| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2015 |
დ ე დ ა
ეჰა, როგორ მომიხუცდი, როგორ, ჩემო ტბილო, საყვარელო დედა, შენს თვალებშიც, დიდი სევდის გარდა, უკვე ვერა, ვეღარაფერს ვხედავ.
ვიტყვი, ის დრო ბრუნდებოდეს , ნეტა, მეცემოდეს, მზე შენს ხელში, სვეტად, მაგრამ, დედა, მეშინია, მეტად, მჭკნარი ფოთლის ქარისაგან ხვეტა.
მითხარ, ტკბილო, რატომ არის ასე, მოგონება, ხალისით რომ გვავსებს, სულ თავიდან, გარდასული წლები, არ იწყება, კვლავ, სურვილის ჟამსვე.
დედავ ჩემო, საოცარო , ტკბილო, უძლურებას , ვერ ვეჩვევი, შენსას, სიცოცხლეს ვთმობ, ამ წუთიდან შენთვის, რასაც, ღმერთი, შენსას, მიაკემსავს.
ეგ თვალები, სევდანარევ ფერით, ზღვა , ზეცაში, შერეულა თითქოს, ამ სიცოცხლეს, შენ როგორაც, მითბობ, რომელი მზე , ან რომელი სითბო,
ვცვლი სიცოცხლეს, უკვდავების წყალში, ჩემთვის, ღმერთო , ამის თხოვნა ღირდა, დედაჩემმა, რომ იცოცხლოს დიდხანს, სული მას გთხოვს, გული გაგირიგდა.
როგორ მოტყდი, მომიხუცდი დედა, შენს თვალებში, ხშირად, შიშსაც ვხედავ, მიდღეგრძელე, შეგთხოვ, ღმერთო, ღმერთო, და ამ თხოვნას, დედისათვის ვბედავ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ლექსი არ მომწონს რათქმაუნდა..
მაგრამ ხალხი რა გაბოროტებულია, ამდენი აგრესია მოკლავს ლექსი არ მომწონს რათქმაუნდა..
მაგრამ ხალხი რა გაბოროტებულია, ამდენი აგრესია მოკლავს
12. ლექსს დედაზე დაწერილს, არასდროს არ ვიწუნებ . ლექსს დედაზე დაწერილს, არასდროს არ ვიწუნებ .
11. გულწრფელობაა მთავარიო, ჰო და გულწრფელად ვამბობ - არ ვარგა. გულწრფელობაა მთავარიო, ჰო და გულწრფელად ვამბობ - არ ვარგა.
10. მოგესალმებით თეა თაბაგარი და უდიდეს მადლობას გიხდით, ამგვარი , კარგი კომენტარისაძთვის. უფლის შემწეობასა და ყოველგვარ სიკეთეს გისურვებთ. (მაპატიეთ, მადლობის თქმის დაგვიანებისათვის, რაც , ჩემი, აქ არყოფნის გამოა.)
გილოცავთ დღევანდელ დღეს, საიტის ყველა წევრთან და სრულიად საქართველოსთან ერთად.
იყავით, მუდამ გამარჯვებული და ბედნიერი. პატივისცემით ნექტარი. 26 მაისი, 2015 წელი. მოგესალმებით თეა თაბაგარი და უდიდეს მადლობას გიხდით, ამგვარი , კარგი კომენტარისაძთვის. უფლის შემწეობასა და ყოველგვარ სიკეთეს გისურვებთ. (მაპატიეთ, მადლობის თქმის დაგვიანებისათვის, რაც , ჩემი, აქ არყოფნის გამოა.)
გილოცავთ დღევანდელ დღეს, საიტის ყველა წევრთან და სრულიად საქართველოსთან ერთად.
იყავით, მუდამ გამარჯვებული და ბედნიერი. პატივისცემით ნექტარი. 26 მაისი, 2015 წელი.
9. გულწრფელობაა აქ მთავარი და ემოცია, რომელიც მისგან მოდის.
შენს თვალებშიც, დიდი სევდის გარდა, უკვე ვერა, ვეღარაფერს ვხედავ...
ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ დედა!
გულწრფელობაა აქ მთავარი და ემოცია, რომელიც მისგან მოდის.
შენს თვალებშიც, დიდი სევდის გარდა, უკვე ვერა, ვეღარაფერს ვხედავ...
ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ დედა!
8. ვის უნდა ვაამო, იქნებ მიკარნახოთ :) ან რისი უნდა შემრცხვეს? შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ბრალდება ისევ ტქვენი კომენტარიდან გამომდინარეა, თუკი ამას ბრალდება შეიძლება ეწოდოს- > ეს ლექსი არის, საკმაოდ, კარგი და ძლიერი ლექსი. თემით, იდეით და ა. შ.< მე შემრცხვებოდა საკუთარ ლექსზე ასე მეთქვა, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო. სხვის მითითებაზეც არასდროს გავცხარებულვარ, პირიქით, მიფიქრია მეტად მემუშავა საკუთარ თავზე. ცრუ თავმდაბლობა ამპარტავნებაზე უარესია. ამპარტავნება კიდევ მომაკვდინებელი ცოდვაა, იცით ალბათ. სიკეთეს გისურვებთ და სიმშვიდეს. ოდესმე მიხვდებით ალბათ, რომ აქ არც ვინმეს შურს თქვენი და არც არავინ გმტრობთ. ნამდვილად ასეა, მეწმუნეთ. ვის უნდა ვაამო, იქნებ მიკარნახოთ :) ან რისი უნდა შემრცხვეს? შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. ბრალდება ისევ ტქვენი კომენტარიდან გამომდინარეა, თუკი ამას ბრალდება შეიძლება ეწოდოს- > ეს ლექსი არის, საკმაოდ, კარგი და ძლიერი ლექსი. თემით, იდეით და ა. შ.< მე შემრცხვებოდა საკუთარ ლექსზე ასე მეთქვა, რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო. სხვის მითითებაზეც არასდროს გავცხარებულვარ, პირიქით, მიფიქრია მეტად მემუშავა საკუთარ თავზე. ცრუ თავმდაბლობა ამპარტავნებაზე უარესია. ამპარტავნება კიდევ მომაკვდინებელი ცოდვაა, იცით ალბათ. სიკეთეს გისურვებთ და სიმშვიდეს. ოდესმე მიხვდებით ალბათ, რომ აქ არც ვინმეს შურს თქვენი და არც არავინ გმტრობთ. ნამდვილად ასეა, მეწმუნეთ.
7. გასაგებია, რომ ყველასა აქვს უფლება, თავისი ნაშრომია თუ რაცაა, რასაც პროზა-პოეზიას უწოდებს, მკითხველამდე მიიტანოს. ისიც გასაგებია, რომ სურვილი გაქვს, მოწონება დაიმსახუროს იმან, რასაც შეიძლება ღამეებიც უთიე და ნერვებიც დაახარჯე. ადამიანური სურვილია ეს და არც არაფერია ამაში დასაძრახი, მაგრამ მაინცდამაინც დაფნის გვირგვინს ნუ მოვითხოვთ ერთბაშად. ნურც კრიტიკას ვიუკადრისებთ. როცა ასე იქცევიან პოეტები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნაკლებად კითხულობენ სხვის შემოქმედებას, ნაკლებად იხარჯებიან იმ გზების ძიებაში, რაც აუცილებლად გასავლელია, რომ კარგი პოეტი თუ არა, მკითხველი მაინც გერქვას. და კიდევ ერთი თხოვნა- ნუ შევაწუხებთ უფალს წარამარა რაიმეს დასადასტურებლად, ან ვინმეზე ჯავრის ამოსაყრელად. პირველივე მცნებაში გარკვეულად წერია ეს და თუ ძალიან გამოვირჩევით ღვთისმოსაობითა და ღვთისმოშიშებით (რაც კომენტარებიდან გამომდინარე, ძალიან მეეჭვება), ამისი აფიშირების ადგილი ლიტ. საიტი ნამდვილად არაა. და ნურც იმას უარვყოფთ, რომ სხვაზე მეტნი არც რწმენაში, არც ადამიანობაში, არც სხვა რამეში ვართ. იმედია, სწორად გამიგებთ.
გასაგებია, რომ ყველასა აქვს უფლება, თავისი ნაშრომია თუ რაცაა, რასაც პროზა-პოეზიას უწოდებს, მკითხველამდე მიიტანოს. ისიც გასაგებია, რომ სურვილი გაქვს, მოწონება დაიმსახუროს იმან, რასაც შეიძლება ღამეებიც უთიე და ნერვებიც დაახარჯე. ადამიანური სურვილია ეს და არც არაფერია ამაში დასაძრახი, მაგრამ მაინცდამაინც დაფნის გვირგვინს ნუ მოვითხოვთ ერთბაშად. ნურც კრიტიკას ვიუკადრისებთ. როცა ასე იქცევიან პოეტები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნაკლებად კითხულობენ სხვის შემოქმედებას, ნაკლებად იხარჯებიან იმ გზების ძიებაში, რაც აუცილებლად გასავლელია, რომ კარგი პოეტი თუ არა, მკითხველი მაინც გერქვას. და კიდევ ერთი თხოვნა- ნუ შევაწუხებთ უფალს წარამარა რაიმეს დასადასტურებლად, ან ვინმეზე ჯავრის ამოსაყრელად. პირველივე მცნებაში გარკვეულად წერია ეს და თუ ძალიან გამოვირჩევით ღვთისმოსაობითა და ღვთისმოშიშებით (რაც კომენტარებიდან გამომდინარე, ძალიან მეეჭვება), ამისი აფიშირების ადგილი ლიტ. საიტი ნამდვილად არაა. და ნურც იმას უარვყოფთ, რომ სხვაზე მეტნი არც რწმენაში, არც ადამიანობაში, არც სხვა რამეში ვართ. იმედია, სწორად გამიგებთ.
6. თუ იმ გადასახედიდან ვიმჯელებთ, რომ დედაზე ცუდი ლექსი არ არსებობს და ყველა ლექსი ყველა უკლებლივ თავისებურად კარგია (რაც დედას ეძღვნება) მაშინ გასაგებია თქვენი გულმოსულობის მიზეზი და ისე, როგორც ლექსი ლექსად ძალზედ სუსტია... თუმცა მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ნეფერტარის კომენტარი.... შესაძლებელია უფრო რბილად ეთქვა....და მაოცებს იცით ?-სხვასთანაც წავაწყდი ასეთ კომენტარებს ვიღაც ავტორიტეტების შეფასებებს, რომ მოიშველიებენხოლმე საკუთარი ნიჭის დასამტკიცებლად... არაა ასე ხალხო!- ან თქვით კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები ვინც ხოტბას ასხავენ, აქეზებენ, ასეთ ლექსებს და მის ავტორებს ან სულ ნუ იტყვით... არაა ეს პოეზია და აღფრთოვანებული კომენტარების ავტორების სინდისზე იყოს ის, რომ ასეთი ამბიციურები ვხდებით ზოგადად...წარმატებები თქვენ კეთილი სურვილებით და ღმერთმა კარგად გიმყოფოთ დედა... თუ იმ გადასახედიდან ვიმჯელებთ, რომ დედაზე ცუდი ლექსი არ არსებობს და ყველა ლექსი ყველა უკლებლივ თავისებურად კარგია (რაც დედას ეძღვნება) მაშინ გასაგებია თქვენი გულმოსულობის მიზეზი და ისე, როგორც ლექსი ლექსად ძალზედ სუსტია... თუმცა მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ნეფერტარის კომენტარი.... შესაძლებელია უფრო რბილად ეთქვა....და მაოცებს იცით ?-სხვასთანაც წავაწყდი ასეთ კომენტარებს ვიღაც ავტორიტეტების შეფასებებს, რომ მოიშველიებენხოლმე საკუთარი ნიჭის დასამტკიცებლად... არაა ასე ხალხო!- ან თქვით კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები ვინც ხოტბას ასხავენ, აქეზებენ, ასეთ ლექსებს და მის ავტორებს ან სულ ნუ იტყვით... არაა ეს პოეზია და აღფრთოვანებული კომენტარების ავტორების სინდისზე იყოს ის, რომ ასეთი ამბიციურები ვხდებით ზოგადად...წარმატებები თქვენ კეთილი სურვილებით და ღმერთმა კარგად გიმყოფოთ დედა...
5. მოგესალმებით და უდიდეს მადლობას გიხდით ელადა ასეთი სურვილისა და სეფასებისათვის. დიდად ვაფასებ და პატივს ვცემ თქვენს წაროსახვის უნარს, ინტელექტს და სულიერ გამორჩეულ მონაცემებს. თქვენც ასევე დაგილოცოთ უფალმა საყვარელი ადამიანები. პატივისცემით ნექტარი. მოგესალმებით და უდიდეს მადლობას გიხდით ელადა ასეთი სურვილისა და სეფასებისათვის. დიდად ვაფასებ და პატივს ვცემ თქვენს წაროსახვის უნარს, ინტელექტს და სულიერ გამორჩეულ მონაცემებს. თქვენც ასევე დაგილოცოთ უფალმა საყვარელი ადამიანები. პატივისცემით ნექტარი.
4. არის ასეთი ლოგიკური გამოთქმა-" თავდასხმა თავდაცვის, საუკეთესო საშუალებაა"-ო. მაგრამ, გააჩნია, რა შემთხვევაში. სად და როგორ. ან რატომ ესაა, მთავარი, გამართლებული ეს, თუ გაუმართლებელი. თავადაც, კარგად იცით, რომ, გულიანა და ნექტარი ერთი და იგივე პირს არ წარმოადგენს, მაგრამ აქ ვმოქმედებ რელიგიური თვალსაზრისით-" მიუტევე და მოგეტევება"-თი. ანუ, რაც არ მომწონს, მასში არც ავყვები ვინმეს და არც მივბაძავ. 2) ეს კექსი უნაკლოა წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, და მისი მოსმენისას დედა ნამდვილად იამაყებს, რადგან მისთვის პოეზია არ არის უცხო, ის საუკეთესო მოლექსე, მოკაფიავე, კარგად განათლებული, ერუდირებული, კულტურული, მშვენიერი სულის მფლობელი და მატარებელია. მე არ ვიპარავ და არ ვითვისებ სხვათა სიტყვებს და ფრაზებს, არ ბატონო, ეს მადლი, ჩვენ გენეტიკურად გვაქვსთანდაყოლილი. ხარისხიან ნიჭთან ერთად. 3) ღმერთთან დადებული გარიგება არა, ბათონო, ე შ მ ა კ თ ა ნ დ ა დ ე ბ უ ლ ი გ ა რ ი გ ე ბ ა თავდება ცუდად ყველასათვის. დედას ბევრი ყავს ჩემს გარდა იმედად ჩემზე უკეთესები, ამ და სხვა სფეროებში, მერწმუნეთ.
თქვენმა ნათქვამმა ბევრი ინტელექტუალი გააკვირვა, ამ ლექსის წაკითხვისას და გააბრაზა, კიდეც. მათ ეჭვი შეეპარატ ბევრ რამეში თქვენთან მიმართებაში. მე არასოდეს ვცდილობ საგმოგი ქცევის ჩადენას. მე დამსახურებული მიყვარს და მომწონს ყველაფერი. სათქმელს არ ვიტოვებ და გულიც სუფთა მაქვს. მაგრამ ჯერ კარგად ვაცნობიერებ სიღრმისეულად ყველაფერს და ისე ვიტყვი, ტუ თქმა ძალიან აუცილებელი შეიქმნება.
გმადლობთ ყურადღებისათვის. სულ ესაა, რაც საჭიროდ მივიჩნიე, რომ მეთქვა, აქ.
პატივცისცემით ნექტარი. . არის ასეთი ლოგიკური გამოთქმა-" თავდასხმა თავდაცვის, საუკეთესო საშუალებაა"-ო. მაგრამ, გააჩნია, რა შემთხვევაში. სად და როგორ. ან რატომ ესაა, მთავარი, გამართლებული ეს, თუ გაუმართლებელი. თავადაც, კარგად იცით, რომ, გულიანა და ნექტარი ერთი და იგივე პირს არ წარმოადგენს, მაგრამ აქ ვმოქმედებ რელიგიური თვალსაზრისით-" მიუტევე და მოგეტევება"-თი. ანუ, რაც არ მომწონს, მასში არც ავყვები ვინმეს და არც მივბაძავ. 2) ეს კექსი უნაკლოა წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, და მისი მოსმენისას დედა ნამდვილად იამაყებს, რადგან მისთვის პოეზია არ არის უცხო, ის საუკეთესო მოლექსე, მოკაფიავე, კარგად განათლებული, ერუდირებული, კულტურული, მშვენიერი სულის მფლობელი და მატარებელია. მე არ ვიპარავ და არ ვითვისებ სხვათა სიტყვებს და ფრაზებს, არ ბატონო, ეს მადლი, ჩვენ გენეტიკურად გვაქვსთანდაყოლილი. ხარისხიან ნიჭთან ერთად. 3) ღმერთთან დადებული გარიგება არა, ბათონო, ე შ მ ა კ თ ა ნ დ ა დ ე ბ უ ლ ი გ ა რ ი გ ე ბ ა თავდება ცუდად ყველასათვის. დედას ბევრი ყავს ჩემს გარდა იმედად ჩემზე უკეთესები, ამ და სხვა სფეროებში, მერწმუნეთ.
თქვენმა ნათქვამმა ბევრი ინტელექტუალი გააკვირვა, ამ ლექსის წაკითხვისას და გააბრაზა, კიდეც. მათ ეჭვი შეეპარატ ბევრ რამეში თქვენთან მიმართებაში. მე არასოდეს ვცდილობ საგმოგი ქცევის ჩადენას. მე დამსახურებული მიყვარს და მომწონს ყველაფერი. სათქმელს არ ვიტოვებ და გულიც სუფთა მაქვს. მაგრამ ჯერ კარგად ვაცნობიერებ სიღრმისეულად ყველაფერს და ისე ვიტყვი, ტუ თქმა ძალიან აუცილებელი შეიქმნება.
გმადლობთ ყურადღებისათვის. სულ ესაა, რაც საჭიროდ მივიჩნიე, რომ მეთქვა, აქ.
პატივცისცემით ნექტარი. .
3. დედის სიყვარული კარგია და სწორი, ამაში გეთანხმები გულიანა-ნექტარ, მაგრამ თუ არ გინდა დედის თვალებში სევდა დაინახო და ღმერთთან გარიგება დადო (ყველასთვის ცუდად თავდება ეგ), გირჩევ შენი ლექსები არ აჩვენო. დარჩი დედისიმედად.
დედის სიყვარული კარგია და სწორი, ამაში გეთანხმები გულიანა-ნექტარ, მაგრამ თუ არ გინდა დედის თვალებში სევდა დაინახო და ღმერთთან გარიგება დადო (ყველასთვის ცუდად თავდება ეგ), გირჩევ შენი ლექსები არ აჩვენო. დარჩი დედისიმედად.
2. დიდხანს გიცოცხლოს,შენ კი მადლობა ასეთი ტკბილი მოფერებისთვის. დიდხანს გიცოცხლოს,შენ კი მადლობა ასეთი ტკბილი მოფერებისთვის.
1. როგორი თბილი ლექსია ნექტარ... ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს საყვარელი დედა, ჯანმრთელად და ბედნიერად...+ როგორი თბილი ლექსია ნექტარ... ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს საყვარელი დედა, ჯანმრთელად და ბედნიერად...+
|
|
მონაცემები არ არის |
|
|