით ცოცხლობს, ჟამი, მისთვის მინიჭებული საკმაოდ ხანგრძლივია წუთისოფლის კვალობაზე; მას თაობათა უსასრულო ჯაჭვი ჰქვია.
აუწერელია მისი სიჭრელე და მრავალგვარობა.  აურაცხელია მისი სავალი ბილიკების სიმრავლე.
ამ ,,ხატების~ მოქმედი გმირები მთელი კაცობრიობაა. თაობათა უწყვეტი მონაცვლეობით ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ დრამაში (ხატებაში), თავისი როლი შეასრულოს სიტყვით ან საქმით. ოღონდ ისე, როგორც შენ აქეზებ, თავი აარიდოს სწორ, გასხივოსნებულ გზებს. ყოველთვის ბნელი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით იაროს, მახვილი მოუღეროს მეშვიდე თავს, ანუ ადამიანს ადამიანში, ამ უკანასკნელისთვის ყოველთვის მსხვერპლის ადგილია გამზადებული.
მაგრამ, ვაი მას, ვისაც სიჯიუტე დასძლევს, არ დაემორჩილება შენი წაქეზებით შექმნილ ,,ხატებას~, ანუ საერთო წესს. მახვილი მაშინვე მისკენ შეტრიალდება, ურჩი და გაუგონარი, თვითონვე იქცევა მსხვერპლად... მოკლული იქნება, როგორც წმინდა წერილი ღაღადებს... ისე უგულოდ და დაუნდობლად მოკლული იქნება, როგორც ეს მხოლოდ შენ, ოქროს მხეცს ხელგეწიფება. სწორედ ამიტომ ელვარებენ ასე შენი პაწია, დაგრეხილი რქები.
ვერავინ დათვლის შენს თაყვანისმცემლებს... ამაო გარჯაა, ყველას ვარწმუნებ. უფართოესია შენი ძლევამოსილების არეალი ჩვენს საწუთროში: სანამ ბავშვი ქვეყანას მოევლინებოდეს, მანამდე მსჯელობენ მისი მშობლები, აქვს თუ არა არსებობის უფლება მათ ნაშიერს, მსჯელობენ უპირველეს ყოვლისა შენთან მიმართებაში. ისე გამოდის (ნებით თუ უნებლიეთ) თითქოს ჯერ ისევ დაბადებამდე გცემენ თაყვანს უგონო ჩვილები, აღიარებენ შენს ძლევამოსილებას. ალბათ ესეც მატებს სისხლისფერ ელვარებას შენს პაწია, დაგრეხილ რქებს.

***
      მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.
მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?
კარგი კითხვაა, მართლაც.
პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!
დიახ, ყველა საზრუნავი და საფიქრალი, რაც კი ადამიანს ჩვენს უხანო წუთისოფელში შეიძლება გაუჩნდეს, ოქროსთან მიმართებაში აღიქმება და განიხილება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ეხება იგი, თვითონ ადამიანს, ცხოველს, ტყეს თუ პაწია ბალახის ღეროს... ყველაფრის ტოლფასი ოქროა, რადგან ყველაფერი ოქროზე გადახურდავდა, ღრმად ჩაფიქრებული ადამიანის შესახედაობაც სწორედ ამაზე მეტყველებს; მან მიიღო ოქრო, როგორც თავისი საფიქრალის და საზრუნავის უმთავრესი საგანი... მიიღო, რადგან სხვა გზა არ აქვს, ოქროს გვერდს ვერაფრით აუქცევს, მის გარეშე ვერაფერს მოაგვარებს. საზრუნავი საზრუნავად დარჩება, რაც დრო გაივლის, კიდევ უფრო დამძიმდება, ერთ მშვენიერ დღეს კი გაუსაძლის ტვირთად იქცევა. ჰოდა, ზღვიდან ამომავალი მხეცი იძულებულია, ოქროს შესახებ ფიქრებს დაუთმოს უდიდესი წილი იმ დროისა, რომელიც მზის ქვეშ ერგო, მისი შუბლიც მჭერმეტყველურად ღაღადებს ამაზე. დიახ, ოქროზე გამუდმებულმა ფიქრებმა თავისი დაღი დაასვა ზღვდან ამომავალი მხეცის შუბლს, მეორე მხეცის ნიშანიც სწორედ ის არის, რომელიც მან შუბლზე მიიღო.
ზღვიდან ამომავალმა მხეცმა მარჯვენა ხელზე უნდა მიიღოს მხეცის ნიშანი. ვფიქრობ, აქაც ცხადია ყველაფერი: მარჯვენა ხელით წვდება ოქროს, ადამიანი, რათა ჩაბღუჯოს, მოიტაცოს, მიითვისოს... რაც შეიძლება, კარგად დამალოს, თუ წილად ერგო რაიმე საშუალებით. ისედაც ხდება, რომ მარჯვენა ხელი თითქოს არც კი ემორჩილება ადამიანს, მისგან დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას, ხელი წინ გაურბის, ოქროსკენ მიიწევს, თითქოს მაგნიტივით იზიდავს.
ასე რომ, მარჯვენა ხელი წინ უსწრებს შუბლს (აზროვნებას), ამიტომაც პირველ ადგილზე წერია. და ბოლოს, მარჯვენა ხელით ითვლის ოქროს ადამიანი. როგორც ხედავთ, მარჯვენა ხელმაც თავისებურად მიიღო მხეცის ნიშანი ისე, როგორც შუბლმა.
იმათ შესახებაც ვთქვათ, რომლებიც დაბადებით ცაცია გახლავთ. ამით ნამდვილად არაფერი იცვლება. ცაციასთვის მარცხენა ხელი იგივე მარჯვენაა, ანუ უფრო მომარჯვებული აქვს მეორესთან შედარებით, ესაა სულ. ოქროს მაგნიტური მიზიდულობა ჩვეულებრივად მოქმედებს მასზეც.
,,პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები...~ - ეს სიტყვები მთლიანობაში აღებული ადამიანური ყოფიერების მრავალგვარობას ასახავენ. თუნდაც ეს ორი სიტყვა ,,პატარები და დიდები~ გამოვაცალკევოთ, უკვე უაღრესად ჭრელი სურათი იხატება. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანის აღნაგობა: დაბალი და მაღალი, ჯუჯა და გოლიათი ადამიანები. ამას გარდა, პატარა ერები, დიდი ერები, პატარა და დიდი ასაკის ადამიანები.
ჯერ კიდევ პატარაობიდანვე ეცნობა ოქროს ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, ოქროს ფასი უნდა გააცნობიეროს მოზრდილმა, თანაც საკმაოდ შეზღუდულ ვადებში, ლამის თავისი აზროვნების გარიჟრაჟზე. უამისოდ ვერ ჩამოყალიბდება სრულფასოვან ადამიანად.
პატარა გონების ადამიანები, ანუ ღვთისშვილნი, - შემჩნეული გექნებათ: მათაც გაურბით ხელი ოქროსკენ (ანუ რაიმე ღირებულისკენ, თუნდაც საჭმელი ვთქვათ...) მარჯვენა ხელი აქაც წინ უსწრებს განსჯას, დაბადებითვე ჩამორჩენილს.
დიდი გონება? აქაც მსგავსი სურათი გვაქვს; დიდად განვითარებული, იშვიათი ღირსებებით შემკული გონებაც ქედს იხრის ოქროს წინაშე, რადგან სხვა გზა არ აქვს.
თუმცა ხდება, რომ ,,დიდი გონება~ ახერხებს, თავი დააღწიოს ოქროს მაგნიტურ მიზიდულობას. ოქროს ბრწყინვალება ხუნდება დიადი აზრების წინაშე. ოღონდ ეს გამონაკლისთა რიგს მიეკუთვნება. გამონაკლისი კი, როგორც ვიცით, საერთო წესს ადასტურებს.
,,...მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები...~ ეს სიტყვები არ საჭიროებენ განსაკუთრებულ განმარტებას. ყველას თავისი ხვედრი აქვსო - ცნობილი ნათქვამია, ახალს ვეღარაფერს დაუმატებ.
...და ყოველთვის, სადაც არ უნდა იდგეს ადამიანი, მათხოვრის ფლასი ერგება წილად თუ მეფის გვირგვინი, მისი განსჯის და ზრუნვის მთავარი საგანი ოქროა მუდამ. მათხოვარი ოქროს ნამცეცებს ჩასაფრებია. მოწყალება, მას რომ მიუყრიან, ხომ რაღაცა ღირს მაინც... ვისაც მეფობა სურს, თავისი გვირგვინი ოქროსგან უნდა გამოჭედოს, სხვანაირად არაფერი გამოუვა. ოქრო, ანუ მეორე მხეცის ნიშანია აქ ყოველთვის მბრძანებელი, რომელიც ყველა მიმართულებით ერთნაირად ვრცელდება გიგანტური ცთომილის მიზიდულობის მსგავსად.
აი, ასეთი გარდაუვალი ხვედრი ერგო ზღვიდან ამომავალ მხეცს: ან ხელით უნდა მიწვდეს ოქროს (სულერთია, მარჯვენა თუ მარცხენა), ან მისმა შუბლმა, ანუ აზროვნების უნარმა უნდა მოიპოვოს იგი. სხვა გამოსავალი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს უხნო წუთისოფელში. შუბლზეც სწორედ ეს აწერია: მისი მარჯვენა ხელიც ამავეს ადასტურებს, მხეცის ნიშანიც ეს გახლავთ, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები