ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2008


სადიდებელი

გარდაცვლილებო მამულისათვის,
სულებს დაღლილებს თქვენსას დიდება,
ხუთჯვრიან დროშებს თქვენი გმირობა
ლგენდასავით დაეკიდება.

სპარაზენებო აღმაშენებლის,
თამარის ცრემლთა მარგალიტებო,
შევევედრები თქვენს დიდ აჩრდილებს
ცოცხლად დარჩენა რომ მოგვიტევოთ!

ვერ შეგაშინათ რისხვამ რუსისა,
ვერც მათმა ბობმბმა, ტყვიამ, ყუმბარამ,
საქართველოს მკერდს თქვენი გულების
ნაპრალებზე რომ გადაუარა...

თქვენ იქ ხართ ახლა, ნედლო სანთლებო,
თქვენ იმ სამყაროს ეწარსულებით,
სად თავს იყრიან ერთად მართალთა
და ვალმოხდილთა წმინდა სულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები