ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2015


კიდევ ზაფხული და ცოტაც სხვა რამ ...

      ღამე ბაზალეთის ტბაზე

ტბის ზედაპირზე,
მოლივლივე ოქროს ნამგალი -
ახალი მთვარე.

16.08.2015.

          ფერისცვალება 

საღამოს ცაზე,
თეთრად კიდეშემოსირმული,
ნამგალა  მთვარე -
ნაშუაღამევს მოოქროვდა,
ფერი  ეცვალა.

19.08.2015.

        * * *

ღამემ იძალა,
თითქოს ვიღაცამ დარიგება მისცა საერთო,
თუთისფერ ცაზე, ხომლი აენთო.

19.08.2015.

        * * *

ღამე გარინდდა,
შიგადაშიგ  წიფლიანში ჭოტის ძახილი  -
სახლში შემოდის.

19.08.2015.

        * * *

ბოლოქანქალა,
გაფაციცებით  მიდი-მოდის  წყლისპირა ფშანში -
საკვებს თუ ეძებს.

20.08.2015.

                                            როცა ბავშვების საუბარი გავიგონე,
          ექსკურსიიდან მოდიოდნენ, კაცხის სვეტი უხილავთ ...

ჩვენთვის, კაცხია ჩვენი მეტეორა,
სულთა საშანდლე,
სვეტი - მენორა.

20.08.2015.

          ბათუმის ბულვარში ...

ბათუმის ბულვარში -
ჩურჩული შეწყვიტეს ცეტმა მიმოზებმა,
ღამე ვარსკვლავების შუქით იმოსება.

18.03.2015 (16.08.2015)*

* - ეს ძველი ჩანაწერია, ახლახანს ვიპოვე და გადავაკეთე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები