ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2015


ცხელი ზაფხულის ციკლიდან ...

ცხელი ზაფხულის ციკლიდან ...

        * * *

ალხი ჩამოწვა.
ალმური ასდის შემოსულ ყანას
ნელი ტორტმანით.

19.07.2015.

        * * *

ყოველი მხრიდან ციკადების გაბმული ჭრინი.
თელის ნაგრილში
ჩასთვლემია ბებერ მერუეს.

19.07.2015.

                            ყვარლის გზაზე ..
        * * *

პაპანებაა.
ირუჯებიან ოქროსფერი ნესვები ბაღში...
ნერწყვი მომადგა!

19.07.2015.

                         
        * * *

თაკარა მზეა.
ერთი ფიორი ღრუბელიც არ ჩანს ...
გაბმულად ზუის  განჯინაზე საგრილობელი.

20.07.2015.

        * * *

მოიკარკაცა.
გუბეში  ერთი  ამბავი  აქვთ  ქუჩის  ბეღურებს -
გააჯაკუზეს!

22.07.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები