 | ავტორი: რენუარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 მაისი, 2015 |
*** მწერ - აცივდაო, თურმე ქარიც დაქრის ვერაგი. .................... აქ, კარადაში, შენს ეულად დარჩენილ კაბას, გავიხადე და – მოვახურე ჩემი პერანგი.
*** მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, ხომალდი:"თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება – ვაი, რომ....
მინიმა – „იმპრესია“
მონე. ტილოდან მზე ამოდის. ყურე...გემები... ................ ვზივარ. ტალღების აუდიოჩანაწერს ვუსმენ, ნიჟარების ყურთსასმენებით.
ეჭვი
ჩემი მეტოქე - იასამანი სასაფლაოზე. თავზე დაგხარის, ფესვებით გეხვევა. ერთხელაც მოვალ, გაუფრთხილებლად, ჩაგიწვებით!…
აჰა, იხილე!
ლაზერის სხივი უმზერს ტურინის სუდარას. .................... თითქოს, ურწმუნო მოციქული იცქირება გახვრეტილი ხელისგულიდან.
*** ახლა რომ ჩავწვე გაზაფხულამდე და ლოყის ქვეშ, თათებივით – ლექსი დავიდო,
ჩემი ქოთნის ყვავილები, მე რომ ვუვლიდი – თუ მომივლიან?
ბომჟის მინიმა გამშობლიურებულ ტროტუარზე ასვენია, გასხვისებული სახლ-კარის სევდა.
მეზობელი სადარბაზოსთან შემხვდა გუშინ, ის - სიფრიფანა. მოვიკითხე: მოხუცი დედა, პატარა ბავშვი. მას კი პასუხად მიჰქონდა სახლში, ც ა ლ ი ფუნთუშა და შუშა – წამლით.
მართალი
–როგორ ხარ? –როგორც ჩემი ქვეყანა. -სად ცხოვრობ? -მთებში. .................... ტანზე ეცვა -"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი, "ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში...
ლიფტისმინიმა
მეორე. მესამე. მეოთხე. ინთება ტაბლოზე სართული. მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს – ყველაფერს ვართულებ! ახლაც მეეჭვება - სახლში ხარ? ან იქნებ აღარც კი მიმელი. აჰ, სხვა დროს! აჰ, სხვა დროს, ძვირფასო! .................... მესამე. მეორე. პირველი.
მარტოხელა მინიმა
განა რაა? ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი. მე კი უბრალოდ, მომენატრა ვინმე „ასეთი“: –„რომ წამოხვალ, პური წამოიყოლე“....
უსინათლო მინიმა
"ჩემი საცოლე- სულის სიმწვანეში მოქათქათე თეთრი ყვავილი"... .................... ეს შედევრია! დაიწერა ოღონდ ბრაილით.
ნიუანსის მინიმა
არ არსებობენ ნიუანსები. დღეს დილით- პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები საქმიანი ვიზიტების დღიურში ჩავდე. ...და თითქმის ყველა შეხვედრაზე დამაგვიანდა.
მეორე შვილი
-ჯერ არ გვილხინსო, გაგეხარა უარი ტესტის. .................... და მე პირველად დამწყდა გული - შენს სიხარულზე.
მონატრების მინიმა აგარაკზეა ჩემი პატარა! .................... ამ ცხელ ქალაქში, წუხელის მისი დათუნია მეწვა კალთაში.
ანატომიური მინიმა
როცა პირველად ვნახე გული, გავიფიქრე: ბედნიერი ვიყავი როცა– "გულის ფორმის" მეგონა.
*** სისხლის წარმოქმნას „ჰემო-პოეზი“ჰქვია... მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.
საავადმყოფოს მინიმა ვერახდენილი ნატვრით სავსე, ცარიელი დამხვდა პალატა. საწოლი ცივი... .................... დღეს ოცდაცხრაა. ოცდაათში ჩამოდის შვილი.
SMS მინიმა
მესიჯი შორიდან: "გეხვევი"... ღმერთო, რა კარგია! (მზე ღრუბლებს მიმოსწევს) და მაინც - "გეხვევის" რაღაცა აკლია, ისე ვით - მკლავები მილოსელს.
შალომო
სამი რამ ჩემთვის დახშულია, ოთხი - არ ვიცი. გზა: თევზის - წყალში, ცაზე - არწივის, ქვიშაში - გველის. და გზა, რომელიც მე მომელის, შენ რომ გაგცდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. 05.05.15 ყოფილა. რამდენი დრო გასულა. და თითქოს არც. გზააბნეული ყოველთვის აქ რატომ მოვდივარ?! გადაგიკითხეთ და მოგიკითხეთ, რენუარ:) <3
05.05.15 ყოფილა. რამდენი დრო გასულა. და თითქოს არც. გზააბნეული ყოველთვის აქ რატომ მოვდივარ?! გადაგიკითხეთ და მოგიკითხეთ, რენუარ:) <3
23. მომწონს ძალიან მომწონს ძალიან
22. ვეძებდი რამე ისეთს და აქეთ წამოვედი. .
.
ვეძებდი რამე ისეთს და აქეთ წამოვედი. .
.
21. უმრავლესობა ვიცოდი. ძალიან კარგებია. ) უმრავლესობა ვიცოდი. ძალიან კარგებია. )
20. მახსოვს, ეს მშვენიერი მინიმები. "საავადმყოფოს მინიმა" არ მქონდა წაკითხული. საოცრად ემოციურია. მახსოვს, ეს მშვენიერი მინიმები. "საავადმყოფოს მინიმა" არ მქონდა წაკითხული. საოცრად ემოციურია.
19. ბრავო, მაესტრო! ბრავო, მაესტრო!
18. ყველა მომწონს, აზრიანები, ემოციურები, მომწონს შინაგანი ემოციების ასეთი ფორმით გამოვლენა. ყველა მომწონს, აზრიანები, ემოციურები, მომწონს შინაგანი ემოციების ასეთი ფორმით გამოვლენა.
17. ბომჟის მინიმა არის ძალიან კარგი, აი ისეთი სხვა ავტორებთან რომ არ მიყავხარ და არც რომელიმე მხატვრული ფილმის კადრთან. ბომჟის მინიმა არის ძალიან კარგი, აი ისეთი სხვა ავტორებთან რომ არ მიყავხარ და არც რომელიმე მხატვრული ფილმის კადრთან.
16. თავფურცელზე შესაძლო მოხვედრის გამო თქვენი შემოქმედების ჟანრი რატომ უნდა შეიცვალოთ? ფაქტიურად ვიწროვდებით თქვენი ვრცელი შემოქმედებით...ძლიერი ხართ და ეს სფერო თქვენია...
თავფურცელზე შესაძლო მოხვედრის გამო თქვენი შემოქმედების ჟანრი რატომ უნდა შეიცვალოთ? ფაქტიურად ვიწროვდებით თქვენი ვრცელი შემოქმედებით...ძლიერი ხართ და ეს სფერო თქვენია...
15. კიდევ ერტხელ ძალიან მომეწონა ვინმე რენუარის მცირე მალისებურები:) კიდევ ერტხელ ძალიან მომეწონა ვინმე რენუარის მცირე მალისებურები:)
14. კარგები ძალიან...555 სიამოვნებით წავიკითხე კიდევ...:-* კარგები ძალიან...555 სიამოვნებით წავიკითხე კიდევ...:-*
13. მადლობა ჩემო ერთგულო ადამიანებო :*
რაც შეეხება "სხვა"-ს, მხოლოდ ერთი მიზეზია: ეს მინიმები არაერთგზისაა გამოქვეყნებული და ასე თუ ისე, წინდაწინ ვიცი მკითხველის აზრი. დავუშვი ის - რომ შეიძლება ქულებით შეფასებისას აეკრიფა ისეთი რეიტინგი, რაც გამოიწვევდა მის გადასვლას თავფურცელზე, ეს კი არ მგონია სწორი. სჯობია იქ - ახალი ნაწარმოებები იდოს და ახალი სახელები. ნეფერტარ, თქვენი აზრი გავითვალისწინე სწორედ, როცა ამასწინათ ვისაუბრეტ თავფურცელის შესახებ. გავითვალისწინე იმიტომ, რომ სამართლიანი მომეჩვენა. მაშინ, შეიძლება მკითხოთ, რატომ დავდე საერთოდ? პირველ რიგში ახალი წევრებისთვის, მეორე - დახეტიალობენ ეს მინიმები ინტერნეტ სივრცეში, უხშირესად უპატრონოდ, უავტოროდ...ამას წინათ შემთხვევით დავგუგლე და უამრავი გვერდი ამომიგდო. ძალიანაც გამეხარა, სიმართლე რომ ვთქვა. უბრალოდ, აქ მაინც იყოს დაფიქსირებული რომ ვინმე "რენუარისაა" :) მადლობა ჩემო ერთგულო ადამიანებო :*
რაც შეეხება "სხვა"-ს, მხოლოდ ერთი მიზეზია: ეს მინიმები არაერთგზისაა გამოქვეყნებული და ასე თუ ისე, წინდაწინ ვიცი მკითხველის აზრი. დავუშვი ის - რომ შეიძლება ქულებით შეფასებისას აეკრიფა ისეთი რეიტინგი, რაც გამოიწვევდა მის გადასვლას თავფურცელზე, ეს კი არ მგონია სწორი. სჯობია იქ - ახალი ნაწარმოებები იდოს და ახალი სახელები. ნეფერტარ, თქვენი აზრი გავითვალისწინე სწორედ, როცა ამასწინათ ვისაუბრეტ თავფურცელის შესახებ. გავითვალისწინე იმიტომ, რომ სამართლიანი მომეჩვენა. მაშინ, შეიძლება მკითხოთ, რატომ დავდე საერთოდ? პირველ რიგში ახალი წევრებისთვის, მეორე - დახეტიალობენ ეს მინიმები ინტერნეტ სივრცეში, უხშირესად უპატრონოდ, უავტოროდ...ამას წინათ შემთხვევით დავგუგლე და უამრავი გვერდი ამომიგდო. ძალიანაც გამეხარა, სიმართლე რომ ვთქვა. უბრალოდ, აქ მაინც იყოს დაფიქსირებული რომ ვინმე "რენუარისაა" :)
12. ერთად შექუჩულან...
ესენი "სხვა"_ში და ჩემები__"პოეზიაში"? ერთად შექუჩულან...
ესენი "სხვა"_ში და ჩემები__"პოეზიაში"?
11. ისევ მოვედი :) დამრჩა რაღაც :)
ეჭვი
ჩემი მეტოქე - იასამანი სასაფლაოზე. თავზე დაგხარის, ფესვებით გეხვევა. ერთხელაც მოვალ, გაუფრთხილებლად, ჩაგიწვებით!…
უსინათლო მინიმა
"ჩემი საცოლე- სულის სიმწვანეში მოქათქათე თეთრი ყვავილი"... .................... ეს შედევრია! დაიწერა ოღონდ ბრაილით.
*** სისხლის წარმოქმნას „ჰემო-პოეზი“ჰქვია... მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.
SMS მინიმა
მესიჯი შორიდან: "გეხვევი"... ღმერთო, რა კარგია! (მზე ღრუბლებს მიმოსწევს) და მაინც - "გეხვევის" რაღაცა აკლია, ისე ვით - მკლავები მილოსელს.
ისევ მოვედი :) დამრჩა რაღაც :)
ეჭვი
ჩემი მეტოქე - იასამანი სასაფლაოზე. თავზე დაგხარის, ფესვებით გეხვევა. ერთხელაც მოვალ, გაუფრთხილებლად, ჩაგიწვებით!…
უსინათლო მინიმა
"ჩემი საცოლე- სულის სიმწვანეში მოქათქათე თეთრი ყვავილი"... .................... ეს შედევრია! დაიწერა ოღონდ ბრაილით.
*** სისხლის წარმოქმნას „ჰემო-პოეზი“ჰქვია... მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.
SMS მინიმა
მესიჯი შორიდან: "გეხვევი"... ღმერთო, რა კარგია! (მზე ღრუბლებს მიმოსწევს) და მაინც - "გეხვევის" რაღაცა აკლია, ისე ვით - მკლავები მილოსელს.
10. კი, "უჭკნობი ყვავილების" იკებანაა! კი, "უჭკნობი ყვავილების" იკებანაა!
9. ზოგიერთ მათგანში ჩაქსოვილმა კეთილხმოვანებამ ძალიან მომხიბლა.
გარედან წავიკითხე და მინდა აღვნიშნო, რომ ჭეშმარიტად ვისიამოვნე :)
სიკეთე ყველას ზოგიერთ მათგანში ჩაქსოვილმა კეთილხმოვანებამ ძალიან მომხიბლა.
გარედან წავიკითხე და მინდა აღვნიშნო, რომ ჭეშმარიტად ვისიამოვნე :)
სიკეთე ყველას
8. ამაზე უკეთეს ,,იკებანას'' ვერც ინატრებს მკითხველი :) ოსტატის ხელი ეტყობა თითოეულს. ამაზე უკეთეს ,,იკებანას`` ვერც ინატრებს მკითხველი :) ოსტატის ხელი ეტყობა თითოეულს.
7. შალომო
სამი რამ ჩემთვის დახშულია, ოთხი - არ ვიცი. გზა: თევზის - წყალში, ცაზე - არწივის, ქვიშაში - გველის. და გზა, რომელიც მე მომელის, შენ რომ გაგცდება." უმშვენიერეს სამყაროში აღმოვჩნდი... თუმცა ცრენლნარევში...გული დამწყდა... რა კარგი ხართ... <3 შალომო
სამი რამ ჩემთვის დახშულია, ოთხი - არ ვიცი. გზა: თევზის - წყალში, ცაზე - არწივის, ქვიშაში - გველის. და გზა, რომელიც მე მომელის, შენ რომ გაგცდება." უმშვენიერეს სამყაროში აღმოვჩნდი... თუმცა ცრენლნარევში...გული დამწყდა... რა კარგი ხართ... <3
6. როცა პირველად ვნახე გული, გავიფიქრე: ბედნიერი ვიყავი როცა– "გულის ფორმის" მეგონა. როცა პირველად ვნახე გული, გავიფიქრე: ბედნიერი ვიყავი როცა– "გულის ფორმის" მეგონა.
5. მარტოხელა მინიმა
განა რაა? ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი. მე კი უბრალოდ, მომენატრა ვინმე „ასეთი“: –„რომ წამოხვალ, პური წამოიყოლე“....
მეორე შვილი
-ჯერ არ გვილხინსო, გაგეხარა უარი ტესტის. .................... და მე პირველად დამწყდა გული - შენს სიხარულზე.
სისხლის წარმოქმნას „ჰემო-პოეზი“ჰქვია... მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.
კარგია, ესენი მეტად მომეწონა.
მარტოხელა მინიმა
განა რაა? ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი. მე კი უბრალოდ, მომენატრა ვინმე „ასეთი“: –„რომ წამოხვალ, პური წამოიყოლე“....
მეორე შვილი
-ჯერ არ გვილხინსო, გაგეხარა უარი ტესტის. .................... და მე პირველად დამწყდა გული - შენს სიხარულზე.
სისხლის წარმოქმნას „ჰემო-პოეზი“ჰქვია... მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.
კარგია, ესენი მეტად მომეწონა.
4. "მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, ხომალდი:"თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება – ვაი, რომ.... "
დედას გეფიცებით ვიტირე :( "მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, ხომალდი:"თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება – ვაი, რომ.... "
დედას გეფიცებით ვიტირე :(
3. *** მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, ხომალდი:"თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება – ვაი, რომ.... + + + მონე. ტილოდან მზე ამოდის. ყურე...გემები... ................ ვზივარ. ტალღების აუდიოჩანაწერს ვუსმენ, ნიჟარების ყურთსასმენებით. + + +
სხვა-ში რატომ დევს რენუარ?
*** მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, ხომალდი:"თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება – ვაი, რომ.... + + + მონე. ტილოდან მზე ამოდის. ყურე...გემები... ................ ვზივარ. ტალღების აუდიოჩანაწერს ვუსმენ, ნიჟარების ყურთსასმენებით. + + +
სხვა-ში რატომ დევს რენუარ?
2. ჰო, ესეც აგური აგურზე, შუაში მოყოლილი თითები ჰო, ესეც აგური აგურზე, შუაში მოყოლილი თითები
1. როგორც ყოველთვის კარგებია, ,,მეზობელი,, განსაკუთრებით მომეწონა. როგორც ყოველთვის კარგებია, ,,მეზობელი,, განსაკუთრებით მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|