ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2015


მირკნული

                          ...

ამ წარაფს, წარაფს უხ, უხდება თუ ოდენ
თეონა თენების თავნება დემონი
თეონას ეგონა თვალები ტყუოდნენ
შეცდა კი ძალიან ძალიან მე მგონი...
ეს უჯერებელი, უთქმელი, საგარი
უტიფრად მსრბოლი და უბირთა მოსაგრე
შეხედეთ ბიჭებო დღე დგება მაგარი
თეონა მოდის და წარაფებს მოანგრევს.
წარაფებს ქარაფებს უხდება ეს ოდენ
უცანი, უსმენი, უთმენი, საოცი...
მზისპირულს- (პოეტო, შენ მაინც გესმოდეს)
-წარაფის წაფება თენებაჩამოცრის.

                  ...

შეიძლებოდა თიხის და ღვინის
აქვამარინის ძილის წინ კოცნის
შეიძლებოდა არა დარვინის...
არამედ კაკლის ბზისა და მოცვის
ძირში გქონოდა ქოხი, მარანი
მარნის სიტკბოში ნაწური ღმერთი
დაიწივლებდა ქვებში არამი
ცისკრის ბრჭყალებში ვით ყიამეთი
მაგრამ მიდიხარ... ისე უნიჭოდ
რომ არ ახსოვხარ არავის უპეს
ჯერ ეს სიცოცხლე რა იყო ბიჭო
ასე უცებ რომ სიკვდილი ყლუპე...
გწყუროდა? მოდის დიდი ქარონი
შემაძრწუნებლად ცივი და მშვიდი
ვით სოვდაგარი ღამის ქარავნის
ამ უთენებელ ბილიკებს ყიდის
და ღმერთი? სუნთქვა ბოლო ეგ შენი
დარჩება თოვლის ჯიქების საძმოს
გდააწყდება ირმებს ეშერის
და ბნელ კლდეკარებს სხივივით გაძოვს.


                        ...
ეგრე გავლეწე მე ჩემი კალო
ლექსი მოვკვერე რვალით ნაკერი
ობლის კვერივით ჩავაკარ აულს
ჩამოვამაჭრე როგორც თავკვერი
კალამკვარივით თავს მედექ ღმერთო
თუ ცოდვის შუქი შანდალს უშენდა
ამ ოჩან ნასიტყვს ფესვზე აკვეთილს
ვაკეთილებდი საშვენად შენდა
ბოლოს დაღლილი ვკვდებოდი მღვრიედ
დარდი მიმქონდა ბოლუქი ქვაში
ძმებო ეს ლექსი დიოდეს ლიედ
ვით წყარო თნობის კაცთა ავძაგში
ომობდეს ჩემი სიტყვის  მირკანი
მახვილი მისი ისხამდეს ატმებს
და გაღვიძებდეთ ვით ტიბიკონი
დღეს რომ აღვიძებს ბერდიდებს სადმე...


მოგიკითხეთ ყველა:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები