ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2015


კ ვ ე ტ ა რ ი ს ც ი ხ ე

                კ ვ ე ტ ა რ ი ს      ც ი ხ ე

გალეულიყო,  უკუნი  ღამე,
ვჩქარობდი,  კვეტარს,  მივიდეთ  მალე.
და  ჰა  მივედით,
მასპინძელს , თვალში ,  ჩავხედე  შიშით.
ნელი  ნაბიჯით,  შევაბიჯეთ,  გალავნის  შიგნით.
სცრიდა  ტკივილებს,  ჩამოშლილი  წარსულის  ცქერა,
კვეტარის  ციხის,  ქონგურებზე,  გავკიდე , მზერა,
როგორც,  გუშაგნი  ღალატის  წილ,  შესაგებებად,
რადგან,  გულმა,  აქ,  უმტრო  ყოფნა,  ვერ  დაიჯერა.
რადგანაც,  თავზე  დაგვბრუნავდა,    მდუმარედ  ძერა.
ჩიტებმა,  ჭიკჭიკს  მოუხშირეს,  ჩვენიდან  ახლო.
ზეცა,  კრიალა , ცისფერ  აკვანს  არწევდა,  ჯერაც,
კოლონკელიძე ,  შემდგარიყო,  უთვალო  ბერად.
აქ,  კაშკაშებდა,  დღეს  წარსული,  უთვალავ  ფერად,
კრძალული  , სითბო  დაეყენა,  მზეს  ნისლისფერად,
სიო  სალბუნი,  ნაბიჯ-ნაბიჯ,  მომდევდა ,თითქო,
როცა  ვიგრძენი,  უტას  გრძნობის,  უთქმელი  სიტკბო,
სულებს  დაეპყრო,  უხილავად ,  ირგლივ  ყოველი,
აქ  თანამგრძნობი,    შენთან  ერთად ,  ამად  მოველი,
დარდი  ღვიოდა,  სიყვარულის,    ჩუმი  მთოველი,
მხოლოდშობილის  იდუმალი,  ტრფობის  მთხრობელი,
ციხე  დარაჯობს,    დგას,  მიჯნურთა  ნაამბორევი.
ამბობს,  არრაა,  სიყვარულის  მძლე  და  მომრევი.
და  აქ,  კომპლექსი , საცხოვრისი,  მიშლილ-მოშლილი,
შორენას  ცრემლის,  ნავალევებს,  მოჰგავდა  უფრო,
გმინვა  ისმოდა,  თვალდათხრილი  კოლონკელიძის,
თითქოს,    სულებიც,  რიაებდნენ,  უხორცოდ ,  უფრთოდ,
ღიმნარევ  თვალებს,  გადავაწყდი,  უსირცხვო  სიძვის,
ტუსაღი  სული,    ურჩად  ახლაც,  ტკივილით  იბრძვის.
მყვირალობის  თვე,  კარს  მიადგა ,  ნებიერასაც,
ცაში  მიფრინავს,  უდარდელად,  არწივთა  მართვეც,
მე  კი,  მგონია,  ისტორიას,  მინგრევენ,  მართმენ.
სანთელით  ხელში,  ვეფერები,  წარსულის  ნაშთებს,
მაინც,  ცრემლნარევ  მდუმარებით,  იმედებს  ვანთებ
და  აქ, ყველაფერს,  დღეს, სახელად-სიყვარულს  ვარქმევ.
წმინდანთა  მზერას,  ვეღარ  უძლებს,  გული  უძღები,
სული  ამტკივდა,  მოძალე  ფიქრს,  ვეღარ  ვუძღვები .
ფოთლის  სიმწვანეს,  გაემიჯნა ,  მცირედ,  სიმშვიდე,
სული  აწივლდა,  რადგან  ვიგრძენ,  ერის  სიმცირე,
ნეტავი,  იმ დროს,  დრო  იყო,  თუ,  მეფე  ტირანი.
ასე  უღმერთოდ,  სილამაზე ,  რომ,    ქმნა,    მტირალი.
კვეტარის  ციხეს,  სულ  ახლახანს,  ვიყავით,  ერთად...
და  კიდევ,  ერთხელ , გაღიარე,  გრძნობათა  ღმერთად....

                                                                                          24 მაისი.  2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები