ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2024


დრო სევდისა და მარტოობისა

იმ ღამით მოულოდნელად აცივდა.გაზაფხული არა და არ დგებოდა....
ქარი სტვენდა , ფანჯრებს აზანზარებდა.
ყველა თვითმფრინავმა გადაიფრინა უკვე, თენდებოდა, ის  იჯდა სამზარეულოში, ორივე ხელი მოეხვია ჩაის თბილი ჭიქისთვის, მუხლები მაგრად მიეტყუპებინა მაგიდის ქვეშ და თვალები უელავდა....
რა არის მარტოობა?..ფიქრობდა  და გრძნობდა თუ როგორ აკლდებოდა სითბო  ჭიქას, როგორ ცივდებოდა ნელა და შეუქცევადად ...
ის იმასაც ხვდებოდა რომ დრო ზუსტად ასევე მიერეკებოდა სიბერისკენ...
---ახლა ღამეა.....დრო სევდისა და მარტოობისა...--გამოუტანა ხმადაბლა ვერდიქტი საკუთარ თავს ჩუმად და კიდევ ერთხელ დაფიქრდა, ნეტავ რაა არსში მარტოობა?..და ბოლოს მიხვდა!..
მარტოობა ისაა, როცა გესმის თუ როგორ მუშაობენ ოთახში შენი საათები ..ტიკ-ტაკ...ტიკ-ტაკ..
მათ სადღაც მიაქვთ შენი სითბო, ენერგია, სიცოცხლის მუხტი......
და ეს პროცესი შეუქცევადია.
და ესაა შენი სამართალი ღმერთო?
ნუთუ სულ ესაა ცხოვრება ჩვენი?
ასე ფიქრობდა , ფიქრობდა.....




საღამოს სახლში მეტროთი ბრუნდებოდა, და როცა  ბავშვი ვაგონში მთელი ხმით გაჰყვიროდა "დამეხმარეთ დეიდებო , ბიძიებო, კეთილო მგზავრებო, ღმერთმა დაგლოცოთ!...."  მას არაფერი გაუგია, რადგან ისევ იმაზე ფიქრობდა რომ სახლში იგივე სცენა, იგივე მისტერია გათამაშდებოდა, მაგრამ აი როცა ბავშვმა მას მაგრად მიტყუპებულ მუხლებზე მოკაკვული და მრავალხელშენავლები, მრავალმგზავრთუარყოფილი სანთელი დაუდო....უცებ გამოერკვა, ვეღარ მოითმინა და იქვე , ვაგონში ხმამაღლა ატირდა...წარმოიდგინა თავისი არდაბადებული შვილი  მერე ისიც გაიხსენა, ყოველი თვის ბოლოს , საწოლზე ჩამომჯდარი რომ ტიროდა ხოლმე .............ის დასტიროდა იმას , რაც წესით ბავშვად უნდა ქცეულიყო და ახლა კი სისხლად ჩამოედინებოდა მის ბარძაყებზე....







და ესაა შენი სამართალი, ღმერთო.........



ს.ნ 2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები